Jaguar Land Rover targets 1 million sales in long
term
20 ივნისი
„იაგუარ ლენდ როვერი“ ამ ათწლეულის ბოლოს წლიური
გაყიდვების 750 000 ავტომობილამდე გაზრდას აპირებს, უფრო შორეულ მიზნად კი
გაყიდვების მილიონამდე გაზრდა აქვს დასახული. ცნობისათვის, შარშან ორი ბრიტანული კომპანიის
ჯამურმა გაყიდვებმა 357 773 ავტომობილი შეადგინა.
„მილიონიან ზღვარს რომ მივაღწევთ, ჩვენი კომპანია ლუქს
კლასის აცვტომობილების წამყვანი მწარმოებლების გვერდით დადგება. ეს ამბიციური,
თუმცა სრულიად განხორციელებადი მიზანია. ჩვენ დავიწყეთ ისეთების ყურადღების
მიქცევა, რომლებიც ადრე ნიშური ავტომობილების მწარმოებლებად გვთვლიდნენ“, - ამბობს
„იაგუარ ლენდ როვერ კანადას“ პრეზიდენტი ლინდსი დაფილდი.
მართლაც, „იაგუარ ლენდ როვერი“ ადრე კონცენტრირებული
იყო ძრითადად ძვირადღირებული ავტომობილების წარმოებაზე, რომლებსაც მცირე რაოდენობით
უშვებდა. მაგრამ დროთა განმავლობაში, წარმოების მოცულობაც იზრდება და ავტომობილებსაც
ფასი აკლდება. ერთ-ერთი ასეთი მსხვილსერიული ავტომობილი „რეინჯ როვერ ევოუკია“ (ფოტოზე),
რომელმაც საერთოდ შეცვალა „ლენდ როვერის“ ბიზნესი. „იაგუარმა“ კი სრულამძრავიანი
ავტომობილების წარმოება დაიწყო, რამაც ბრიტანულ ბრენდს, გაყიდვების გააზრდევინა.
უფრო მეტიც, „იაგუარი“ მალე X-ტაიპს, რომელიც
პირველი, „ფორდ მონდეოს“ პლატფორმაზე შექმნილი თაობის მოდელისგან განსხვავებით, საკუთრივ
„იაგუარის“ პლატფორმაზე აიგება. დაფილდი ამბობს, რომ ინდური კომპანია „ტატა
მოტორსი“, რომელსაც „იაგუარ ლენდ როვერი“ ეკუთვნის, ამ ბრენდების განვითარებისთვის
ინვესტიციებს არ იშურებს, რისი შედეგიც იქნება ის, რომ შემდგომ ხუთ წელიწადში
ბაზარზე 40 ახალი, ან განახლებული ავტომობილი გამოვა.
იმავდროულად, დაფილდი ამბობს, რომ „იაგუარ ლენდ
როვერი“ ყველანაირად ეცდება, მოერიდოს ლუქსის ქვედა სეგმენტს, სადაც ავტომობილები
30 000 დოლარზე იაფი ღირს. მას მაგალითად „მერსედეს-ბენცის“ უახლესი CLA მოჰყავს.
თუმცა, შედარებით დაბალი ფასის მიუხედავად, ეს ავტომობილი მაინც პრემიუმ სეგმენტს
მიეკუთვნება.
„იაგუარ ლენდ როვერის“ ორი ბრენდიდან განსაკუთრებით
თვალში საცემია „ლენდ როვერის“ გაყიდვების სწრაფი ზრდა, რაც ძირითადად
განვითარებადი ბაზრების ხარჯზე ხდება. ჯერ კიდევ ათი წლის წინ, ჩინეთი, როგორც
ბაზარი, „იაგუარ ლენდ როვერისთვის“ არ არსებობდა - ბრიტანული კომპანიები
ცისქვეშეთში ავტომობილებს საერთოდ არ ჰყიდდნენ. ამჟამდ კი ეს ქვეყანა მათი უდიდესი
ბაზარია. დაფილდი ირწმუნება, რომ მალე ინდოეთის მთლიანი შიდა პროდუქტი, ჩინთისას
გაუტოლდება. თუმცა, რამდენად აისახება ეს ავტომობილების გაყიდვებზე, ჯერ ძნელი
სათქმელია.
იმისათვის, რომ გაზრდილი მოთხოვნილების
დაკმაყოფილება შეძლოს, „იაგუარ ლენდ როვერი“ წარმოებას აფართოებს. კომპანიამ ბოლო
ორ წელიწადში დაახლოებით 8 000 ახალი თანამშრომელი აიყვანა, რის შემდგაც, მის
საწარმოებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 25 000 ადამიანი მუშაობს. დაფილდი ამბობს,
რომ მისი კომპანიის საწარმოები სრული დატვირთვით მუშაობს და ამიტომ, მზარდი მოთხოვნის
დაკმაყოფილება გაძნელებულია.
No comments:
Post a Comment