BMW Provides First Photos and Specs on Production
i3 Electric Hatch
11 ივლისი
ამ ავტომობილს საავტომობილო სამყარო მოუთმენლად ელის. მის შესახებ, პრემიერამდე კარგა ხნით ადრეც კი, ბევრი ინფორმაცია ოფიციალურად გავრცელდა, ავტომობილი წინასწარ რამდენჯერმე გაგვაცნეს, მისი გარეგნობაც აღარავისთვისაა საიდუმლო. მაგრამ ამ ყველაფერს მაინც სულ სხვა ხიბლი მიეცა მაშინ, როდესაც ბავარიულმა კომპანიამ ფოტოების და ინფორმაციების პორციებად გამოქვეყნება დაიწყო.პირველ რიგში, „ბეემვემ“ ელექტრული ჰეჩბეკის აგებულების ფოტოები გამოაქვეყნა და მისი თავისებურებანი განგვიმარტა. პირველ რიგში, ცნბილი გახდა, რომ ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა 29 ივლისს გაიმართება ნიუ იორკში. ეს არის სრულიად ახალი ავტომობილი, რომელიც სუფთა ფურცლიდან შეიქმნა და რომლისთვისაც ბავარიელებმა არაერთი ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს.
სტრუქტურას, რომელსაც i3
ეყრდნობა, „ლაიფდრაივ“ ეწოდება. ის ძირითადად ალუმინისა და კარბონის ბოჭკოთი
გაძლიერებული პლასტიკითაა შექმნილი. ამ მასალების გამოყენება ბავარიელებმა წონის
დასაზოგად გადაწყვიტეს. წონის სეკვესტრი ბორბლებსაც შეეხო, რომელიც ნაჭედი ალუმინისგანაა
დამზადებული. თითოეული მხოლოდ 7 კილოგრამს იწონის. საბოლოოდ, სრულად აღჭურვილი ავტომობილის
წონამ 1195 კილოგრამი შეადგინა.
ავტომობილს მამოძრავებელ ძალას, „ბეემვეს“ მიერ სპეციალურად შემუშავებული ელექტრო ძრავი ანიჭებს, რომლის სიმძლავრეც 168 ცხენის ძალა, მუდმივი მომენტი კი 250 ნიუტონმეტრია. ძრავი, რომლის წონაც 50 კილოგრამია, წამყვანი უკანა ბორბლების სიახლოვეს მოთავსდა, მათ შორის კავშირს კი ერთსაფეხურიანი ტრანსმისია უზრუნველყოფს. კომპანიის მონაცემებით, ავტომობილს ადგილიდან 60 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 3.5 წამი ჰყოფნის, ადგილიდან 100 კმ/სთ-ს კი 7.0 წამში ავითარებს. ამ ტემპერამენტით კი ის სუბკომპაქტური GTI ტიპის ავტომობილებს თავისუფლად შეეჯიბრება. i3-ის მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ-ია.
ავტომობილს მამოძრავებელ ძალას, „ბეემვეს“ მიერ სპეციალურად შემუშავებული ელექტრო ძრავი ანიჭებს, რომლის სიმძლავრეც 168 ცხენის ძალა, მუდმივი მომენტი კი 250 ნიუტონმეტრია. ძრავი, რომლის წონაც 50 კილოგრამია, წამყვანი უკანა ბორბლების სიახლოვეს მოთავსდა, მათ შორის კავშირს კი ერთსაფეხურიანი ტრანსმისია უზრუნველყოფს. კომპანიის მონაცემებით, ავტომობილს ადგილიდან 60 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 3.5 წამი ჰყოფნის, ადგილიდან 100 კმ/სთ-ს კი 7.0 წამში ავითარებს. ამ ტემპერამენტით კი ის სუბკომპაქტური GTI ტიპის ავტომობილებს თავისუფლად შეეჯიბრება. i3-ის მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ-ია.
ელექტრულ ძრავს ენერგიით მანქანის ცენტრალური ნაწილის
ძირში განლაგებული ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი კვებავს, რომელიც „ბეემვეს“
ჯგუფმა დამოუკიდებლად შექმნა და თავადვე უშვებს. მისი ტევადობა არ კონკრეტდება,
მაგრამ „ბეემვე“ გვამცნობს, რომ ის საკმარისია 130-160 კილომეტრის გასავლელად.
სვლის სიშორე დაახლოებით 12 პროცენტით მოიმატებს, თუ ავტომობილი ECO PRO რეჟიმში
იმუშავებს და დაახლოებით კიდევ ამდენივეთი, თუ ECO PRO+ რეჟიმზე გადავა.
და თუ მყიდველს ესეც არ დააკმაყოფილებს, მას
შეუძლია სვლის სიშორის გასაზრდელი პაკეტის შეძენა. ამ პაკეტის ძირითადი ნაწილი შიდაწვის
ძრავის და გენერატორის წყვილია, რომელიც ავტომობილის მოძრაობისას, ელემენტების
ბლოკში ენერგიას მუდმივ დონეზე ინარჩუნებს - როგორც კი ენერგიის მოცულობა ამ ზღვარს
ჩამოსცდება, შიდაწვის ძრავი მაშინვე ჩაირთვება და გენერატორს აამუშავებს.
შიდაწვის ძრავი „ბეემვეს“ მოტოციკლის ორცილინდრიანი
აგრეგატია, რომლის მოცულობა 0.65 ლიტრია და რომელიც 34 ცხენის ძალას
გამოიმუშავებს. ის ელექტროძრავის გვერდზე, უკანა ღერძის მაღლა მაგრდება. როგორც
ბავარიელები ირწმუნებიან, ამ ძრავის დახმარებით, i3-ის სვლის სიშორე 250-300 კილომეტრამდე
იზრდება. „ბეემვე“ აზუსტებს, რომ ამ ძრავის დაყენების შემთხვევაშიც, საბარგულის მოცულობა
არ მცირდება. სულ რაღაც, 10-ლიტრი ტევადობის ბენზინის ავზი კი ავტომობილის წინა
სექციაში თავსდება.
თავისი ელექტრომობილების მყიდველს „ბეემვე“
საინტერესო სერვისს სთავაზობს ძალიან და ძალიან გაბედული პირობებით. თუ მყიდველი,
სპეციფიკურ სიტუაციაში კმაყოფილი ვერ იქნება თავისი შენძენით, მაშინ მას გამოსავლის
მოძებნაში სისტემა „360° ელექტრიკ“ დაეხმრება. ეს სისტემა უკმაყოფილო კლიენტისთვის
ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფასაც კი ითვალისწინებს.
No comments:
Post a Comment