დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, August 6, 2015

„ტესლა მოდელ X“ ბაზარზე სექტემბერში გამოვა

Tesla Model X Arrives in September, Elon Musk Confirms in Letter to Shareholders
6 აგვისტო
„ტესლა“ თავის მორიგ ავტომობილს, ქროსოვერ „მოდელ X-ს“ სექტემბერში გამოუშვებს. ეს ინფორმაცია, ამერიკული კომპანიის დამაარსებელმა და შეფმა ელონ მასკმა, „ტესლა მოტორზის“ აქციონერებს წერილობით შეატყობინა. წერილში მანვე აღნიშნა, რომ ბაზარზე გამოსვლის წინ, ახალ ავტომობილს ტესტების ბოლო სერია უტარდება. პრაქტიკულად მზადაა ხაზი, სადაც ელექტრული ქროსოვერი დამზადდება. ქარხანას ახალი შეემტა, რომელზეც 500-ზე მეტი რობოტი მუშაობს და ისინ ავტომობილის მზიდ სტრუქტურას ააწყობენ და სამღებრო სამუშაოებს შეასრულებენ.

„ფორდ ფოკუს RS“ კომპიუტერული სიმულატორის სახელზე

Ford Builds Custom Forza Motorsport 6 Focus RS, The Stig Gets to Drive it First
6 აგვისტო
პოპულარული საავტომობილო გადაცემა „ტოპ გიარი“ გაჩერებულია და წამყვანებს არჩევს, მისი ყოფილი წამყვანები - კლარკსონი, ჰამონდი და მეი, ახალ გადაცემას აკეთებენ, ოღონდ „ამაზონ პრაიმისთვის“ და ეთერში მომავალი წლიდან გავლენ. „ტოპ გიარის“ ჯგუფის დიდი ნაწილიც, პოპულარულ ტრიოსთან რჩება. ჯერ არაა ცნობილი სტიგის მომავალი. თუმცა, სანამ ძველი და ახალი გადაცემები ახალი სტარტისთვის ემზადებიან, სტიგს საქმე გამოუჩნდა - ის „ფორდმა“ თავის სარეკლამო კამპანიაში გამოიყენა.

„რეინჯ როვერ ევოუკი“ ნურბურგრინგზე ტესტებისას ვიდეოში გადაიღეს

2016 Range Rover Evoque Cabrio Filmed Undergoing Nurburgring Testing
6 აგვისტო
„რეინჯ როვერ ევოუკს“ ბევრი ღირსება აქვს - თავისი კომპაქტური გაბარიტების წყალობით, ქალაქის გადატვირთულ ქუჩებში ადვილად იკვლევს გზას, და უგზოობაშიც „შინაურია“. რა თქმა უნდა, საკმაოდ კოხტადაც გამოიყურება - ბევრი თვლის, რომ კონცეპტუალური ავტომობილი, ბევრი ცვლილების გარეშე დააყენეს კონვეიერზე. რაღაც ხომ არ აკლია? ღია ვერსია? ესეც მალე იქნება.

„ჰონდა“ სპაზე „მაკლარენს“ უფრო ძლიერ ძრავს მიაწვდის

Honda Giving McLaren A Fighting Chance With New-Spec Engine
6 აგვისტო
მას შემდეგ, რაც ბუდაპეშტის რბოლა, „მაკლარენის“ ორივე პილოტმა ქულებით დაასრულა, „ჰონდამ“ გადაწყვიტა, რომ უოკინგელებს ზაფხულის არდადეგების შემდეგ, პირველივე რბოლისთვის, რომელსაც ბელგიის სპა უმასპინძლებს, ახალი სპეციფიკაციის ძრავი მიაწოდოს, რომელიც ახლანდელი აგრეგატისგან, მხოლოდ გაზრდილი სიმძლავრით გამოირჩევა.

„ბეემვემ“ სარბოლო M6 GT3 გაგვაცნო

BMW Details New M6 GT3 Racing Car
6 აგვისტო
„ბეემვე“ თავის სარბოლო Z4 GT3-ს მალე სრულიად ახალი ავტომობილით ჩაანაცვლებს, რომელსაც M6 GT3 ჰქვია. სახელიდანც ჩანს, რომ ეს ავტომობილიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, GT-ს კლასის ავტომობილების სარბოლო სერიებში მიიღებს მონაწილეობას და ბავარიელთა განცხადებით, ყველგან გამარჯვებებისთვის და ტიტულებისთვის იბრძოლებს.

