დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, June 21, 2013

„ნისან ZEOD RC“ - ელექტრული პროტოტიპი ლე მანისთვის

Nissan Unveils ZEOD RC Le Mans Prototype, Confirms It’s All-Electric, Skimps on Other Details
21 ივნისი
შარშან „ნისანმა“ ლე მანის 24-საათიან რბოლაში პროექტ „დელტაუინგის“ პარტნიორად მიიღო მონაწილეობა, მაგრამ რბოლის შემდეგ, ბევრისთვის მოულოდნელად, პარტნიორობიდან გავიდა და გამოაცხადა, რომ გამოაცხადა, რომ ლე მანს საკუთარი, არანაკლებ შთამბეჭდავი ავტომობილით დაუბრუნდებოდა. იაპონური კომპანია მომავალი სეზონის ლე მანზე საკუთარი სარბოლი ავტომობილით გამოვა. მაგრამ დღემდე არავინ იცოდა, ეს რა ტიპის ავტომობილი იქნებოდა და რა აგრეგატით აღიჭურვებოდა.

და აი, სარტეს ტრეკზე მორიგი გრანდიოზული რბოლის დაწყებამდე, იაპონურმა კომპანიამ საკუთარი პროექტი გაგვაცნო. ეს არის ელექტრომობილი, სახელად ZEOD RC, თავისი გარეგნობითაც და აგებულებითაც, „დელტაუინგს“ ძლიერ ჰგავს. მაგრამ მხოლოდ სახელი და ავტომობილის ფოტოები ბევრს არაფერს ამბობს. კითხვებმა მოიმატა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ „ნისანი“ მათს უმეტესობაზე პასუხების გაცემას არ ჩქარობს.

არსებობს მოსაზრება, რომ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 300 კმ/სთ-ზე მეტი იქნება. ის ლითიუმ-იონური ელემენტების იმ ტიპის ბლოკით აღიჭურვება, როგორსაც „ნისანი“ თავის სერიულ საგზაო ელექტრომობილ „ლიფზე“ იყენებს. განსხვავება იქნბა მხოლოდ ელემენტების ტიპში - ისინი უფრო ტევადი იქნება. არ შეიცვლება ავტომობილის გარეგნობა და აგებულება, რადგან პროექტმა „დელტაუინგმა“ დაამტკიცა, რომ ასეთი მანქანა ტრასაზე სრულიად კონკურენტუნარიანია.



„ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების ტექნოლოგიების სფეროში, „ნისანი“ გლობალური ლიდერია და „ნისან ZEOD RC“ იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ამ სფეროში ჩვენი შესაძლებლობები კიდევ უფრო გავზარდოთ. ამაში, გამძლეობაზე ურთულესი რბოლა დაგვეხმარება, რომელიც ნამდვილი მობილური ლაბორატორიაა. რბოლაში ჩვენ LMP1-ს შესაბამისი ძალური დანადგარით ვიასპარეზებთ. ეს არის „ნისან ლიფის“ და სარბოლი „ნისან ლიფ RC-ის“ განვითარების შედეგი. ტექნოლოგიები, რომლებსაც ZEOD RC-ს პროგრამის ფარგლებში შევიმუშავებთ, შემდგომში ჩვენს საგზაო ავტომობილებზე დაინერგება“, - ამბობს „ნისანის“ აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი ენდი პალმერი.

No comments:

Post a Comment