Sunday, June 23, 2013
Saturday, June 22, 2013
„ფორდი“ ახალი „ტრანზიტის“ ტესტებისას რობოტებს იყენებს
Watch a Ford Transit Drive Itself In the Quest
for Better Durability
22 ივნისი
ახალი ავტომობილების ტესტირებისას, ყოველთვის წარმოიქმნება
პრობლემები, რომლებსაც ადამიანის შეზღუდული შესაძლებლობები განაპირობებს. პირველ
რიგში ის, რომ ადამიანს მუდმივად საჭესთან ჯდომა არ შეუძლია. განსაკუთრებით კი
გამძლეობაზე ზოგირთი ტესტისას. ამ დროს, თითოეულ ტესტ პილოტს, საჭესთან დღეში
მხოლოდ ერთხელ სვამენ. მეორე პრობლემა, მანქანის მუდმივად ერთ სტილში მართვაა.
ოჟიემ მეოთხე გამარჯვება იტალიაში მოიპოვა
Dominant Frenchman Ogier wins Rally of Italy
22 ივნისი
სებასტიანი მიდის და მას სებასტიანი ცვლის. ლეგენდარულ
ფრანგს, მომავალი ჩემპიონი ანაცვლებს. ოღონდ, არა „სიტროენზე“, არამედ „ფოლკსვაგენზე“
ამხედრებული. განვლილი შვიდი ეტაპიდან, მან უკვე მეოთხე მოიგო. ამჯერად იტალიაში. სებასტიან
ოჟიე „ფოლკსვაგენის“ ახალი გუნდის მთავარი ძალაა. და მისი შეჩერება შეუძლებელია.
ტრაგედია ლე მანზე
Danish driver Allan Simonsen dies at Le Mans
22 ივნისი
ტრაგიკული გამოდგა ლე მანის 24-საათიანი რბოლის
დასაწყისი - სტარტიდან მესამე წრეზე, 34 წლის დანიელ ალან სიმონსენს ავარია
მოუვიდა, რომლის დროს მიღებული მძიმე ტრავმებიც მისთვის სასიკვდილო გამოდგა. ეს
ლეგენდარულ რბოლაში, ბოლო 27 წლის განმავლობაში მომხდარი პირველი ფატალური
შემთხვევაა.
Friday, June 21, 2013
„ნისან ZEOD RC“ - ელექტრული პროტოტიპი ლე მანისთვის
Nissan Unveils ZEOD RC Le Mans Prototype, Confirms It’s All-Electric,
Skimps on Other Details
21 ივნისი
შარშან „ნისანმა“ ლე მანის 24-საათიან რბოლაში
პროექტ „დელტაუინგის“ პარტნიორად მიიღო მონაწილეობა, მაგრამ რბოლის შემდეგ,
ბევრისთვის მოულოდნელად, პარტნიორობიდან გავიდა და გამოაცხადა, რომ გამოაცხადა,
რომ ლე მანს საკუთარი, არანაკლებ შთამბეჭდავი ავტომობილით დაუბრუნდებოდა. იაპონური
კომპანია მომავალი სეზონის ლე მანზე საკუთარი სარბოლი ავტომობილით გამოვა. მაგრამ
დღემდე არავინ იცოდა, ეს რა ტიპის ავტომობილი იქნებოდა და რა აგრეგატით
აღიჭურვებოდა.
„რენომ“ ფ1-ის ახალი ტურბოძრავი გაგვაცნო
Renault Details 2014 F1 1.6-Liter V6 Turbo Unit:
760 HP, 35 Percent More Fuel-Efficient
21 ივნისი
„რენომ“
თავისი ახალი ძრავი გაგვაცნო, რომლითაც ფორმულა ერთის მომავალ სეზონში, მისი
პარტნიორი გუნდები იასპარეზებენ. ეს არის 1.6-ლიტრიანი V6
არქიტექტურის ტურბო აგრეგატი, რომელიც 2.4-ლიტრიან V8 ატმოსფერულ ძრავს შეცვლის. ფრანგული კომპანია ფ1-ის
ძრავების პირველი მწარმოებელია, რომელმაც ახალის ძრავის პრეზენტაცია ჩაატარა.
ძრავს ოფიციალურად „ენერჯი F1-2014“
ეწოდა. სახელში სიტყვა „ენერჯი“ იმას ნიშნავს, რომ ძრავთან აგრეგატირებულია ენერგიის
აღდგენის სისტემა, რომელიც გამონაბოლქვსა და მუხრუჭებში, სითბოს სახით გამოყოფილ ენერგიას
აგროვებს და შემდგომში ამ ენერგიას ბორბლებს აწვდის.
„მერსედესს“ და „პირელის“ ყური აუწიეს
Mercedes reprimanded for 'secret' test
21 ივნისი
ყველა ელოდა, რომ „მერსედესს“ და „პირელის“
საბურავების არალეგალური ტესტებისთვის მძიმე სანქციებით დასჯიდნენ. ამის გამო,
გერმანული კომპანიის აქციონერებმა, თავიანთ ხელმძღვანელებს ფ1-ის დატოვებაც კი
მოსთხოვეს. იყო იმის მოლოდინი, რომ ფ1-ს „პირელიც“ დატოვებდა. მაგრამ FIA-ს ტრიბუნალმა,
ორივე კომპანიას გაფრთხილება აკმარა, სამქიმიანები კი იმით „დასაჯა“, რომ
ახალგაზრდა პილოტების ტესტებში მონაწილეობა აუკრძალა. ეს ტესტები ივლისში
სილვერსტოუნზე გაიმართება.
