Bluebird Goes from Land Speed Records to
Producing a New Electric Sports Car
9 ივლისი
სახელი „ბლიუბერდი“ სიჩქარის სახმელეთო და წყალზედა
რეკორდებთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ამ სახელის სარეკორდო მანქანებით, სერ მალკოლმ
და მის შვილ დონალდ კემპბელებს არაერთი რეკორდი აქვთ დაფიქსირებული. ამ სახელს
დღეს კომპანია ატარებს, რომელიც სარეკორდო ავტომობილებს ახლაც ქმნის. და მას მალკოლმის
შვილიშვილი დონ უელსი ხელმძღვანელობს. ამ კაცმა ახლახანს მისი კომპანიისთვის
სრულიად ახალ ტერიტორიაზე შეღწევა გადაწყვიტა. ამ ტერიტორიას ელექტრომობილები
ჰქვია.
„ბლიუბირდის“ ინტერესის სფეროში, სპორტული და
სარბოლი ელექტრომობილების წარმოება მოექცა. სულ ახლახანს, სწორედ სარბოლი
ავტომობილის შესახებ მოგითხრეთ, რომლითაც ბრიტანული კომპანია ახალ სერია ფორმულა E-ში
მონაწილეობას ლამობს. მაგრამ თურმე „ბლიუბერდის“ ამბიციები მხოლოდ ამ სარბოლი
ბოლიდით არ შემოიფარგლება.
კომპანიამ გამოაცხადა, რომ გამოფენა „მოტო ექსპოზე“,
რომელიც ინგლისის ეროვნულ მოტორ მუზეუმში, 28 სექტემბერს ჩატარდება, სარბოლი ელექტრომობილის
(GTL) გარდა, სპორტულ ელექტრომობილსაც - „ბლიუბერდ DC50-საც“ წარადგენს. ამ ავტომობილის
შესახებ ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი. კომპანია მას მხოლოდ 50 ცალს დაამზადებს. 50-ს
იმიტომ, რომ მერმისს სწორედ ამდენი წელი შესრულდება დონალდ კემპბელის მიერ
სახმელეთო და წყალზედა მსოფლიო რეკორდების დამყარებიდან.
წინსწარ გავრცელებული ინფორმაციით, „ბლიუბერდ DC50“
აღჭურვილია ელექტრო ძრავით, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 360 ცხენის ძალაა, მისი
წყალობით, ამ ორკარიანი ავტომობილის აჩქარება „პორშესას შეედრება“. მისი სვლის
მაქსიმალურმა სიშორემ კი შეიძლება 320 კილომეტრს მიაღწიოს.
ამ ორი ელექტრომობილის შესახებ დაწვრილებით
ინფორმაციას „ბლიუბირდი“ მათს პრემიერაზე გამოაქვეყნებს.
No comments:
Post a Comment