Watch a Ford Transit Drive Itself In the Quest
for Better Durability
22 ივნისი
ახალი ავტომობილების ტესტირებისას, ყოველთვის წარმოიქმნება
პრობლემები, რომლებსაც ადამიანის შეზღუდული შესაძლებლობები განაპირობებს. პირველ
რიგში ის, რომ ადამიანს მუდმივად საჭესთან ჯდომა არ შეუძლია. განსაკუთრებით კი
გამძლეობაზე ზოგირთი ტესტისას. ამ დროს, თითოეულ ტესტ პილოტს, საჭესთან დღეში
მხოლოდ ერთხელ სვამენ. მეორე პრობლემა, მანქანის მუდმივად ერთ სტილში მართვაა.
ამ ყველაფრის გამო, ამერიკულმა კომპანიამ
ტესტებისას რობოტების გამოყენება გადაწყვიტა. რობოტს არც დასვენება სჭირდება, უფრო
სრულყოფილადაც შეუძლია დავალების შესრულება და თანაც, დაკისრებულ მოვალეობას
ნაკლებ დროსაც ანდომებს. რობოტების გამოყენება „ფორდმა“ ახლახანს, ამერიკული
ბაზრისთვის განკუთვნილი „ტრანზიტის“ საგზაო ტესტებისას დაიწყო.
GPS-სისტემის და ვიდეოკამერების გამოყენებით, მართვის
პულტიდან ერთდროულად, რვა სატესტო რობოტის მართვაა შესაძლებელი. ყველა ავტომობილს
ერთი ოპერატორი მართავს. ამერიკულ კომპანიაში ირწმუნებიან, რომ არცთუ შორეულ
მომავალში, რობოტების დახმარებით, ყველა ტიპის ავტომობილის ტესტირება შესაძლებელი
გახდება. თავისი სიახლისთვის, „ფორდი“ იმ ტექნოლოგიებს იყენებს, რომლებსაც ევრო NCAP-ის
ქრეშ ტესტებში უკვე დიდი ხანია, დაინერგა.
„ჩვენი ზოგიერთი ტესტი იმდენად ენერგოტევადი და
დამღლელია, რომ იძლებულები ვართ, მკაცრად შევზღუდოთ ტესტების დრო, რათა ტესტ
პილოტები არ დაგვიშავდნენ. იმ დროს, როდესაც რობოტების დახმარებით, მანქანების გამძლეობას
ვამოწმებთ, პილოტები სხვა სახის ტესტებზე გადაგვყავს და ამით ბევრ დროს ვიგებთ“, -
ამბობს „ფორდის“ ერთ-ერთი მენეჯერი დეივ პეინი.
რობოტიზებული ტესტების დროს ინტენსიურად იყენებენ
კომპიუტერებს. სწორედ ელექტრონიკა აკონტროლებს საჭეს, აქსელერატორსა და მუხრუჭებს.
ამასთან, სატესტო ავტომობილი აღჭურვილია სენსორული სისტემებით, რომლებსაც გზაზე
ადამიანის, ან სხვა მანქანის და ობიექტის დაფიქსირების შემთხვევაში, მანქანის
გაჩერება შეუძლია.
სხვათა
შორის, ტესტების დროს ბევრ ისეთ სისტემას იყენებენ, რომელთა სრულყოფის შემდეგაც, თვითმავალი
ავტომობილის შემუშავება იქნება შესაძლებელი. თუმცა, ამ ეტაპზე ამერიკული კომპანია
გამორიცხავს, რომ სატესტო მოწყობილობას ოდესმე სერტიულ ავტომობილებზეც დანერგავს.
No comments:
Post a Comment