დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, July 9, 2013

„კატერჰემს“ „რენოს“ ბაზაზე ჰეჩბეკის და SUV-ის გამოშვებაც სურს

Caterham Wants to Build Renault-Based SUV and Hatch!
9 ივლისი
სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია „კატერჰემი“ და ფრანგული „რენო“ პარტნიორობას გააღრმავებენ. კერძოდ, მათი თანამშრომლობა, ახალი სპორტული ავტომობილის გარდა, უგზოობის ავტომობილსა და ჰეჩბეკსაც შეეხება, რომლებსაც „კატერჰემი“ ფრანგული კომპანიის შესაბამისი ავტომობილების ბაზაზე გამოუშვებს. ამის შესახებ „კატერჰემის“ შეფმა ტონი ფერნანდესმა გამოაცხადა.
ორივე ახალი მოდლი ბაზარზე მას შემდეგ გამოვა, რაც ისინი პირველ პროექტს განახორციელებენ. ბრიტანული კომპანია თავის ავტომობილებს დიეპის (საფრანგეთი) ქარხანაში გამოუშვებს, რომლის წილის ნახევარიც „რენომ“ თავის პარტნიორს გადასცა. სწორედ ამ ქარხნის ბაზაზეა შექმნილი „ალპინ კატერჰემის“ ერთობლივი საწარმო, რომელიც ახალ სპორტულ ავტომობილს „ალპინის“ და „კატერჰემის“ სახელით გამოუშვებს.
შეგახსენებთ, რომ ორივე კომპანია ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატშიც მონაწილეობს. ამასთან, „რენო“ მხოლოდ ძრავების მიმწოდებელია, „კატერჰემს“ კი საკუთარი გუნდი ჰყავს, რომელიც სწორედ ფრანგული კომპანიის ძრავებს იყენებს. ისე კი, ფერნანდესი ავტოინდუსტრიაში სწორედ ფ1-ის გავლით მოდის - ის ავიაკომპანია „ეარ ეიჟას“ პატრონია და „კატერჰემი“ ორი წლის წინ იყიდა, როცა დარწმუნდა, რომ ფ1-ში სახელ „ლოტუსს“ ვერ შეინარჩუნებდა.
„სპორტული ავტომობილების ბიზნესი მოგებიანი იქნება, უგზოობის ავტომობილსა და საქალაქო ჰეჩბეკს კი აზიის ბაზარი აითვისებს. თუ ჩვენ უგზოობის ავტომობილის წარმოებას დავიწყებთ, ეს შესანიშნავი იქნება“, - ამბობს ფერნანდესი და დასძენს, რომ სპორტული ქროსოვერი მის კომპანიას დიდ მოგებას მოუტანს. მას მაგალითად „ლენდ როვერი“ მოჰყავს, რომელსაც „ევოუკმა“ სოლიდური მოგება მოუტანა.
სპორტული ავტომობილის გარდა, სხვა ტიპის მოდელებს, „კატერჰემი“თავისი პარტნიორისგან ნახევრად აწყობილი სახით მიიღებს. მათ ბრიტანული კომპანია აზიაში წაიღებს და იქ საბოლოო სახეს მისცემს. არაა გამორიცხული, რომ ამ ავტომობილების ბაზაზე, „ალპინის“ სახელით, სპორტული ვერსიები „რენომაც“ გამოუშვას.
თანამშრომლობის გაფართოება პრაქტიკულად დაადასტურა ფრანგული კომპანიის წარმომადგენლმა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ „ალპინის“ სახელით უგზოობის სპორტული ავტომობილის და სპორტული ჰეჩბეკის წარმოების გადაწყვეტილება „რენოს“ ჯერ არ მიუღია.

No comments:

Post a Comment