„შევროლე კორვეტ სტინგრეი Z51-ის“ საოცარი მახასიათებლები
2014 Corvette Stingray Z51 Goes from 0 to 60 in
3.8 Sec, Sustains 1.03 g in Cornering
20 ივნისი
სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, „ჯენერალ
მოტორსი“ თავის ახალ ავტომობილებს ნაწილ-ნაწილ, არამხოლოდ ფოტო ტიზერებით გვაცნობს,
არამედ ინფორმაციასაც ულუფებად ავრცელებს. ამგვარად, ოფიციალურ პრემიერამდე,
ავტომობილი დიდხანს ინარჩუნებს აქტუალობას. ეს კი ეფექტური რეკლამაა.
Thursday, June 20, 2013
„ფორდმა“ უკვე 7 მილიონი „ტრანზიტი“ გამოუშვა
Ford Transit Production Reaches 7 Million
20 ივნისი
თითქმის 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ფორდმა“ ვენ „ტრანზიტის“ წარმოება დაიწყო და კომპანიამ გამოაცხადა, რომ ის უკვე მე-7 მილიონი გამოუშვა. ამ მიღწევის უკეთ აღსაქმელად, ამერიკულმა კომპანიამ ისიც გვამცნო, რომ თუ შვიდივე მილიონ ავტომობილს მიყოლებით ისე დავაყენებთ, რომ ისინი ბამპერებით ეხებოდნენ ერთმანეთს, ისინი ლონდონიდან სიდნეიმდე მანძლს დაფარავენ.
თითქმის 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ფორდმა“ ვენ „ტრანზიტის“ წარმოება დაიწყო და კომპანიამ გამოაცხადა, რომ ის უკვე მე-7 მილიონი გამოუშვა. ამ მიღწევის უკეთ აღსაქმელად, ამერიკულმა კომპანიამ ისიც გვამცნო, რომ თუ შვიდივე მილიონ ავტომობილს მიყოლებით ისე დავაყენებთ, რომ ისინი ბამპერებით ეხებოდნენ ერთმანეთს, ისინი ლონდონიდან სიდნეიმდე მანძლს დაფარავენ.
აქციონერები „მერსედეს-ბენცის“ ფ1-დან წასვლას მოითხოვენ
Shareholders Urge Mercedes-Benz to Leave Formula
One
20 ივნისი
ხვალ პარიზში, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA)
ტრიბუნალზე, „მერსედეს-ბენცის“ ფორმულა ერთის გუნდის ბედი გადაწყდება. მოსალოდნელია,
რომ გერმანულ გუნდს სერიოზული სანქციები ელის. ასეთი მოლოდინის ფონზე, კომპანიის
აქციონერები მოითხოვენ, რომ სამქიმიანებმა დიდი პრიზების არენა დატოვონ.
„რენო-ნისანს“ მოდულური პლატფორმა ხარჯებს 30-40 პროცენტით შეუმცირებს
Renault and Nissan’s Common Module Family to
Lower Costs by 30 to 40 Percent
20 ივნისი
თანამედროვე ავტოინდუსტრიის ყველაზე პროგრესული
ტექნოლოგიური სიახლე მოდულური პლატფორმაა. ამ საქმეში პიონრად შეიძლება „ფოლკსვაგენი“
ჩაითვალოს, თუმცა ამგვარი პლატფორმების მსგავს ტექნოლოგიებს სხვა კომპანიები უკვე
დიდი ხანია, იყენბენ. და მაინც, გერმანული კომპანია და მისი ჯგუფი პირველია,
რომელიც მსგავსი აგებულების (MQB) პლატფორმას მასობრივად
გამოიყენებს.
„იაგუარ ლენდ როვერი“ წლიურად მილიონი ავტომობილის გაყიდვას უმიზნებს
Jaguar Land Rover targets 1 million sales in long
term
20 ივნისი
Tuesday, June 18, 2013
ახალი მოდელები „ფორდის“ ევროპულ ზრდას შეუწყობს ხელს
New Models Like the EcoSport Crucial to Ford's European Growth
18 ივნისი
„ფორდ
მოტორ კომპანის“ ამერიკული ბიზნესი აღმავლობის გზაზეა, რაშიც სედან „ფიუჟნთან“
ერთად, რომელზეც მოთხოვნის დაკმაყოფილება გაჭირვებით ხერხდება, F-სერიის
პიკაპების კარგი გაყიდვების უზრუნველყოფს. მაგრამ ევროპაში საპირისპირო სიტუაციაა.
ამერიკულ კომპანიას უჭირს საწარმოო სიმძლავრეების სრულად დატვირთვა და ევროპული
ბაზრის კლების კვალობაზე, ვერც გაყიდვებია სასურველ დონეზე. შესაბამისად, ძველი
კონტინენტის ბაზარზე ბიზნესს წაგება მოაქვს.
მომავალ სეზონს ალბათ ბაჰრეინის დიდი პრიზი გახსნის
Melbourne admits loss of season open date likely
18 ივნისი
მელბურნმა პრაქტიკულად აღიარა, რომ ფ1-ის მომავალ
სეზონში გამხსნელი ეტაპი ავსტრალიის დიდი პრიზი არ იქნება. ჯერ მომავალი სეზონის 21-რბოლიანი
კალენდრის გამოქვეყნებამდე ბევრი დროა, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ
გამხსნელი ეტაპი ბაჰრეინში ჩატარდება.
Subscribe to:
Posts (Atom)












