9 ივლისი
კომპანია „რენოს“ სადილერო ცენტრის, „ფრანს ავტოს“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბერია: „მოხარულები ვართ, რომ საქართველოს გარემოსა ბუნებრივი რესურსების და დაცვის სამინისტროს პარტნიორები გავხდით და ქვეყნის გარემოს დაცვის ღონისძიებებში აქტიურად ჩავერთვებით. კომპანია „რენოს“ ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გარემოსთვის ნაკლები ზიანის მიყენებაა, რაც გამოიხატება იმაში, რომ რენო მსოფლიო პიონერია ელექტრომობილების წარმოების დარგში. “
ინოვაციური ტექნოლოგიები და გარემოზე ზრუნვა, „რენოს“
განვითარების განუყოფელი ნაწილია. როგორც აღინიშნა, სწორედ „რენოა“ ის
საავტომობილო ბრენდი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა შექმნა ელეტრომობილი და
მომხმარებელს ელექტრომობილების სრული სამოდელო რიგი „კანგუ Z.E“, „ფლუენს Z.E.“, „ტვიზი“
და „ზოი“ ხელმისაწვდომ ფასებში შესთავაზა.
რაც
შეეხება „რენოს“ დამოკიდებულებას გარემოს დაცვით საქმიანობასთან, უნდა აღინიშნოს
რომ 1995 წელს ბრენდმა წამოიწყო აქტიური ეკოლოგიური კამპანია, რომელიც დღემდე
გრძელდება და რომელიც გარემოზე წარმოების მავნე ზემოქმედების მინიმიზაციისკენ არის
მიმართული.
No comments:
Post a Comment