Shareholders Urge Mercedes-Benz to Leave Formula
One
20 ივნისი
ხვალ პარიზში, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA)
ტრიბუნალზე, „მერსედეს-ბენცის“ ფორმულა ერთის გუნდის ბედი გადაწყდება. მოსალოდნელია,
რომ გერმანულ გუნდს სერიოზული სანქციები ელის. ასეთი მოლოდინის ფონზე, კომპანიის
აქციონერები მოითხოვენ, რომ სამქიმიანებმა დიდი პრიზების არენა დატოვონ.
„ჩვენ ვთვლით, რომ „მერსედეს-ბენცმა“ უნდა დატოვოს
ფ1. კომპანია აქ ასეულობით მილიონ ევროს ხარჯავს და ამ ხარჯებს არავისთვის არაფერი
მოაქვს“, - ჟურნალ „ავტოქართან“ საუბრისას ამბობს კომპანია „იუნიონ ინვესტმენტის“
მენეჯერი მაიკლ მუდერსი.
როგორც ცნობილია, სასამართლო ბარსელონაში
ჩატარებული საიდუმლო და რაც მთავარია, არალეგალური ტესტების საქმეს განიხილავს,
რომელიც გერმანულმა გუნდმა და საბურავების მწარმოებელმა „პირელიმ“, ესპანური
ეტაპის შემდეგ, ბერსელონას ტრეკზე ჩაატარეს. სამქიმიანები ირწმუნებიან, რომ მათ
საქმის კურსში ჩააყენეს ფედერაცია, მაგრამ ამ უკანასკნელის წარმომადგენლები
ირწმუნებიან, რომ „პირელის“ საბურავების ტესტებში მონაწილეობა სხვა გუნდებისთვისაც
უნდა შეეთავაზებინა, რაც არ მოხდა. არადა, ამ ტესტების შემდეგ, „მერსედესის“
კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც შედეგას, მონაკოში ნიკო
როსბერგის გამარჯვება მოჰყვა.
გერმანული
კომპანიის აქციონერთა მსგავსი განწყობა აქვს „პირელისაც“, რომელიც სეზონის
მსვლელობისას, საბურავების ტესტების დამკვიდრებას მოითხოვს. წინააღმდეგ
შემთხვევაში, იტალიური კომპანია ფ1-ის დატოვებას აპირებს.
No comments:
Post a Comment