Williams F1's Valtteri Bottas resigned to career
of back exercises
4 აგვისტო
„უილიამსის“ ფინელმა პილოტმა ვალტერი ბოტასმა
განაცხადა, რომ თავისი კარიერის ბოლომდე, სპეციალური ვარჯიშების შესრულება
მოუწევს. ეს არის იმ ტრავმების შედეგი, რომლებიც მან სეზონის დაწყებამდე მიიღო.
ბოტასს კუდუსუნის არეში ჰქონდა ტრავმა, რის გამოც, სეზონის პირველი ეტაპი,
ავსტრალიის დიდი პრიზი გააცდინა. ამავე ტრავმის გამო, ბოლიდში მისი სამუშაო
პოზიცია და პედლების განლაგება შეიცვალა.
ბოტასი ამბობს, რომ ტკივილები აღარ აქვს, თუმცა
ამის მიუხედავად, სპეციალურ ვარჯიშებს კვლავაც ასრულებს და როგორც ექიმებმა
ურჩიეს, მათი კეთება ფ1-ის კარიერის დასრულებამდე მოუწევს. „სპეციფიკურ ვარჯიშებს,
რომლებიც ექიმებმა დამინიშნეს, კვირაში სამ-ოთხჯერ ვასრულებ. ვფიქრობ, ამას
კარიერის ბოლომდე გავაგრძელებ, რათა ტრავმა არ გამიმეორდეს“, - ამბობს ბოტასი.
ტრავმის მოშუშების შემდეგ, ბოტასმა ცხრა რბოლიდან,
რომლებშიც მონაწილეობა მიიღო, შვიდში ქულები მოაგროვა და ამჟამად კლასიფიკაციაში
მეოთხე ადგილი უკავია სებასტიან ფეტელის შემდეგ, რომელსაც 83 ქულით ჩამორჩება.
თავად კი კიმი რაიკონენს ერთ ქულას უგებს.
„დაბრუნებიდან პირველ კვალიფიკაციაზე, 100
პროცენტით მზად არ ვიყავი. ერთი რბოლის გამოტოვებამ ძალიან იმოქმედა. სულ იმაზე
ვფიქრობდი, ტკივილი არ განახლებულიყო. ეს კი საქმეს მირთულებდა, მართვაზე სრულად
კონცენტრირებული ვერ ვიყავი. ბუნებრივია, ეს ჩემს შედეგებზეც აისახებოდა. მაგრამ
ეს პრობლემები წარსულში დარჩა და ახლა ყველაფერი ძველებურადაა“, - დასძენს „უილიამსის“
პილოტი.
No comments:
Post a Comment