2014 Corvette Stingray Z51 Goes from 0 to 60 in
3.8 Sec, Sustains 1.03 g in Cornering
20 ივნისი
სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, „ჯენერალ
მოტორსი“ თავის ახალ ავტომობილებს ნაწილ-ნაწილ, არამხოლოდ ფოტო ტიზერებით გვაცნობს,
არამედ ინფორმაციასაც ულუფებად ავრცელებს. ამგვარად, ოფიციალურ პრემიერამდე,
ავტომობილი დიდხანს ინარჩუნებს აქტუალობას. ეს კი ეფექტური რეკლამაა.
ამ პრინციპს ამერიკული კომპანია მკაცრად იცავს მეშვიდე
თაობის „შევროლე კორვეტ სტინგრეისთან“ დაკავშირებით, რომელიც პირველად დეტროიტის
მოტორ შოუზე გვიჩვენა. შემდგ იყო „კორვეტ სტინგრეი კაბრიოლეტი“ (აპრილში) და LT1
მაისში და ახლახანს ევროპული ვერსია. და აი, გენერლებმა ახალი სპორტული
ავტომობილის დინამიკური მახასიათებლებიც გაგვანდეს.
უფრო კონკრეტულად, „ჯენერალ მოტორსმა“ გამოაქვეყნა „კორვეტ
სტინგრეის“ სატრეკო პაკეტ Z51-ით აღჭურვილი ვერსიის მაჩვენებლები. პირველ რიგში
უნდა ითქვას, რომ ეს პაკეტი მყიდველს ამერიკაში 2500 დოლარი დაუჯდება, ევროპაში კი
სტანდარტულ ეკიპირებაში შევა.
ასეთ ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის
ასაკრეფად 3.8 წამი ჰყოფნის, 100 კმ/სთ სიჩქარიდან სრულ გაჩერებამდე 32.6 მეტრს
გადის. მოსახვევების მაღალი სიჩქარით გავლისას კი მდგრადობას 1.03 g გადატვირთვის
შემთხვევაში ინარჩუნებს. მეოთხედი მილის (402
მეტრი) გასავლელად ავტომობილს 12 წამი ჰყოფნის, დისტანციის ბოლოს კი მისი სიჩქარე 191 კმ/სთ-ია.
უნდა აღინიშნოს, რომ პაკეტ Z51-ში შემდეგი
სისტემები შედის: ადაპტირებადი საკიდარით „მაგნეტიკ რაიდ კონტროლ“ (ევროპულ
ვერსიაზე სტანდარტულ ეკიპირებაშია), ელექტრონულად მართვადი, გაზრდილი ხახუნის
დიფერენციალი, შეზეთვის მშრალძირიანი სისტემა (ეგრეთ წოდებული მშრალი კარტერი),
ინტეგრალური მუხრუჭები, დიფერენციალის და ტრანსმისიის გაგრილება, ასევე
განსხვავებული აეროდინამიკური პაკეტი, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობისას,
ავტომობილის უკეთეს მდგრადობას უზრუნველყოფს.
„ახალ „სტინგრეის“ მუდმივი უკუკავშირი აქვს
მძღოლთან, რაც მისი მართვის დროს თავდაჯერებულობას ზრდის. ამ თავდაჯერებულობის
წყალბით, თქვენ უფრო გაბედულად შეუტევთ მოსახვევებს. საბურავების გზის საფართან ჩაჭიდება
იდეალურია. საჭის რეაქცია ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, რომლებიც კი ოდესმე გამომიცდია.
მაგნიტური ამორტიზატორების წყალობით, მოსახვევების გავლისას, ძარის გადახრა
მინიმალურია. მოკლედ, მანქანა ტრეკისთვისაა შექმნილი“, - ამბობს „კორვეტის“ დინამიკის
ინჟინერი ჯიმ მერო.
ახალი „კორვეტის“ გაყიდვები პირველ რიგში, ამერიკის
ბაზარზე, მესამე კვარტალში დაიწყება, სადაც მისი სასტარტო ფასი 51 995 დოლარია.
ევროპელი და სხვა რეგიონების დილერები კი ამ ავტომობილს მოგვიანებით მიიღებენ.
No comments:
Post a Comment