Red Bull face wait until Russia for Renault
upgrade
4 აგვისტო
„რედ ბულში“ უკვე შეგუებულები არიან, რომ სოჭის
რბოლამდე, „რენოსგან“ გაუმჯობესებული აგრეგატის მიღებას არ უნდა ელოდონ. ამის
შესახებ, „ხარების“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა. უნგრეთში დასმულ კითხვაზე,
არდადეგების შემდეგ, სპასა და მონცაზე თუ არის მოსალოდნელი „რედ ბულისგან“ მანქანის
გაუმჯობესება, ჰორნერმა უპასუხა: „სოჭის რბოლამდე დაგეგმილი არაფერი გვაქვს. სოჭისთვის
ტოკენების გამოყენებას და მის შედეგებს ველით“.
ჰორნერს, ვინც აქამდე მკაცრად აკრიტიკებდა „რენოს“
და მის მიერ მიწოდებულ არასაიმედო და სუსტ ძრავებს, სჯერა, რომ ფრანგული კომპანია შეძლებს
აგრეგატის გაუმჯობესებას, რაც „რედ ბულს“ ლიდერებთან პაექრობის საშუალებას
მისცემს.
No comments:
Post a Comment