დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, July 10, 2013

„ფოლკსვაგენი“ XL1-ის სპორტული ვერსიის გამოშვებასაც აპირებს

Report Says VW Seriously Considering XL1-Based XR1 Lightweight Sports Car
10 ივლისი
XL1 უჩვეულო და საოცარი ავტომობილია - ასი კილომეტრის გასავლელად დაახლოებით ერთი ლიტრი საწვავი ჰყოფნის. და მას მალე „ფოლკსვაგენი“ მცირე სერიულად გამოუშვებს. და როგორც ირკვევა, მის ბაზაზე სპორტული ვერსიის გამოშვების პერსპექტივაც განიხილება. ოღონდ, სპორტსმენი აღარ იქნება ძალიან ეკონომიური, რადგან ზოგიერთ იმ ნაწილს, რომლებიც საწვავის ხარჯის შემცირებას განაპირობებს, სპორტულ ვერსიაზე არ გამოიყენებენ.
სამაგიეროდ, ავტომობილში ჩადგამენ 2.0-ლიტრიან აგრეგატს, ალბათ „გოლფ GTI-სგან“. ამის წყალობით, როგორც ბრიტანული გამოცემა „ქარ მეგზინი“ ირწმუნება, ავტომობილი ადგილიდან ასამდე აჩქარებას 4.6 წამში შეძლებს. იმავე გამოცემის ინფორმაციით, ავტომობილის წონა 850 კილოგრამს მიაღწევს.
და მაინც, „ფოლკსვაგენი“ არ აპირებს XL1-ს ბაზაზე სუფთა სპორტული ავტომობილის შემუშავებას, რომლისთვისაც სულერთი იქნება საწვავის ეკონომიური მოხმარება. სპორტული XL1 მაინც ძალიან ეკონომიური ავტომობილი იქნება - 100 კილომეტრზე მხოლოდ 4.0 ლიტრ ბენზინს დაწვავს. ამასთან, მისი მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ს მიაღწევს.
სპორტული ავტომობილის შესაფერისი იქნება ავტომობილის მართვაც. პირველ რიგში, ამას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ძრავი შუაში მოთავსდება. წონის შესამცირებლად, უხვად გამოიყენებენ კარბონის კომპოზიტს, მაქსიმალურად დაბლა დასწევენ სიმძიმის ცენტრს. საბურავებს კი, ჩვეულებრივი XL1-საზე გაცილებით განიერეს დააყენებენ.
დაბოლოს, თუ ასეთი ავტომობილის წარმოება გადაწყდა, ის
მხოლოდ“ 46 000 ევროს ფარგლებში ეღირება, რაც ეკონმიურ XL1-ის ფასზე გაცილებით ნაკლებია.

No comments:

Post a Comment