Ford Focus Electric Getting $4,000 Discount
11 ივლისი
იმის გამო, რომ კონკურენტი ავტომობილები უფრო იაფი
ღირს და ამის გამო, ელექტრული „ფოკუსი“ ცუდად ეყიდბა, „ფორდმა“ ამ ელექტრომობილის
ფასის 4 000 დოლარით დაწევა გადაწყვიტა. სააგენტო დეტროიტ ნიუსის ინფორმაციით, ელექტრული
„ფოკუსის“ ახალი ფასი 35 200 დოლარია. ეს 6 000 დოლარით მეტია „ნისან ლიფის“
ფასზე, თუმცა ამერიკული კომპანია იმედოვნებს, რომ ასეთი სხვაობის მიუხედავად, „ფოკუს
EV“ კონკურენტუნარიანი იქნება.
გარდა ამისა, ამერიკაში ეკოლოგიურ ავტომობილებზე
შეღავათები მოქმედებს, ყველაზე მეტად კი ამ მხრივ ავტომობილისტებს შტატი კალიფორნია
ახალისებს, სადაც ელექტრომობილის მყიდველს, 7 500 დოლარის საფასურის ფედერალური საგადასახადო
შეღავათის გარდა, 2 500 დლარის შეღავათიც აქვს. გამოდის რომ, ამერიკელებს ელექტრული
„ფოკუსის“ შეძენა 27 700 დოლარი დაუჯდებათ, კალიფორნიელებს კი - 25 200.
სხვათა შორის, ახლახანს „შევროლემაც“ 4 000 დოლარით
გააიაფა თავისი პლაგ-ინ ჰიბრიდული ელექტრომობილი „ვოლტი“, რომლის საწყისი ფასიც
ამის შემდეგ 35 995 დოლარი გახდა. ამასთან, „ჯენერალ მოტორსი“ კიდევ 1000 დოლარს
უკლებს იმ მყიდველს, რომელიც მანამდე სხვა კომპანიის ავტომობილით სარგებლობდა.
No comments:
Post a Comment