Audi Teases Headlamps of 2014 A8 Sedan Facelift
9 ივლისი
„აუდის“ ფლაგმან სედან A8-ს განახლების დრო დაუდგა.
და როდესაც ფეისლიფტინგ გამოვლილი ბაზარზე გამოვა, მას უახლესი, „მატრიქს LED“
ფარები ექნება. სხვათა შორის, გერმანული კომპანია ამ ავტომობილზე ამბობს, რომ ის
სრულიად ახალია. თუმცა მსტოვრულმა ფოტოებმა გამოავლინა, რომ ავტომობილს ახლანდელი A8-ს
მსგავსი სილუეტი აქვს.
პრემიერამდე გერმანულმა კომპანიამ განახლებული A8-ს
ფარების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ისინი საკუთრივ „აუდის“ ტექნოლოგია „მტრიქსითაა“
შექმნილი. ფარები პატარა შუქდიოდური ნთურებისგან შედგება, რომლებიც ლინზებთან და
რეფლექტორებთანაა დაკავშირებული. გარე განათების სიმკვეთრის შესაბამისად, ისინი
აქტიურდებიან, ან პირიქით, ითიშებიან, ან ინდივიდუალურად, ნაკლები სიმკვეთრით ანათებენ.
„აუდი“ ამბობს, რომ ასეთი ფარები ჩვეულებრივზე მკვეთრად და ზუსტად ანათებს.
განახლებული A8-ს თითოეული ფარი 25 ცალი მანათობელი
დიოდისგან შედგება, რომლებიც ხუთ რეფლექტორთან, ხუთ-ხუთადაა დაჯგუფებული. როდესაც განათების
სისტემა ავტომატურ რეჟიმზეა გადაყვანილი და მაღალი სიმკვეთრის ჭავლური განათება
მუშაობს, სისტემა თავისით აქტიურდება, თუ მაგისტრალზე მანქანის სიჩქარე 30 კმ/სთ
და მეტია, ქალაქში კი მინიმუმ 60 კმ/სთ-ია.
გარდა ამისა, გერმანული კომპანია ირწმუნება, რომ ფარების
განთება ყოველთვის მკვეთრი და ერთგვაროვანია და კონკურენტების მექანიკურად
რეგულირებად ფარებზე უფრო ეფექტურად მუშაობს. საინტერესოა ისიც, რომ შემხვედრი
ავტომობილის დაფიქსირებისას, სისტემა „მატრიქს LED“ ამ ავტომობილის მხარეს შუქს
თიშავს, ან სიმკვეთრეს აკლებს. იმავდროულად, თავის ავტომობილს მკვეთრი შუქით უნათებს
გზას.
ახალი ფარები ასევე მარკირების შუქსაც ასხივებს. ეს
მაშინ ხდება, როდესაც ღამის ხედვის დამხმარე სისტემა (მანქანაზე ოპციით დგება) კრიტიკულად
ახლო მანძილზე ფეხმავალს აღმოაჩენს. ამ დროს, დაუყოვნებილვ მარკირების ფარები
იმპულსებით, ზედიზედ სამჯერ გაანათებს და ამგვარად, მძღოლსაც და ფეხმავალსაც
აფრთხილებს.
No comments:
Post a Comment