დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, August 5, 2015

ავსტრალიაში „ფერარი 488 GTB-ზე“ ოთხწლიანი რიგია

Ferrari 488 GTB response unprecedented
Orders could account for entire four-year production run
5 აგვისტო
„ფერარის“ პოპულარულ მოდელ „458 იტალიას“ შემცვლელ „488 GTB-ზე“ ავსტრალიაში დიდი მოთხოვნა. გამოცემა „ქარ ედვაისთან“ საუბრისას, „ფერარის“ ავსტრალიური წარმომადგენლობის შეფმა ჰერბერტ ეპლროტმა განაცხადა, რომ ამ ავტომობილის ოზ შემკვეთებს, დაახლოებით ოთხი წელი მოუწევთ ლოდინი, სანამ სასურველ ავტომობილს მიიღებენ.

ეპლროტის თქმით, ამ სუპერ ავტომობილის ავსტრალიური პრემიერის შემდეგ, იტალიურმა კომპანიამ მასზე 430 შეკვეთა მიიღო. „შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ასეთი მოთხოვნით განცვიფრებული დავრჩით. ჩვენმა თანამშრომლებმა არ იციან, უნდა გაუხარდეთ, თუ პირიქით. ასეთი რამ აქ ადრე არასდროს მომხდარა“, - ამბობს ეპლროტი და განმარტავს, რომ ავსტრალიისთვის გამოყოფილი კვოტის შესაბამისად, ზოგი შემკვეთი, სასურველ ავტომობილს ოთხი წლის შემდგ მიიღებს, როცა „488 GTB-ს“ საწარმოო ციკლი დასრულდება.
ეპლროტი ამბობს, რომ ავსტრალიაში „458 იტალიაც“ პოპულარული იყო. ის ზუსტად 400 ცალი გაყიდულა, რომელთაგან 200 კუპე იყო და ამდენივე - კაბრიოლეტი (458 სპაიდერი). სხვათა შორის, 488 GTB თავის წინამორბედზე 55.5 ათასი ავსტრალიური დოლარით (დაახლოებით, 41 ათასი ამერიკული დოლარი) ნკლები - 469 800 ავსტრალიური დოლარი (დაახლოებით 346 800 აშშ დოლარი) ღირს.

„458 იტალიასგან“ განსხვავებით, 488 GTB ტურბო ძრავითაა აღჭურვილი. ესაა 3.9-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8, რომელიც 670 ცხენის ძალას და 760 ნიუტონმეტრს ავითარებს. ძრავთან ორქუროიანი გადაბმულობით, 7-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული.  ამ წყვილის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 3.0 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 330 კილომეტრია.

No comments:

Post a Comment