Wednesday, August 5, 2015

ახალი „ოპელ ასტრა“ - შესანიშნავი აეროდინამიკა და ეფექტურობა

New Opel Astra: Outstanding Aerodynamics for Best Efficiency
5 აგვისტო
მსუბუქი, მოკრძალებული და მოქნილი - ამ სიტყვებით შეიძლება უახლეს ჰეჩბეკ „ასტრას“ დახასიათება, რომლის მსოფლიო პრემიერასაც „ოპელი“ ფრანკფურტის მოტორ შოუზე გამართავს. ასეთია ახალი ავტომობილი, რომლის დახმარებითაც, ბაზრის ყველაზე კონკურენტულ, კომპაქტური ავტომობილების სეგმენტში, „ოპელი“ კონკურენტებთან გამკლავებას აპირებს. რიუსელსჰაიმში ამბობენ, რომ ეს არის „კვანტური ნახტომი“ ტექნოლოგიებსა და განვითარებაში, რისი მთავარი მიზანიც, მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევაა.

ავსტრალიაში „ფერარი 488 GTB-ზე“ ოთხწლიანი რიგია

Ferrari 488 GTB response unprecedented
Orders could account for entire four-year production run
5 აგვისტო
„ფერარის“ პოპულარულ მოდელ „458 იტალიას“ შემცვლელ „488 GTB-ზე“ ავსტრალიაში დიდი მოთხოვნა. გამოცემა „ქარ ედვაისთან“ საუბრისას, „ფერარის“ ავსტრალიური წარმომადგენლობის შეფმა ჰერბერტ ეპლროტმა განაცხადა, რომ ამ ავტომობილის ოზ შემკვეთებს, დაახლოებით ოთხი წელი მოუწევთ ლოდინი, სანამ სასურველ ავტომობილს მიიღებენ.

Tuesday, August 4, 2015

ვალტერი ბოტასს სპეციალური ვარჯიშები დაუნიშნეს

Williams F1's Valtteri Bottas resigned to career of back exercises
4 აგვისტო
„უილიამსის“ ფინელმა პილოტმა ვალტერი ბოტასმა განაცხადა, რომ თავისი კარიერის ბოლომდე, სპეციალური ვარჯიშების შესრულება მოუწევს. ეს არის იმ ტრავმების შედეგი, რომლებიც მან სეზონის დაწყებამდე მიიღო. ბოტასს კუდუსუნის არეში ჰქონდა ტრავმა, რის გამოც, სეზონის პირველი ეტაპი, ავსტრალიის დიდი პრიზი გააცდინა. ამავე ტრავმის გამო, ბოლიდში მისი სამუშაო პოზიცია და პედლების განლაგება შეიცვალა.

„რედ ბული“ „რენოს“ გაძლიერებულ ძრავს სოჭის რბოლამდე დაელოდება

Red Bull face wait until Russia for Renault upgrade
4 აგვისტო
„რედ ბულში“ უკვე შეგუებულები არიან, რომ სოჭის რბოლამდე, „რენოსგან“ გაუმჯობესებული აგრეგატის მიღებას არ უნდა ელოდონ. ამის შესახებ, „ხარების“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა. უნგრეთში დასმულ კითხვაზე, არდადეგების შემდეგ, სპასა და მონცაზე თუ არის მოსალოდნელი „რედ ბულისგან“ მანქანის გაუმჯობესება, ჰორნერმა უპასუხა: „სოჭის რბოლამდე დაგეგმილი არაფერი გვაქვს. სოჭისთვის ტოკენების გამოყენებას და მის შედეგებს ველით“.

Monday, August 3, 2015

„პინინფარინა“ ჯერაც „მაჰინდრასგან“ ელის შველას

Pininfarina Is Still Hoping For A Deal With Mahindra
3 აგვისტო
მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიზაინ ატელიე „პინინფარინა“ ფინანსურ პრობლემებს ებრძვის და კრიზისიდან თავის დასაღწევას, ძიერ მფარველს ეძებს. ასეთად იტალიელები ინდურ „მაჰინდრა & მაჰინდრას“ მოიაზრებენ.

„მაკლარენი“ 650S-ის შემცვლელს 2018 წელს გამოუშვებს

McLaren 650S replacement to arrive in 2018
3 აგვისტო
ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, „მაკლარენი“ სუპერ ავტომობილ 650S-ს, იგივე P14-ს, 2018 წელს განაახლებს. ამგვარად, უოკინგელები კვლავაც გააგრძელებენ მუშაობას პრინციპით - ყოველ წელიწადს ახალი ავტომობილი. დიდი ალბათობით, განახლებული 650S-ი ახლანდელ მონოკოკურ მზიდ ელემენტს და 3.8-ლიტრიან წყვილ ტურბოიან ძრავს შეინარჩუნებს, თუმცა მისი სიმძლავრე ოდნავ (ახლანდელი 641 ცხ.ძ-დან) გაიზრდება.

Sunday, August 2, 2015

„ფორდ ფიესტა“ ევროპის ყველაზე გაყიდვადი სუბკომპაქტია

Europe Crowns The Ford Fiesta As The Best-Selling Supermini For The First Half Of 2015
2 აგვისტო
ევროპაში სუბკომპაქტურ სეგმენტში, ყველაზე მეტი „ფორდ ფიესტა“ იყიდება. წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, „ფორდს“ უკვე 173 999 „ფიესტა“ აქვს გაყიდული, ეს კი წინა წლის პირველი ნახევრის მონაცემებზე 3.6 პროცენტით მეტია. ამ პატარა ავტომობილებს შორის, ყველაზე მეტი პოპულარობით, 1.0-ლიტრიანი ეკობუსტით და 1.5-ლიტრიანი TDCi დიზელებით აღჭურვილი ვერსიები სარგებლობს. თუ შარშან ივნისში ცისფერმა ოვალმა 33 646 ცალი „ფიესტას“ გაყიდვა შეძლო, წელს გაყიდვები 22.3 პროცენტით არის გაზრდილი.

ფინეთის რალი ლატვალამ მოიგო

WRC Rally Finland: Jari-Matti Latvala beats Sebastien Ogier to win
2 აგვისტო
იარი-მატი ლატვალას გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რბოლა - ფინეთის რალი, რომელსაც ხშირად მსოფლიო ჩემპიონატს და ათასი ტბის რალისაც უწოდებენ ხოლმე. ლატვალამ დაძაბულ პაექრობაში აჯობა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე სეზონის ლიდერს, თანაგუნდელ სებასტიან ოჟიეს.

ბაქოს ქუჩის ტრეკი FIA-ს დასტურს ელის

Baku street layout ready for sign-off by FIA
2 აგვისტო
ევროპის დიდი პრიზის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ დასრულდა ბაქოს ქუჩებში ფ1-ის ტრეკის კონფიგურაციის შედგენა და ახლა საჭიროა, რომ ის საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) წარმომადგენლებმა მოიწონონ. როგორც ცნობილია, მომავალ სეზონში აზერბაიჯანის დედაქალაქი პირველად უმასპინძლებს ფორმულა 1-ის რბოლას.

Saturday, August 1, 2015

„ლოტუსი“ უგზოობის მოდელს 2020 წელს გამოუშვებს

Lotus SUV revealed: Hethel plans lightweight 4x4 for 2020
1 აგვისტო
„ლოტუსის“ შეფმა ჟან-მარკ ჟალემ გამოცემა „ქარ-თან“ საუბრისას განაცხადა, რომ მისი კომპანიის პირველი ქროსოვერი, უახლეს სატრეკო როდსტერ „3-ილევენის“ სტილში შესრულდება, რომელიც ბრიტანული კომპანს ისტორიაში, ყველაზე სწრაფი და ძვირადღირებული ავტომობილია. უგზბის ავტომობილის წარმოება „ლოტუსმა“ ახლახანს გადაწყვიტა, თუმცა ბაზარზე ის 2020 წელზე ადრე ვერ გამოვა.