დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, April 11, 2015

„რეინჯ როვერ სპორტ HST“ - შეზღუდული ტირაჟით

2016 Range Rover Sport HST Limited Edition
11 აპრილი
ახლანდელი „რეინჯ როვერ სპორტი“ ისედაც სწრაფი და მძლავრი ავტომობილია და უფრო სწრაფი ვერსია SVR აქვს, რომელსაც ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟი, უგზოობის ავტომობილებისთვის სარეკორდო დროში (8:14) აქვს გავლილი. მაგრამ „იაგუარ ლენდ როვერისთვის“ ესეც არაა საკმარისი და ამის დასტურად, კომპანიამ კიდევ ერთი გამორჩეული ვერსია, HST შეიმუშავა.

კინაღამ არ ითვლება

Motor racing-Hamilton takes pole hat-trick in China
11 აპრილი
კინაღამ იმიტომ, რომ ჩინეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციის ბოლო წამებზე, ნიკო როსბერგმა ლამის შეძლო თავის თანაგუნდელ ლუის ჰამილტონსთვის მორიგი პოულის მოპოვებაში ხელის შეშლა. ბრიტანელმა სესიის ბოლო ნაწილის პირველივე ცდაზე შეძლო იმ დროის ჩვენება, რომელიც შემდგომში ვერავინ გააუმჯობესა. ამჯერად პოულის ბედი 0.042 წამმა გადაწყვიტა.

Friday, April 10, 2015

ჰამილტონი, რაიკონენი და სხვები

Motor racing-Hamilton edges Raikkonen in China practice
10 აპრილი
„ფერარი“ ჩინეთშიც ფორმაშია. ორივე პრაქტიკაზე, მისი ორივე პილოტი მოწინავე ოთხეულშია. ამჯერად, უფრო სწრაფი კიმი რაიკონენია, რომელიც უსწრაფეს ლუის ჰამილტონს 0.443 წამით ჩამორჩა. ისე კი, მხოლოდ ამ ორმა შეძლო შანჰაის ტრეკის წრის წუთსა და 38 წამზე ნაკლებში გავლა. რაც მთავარია, ნარბოლევს მოქმედმა ჩემპიონმა აღიარა, მალაიზიაში „ფერარის“ გაელვება შემთხვევითი არ იყო და ეს გუნდი ჩვენს რეალურ კონკურენტად გადაიქცაო.

Thursday, April 9, 2015

„მაკლარენი“ ალონსოს ბოლო გუნდია

Alonso will retire after McLaren stint
9 აპრილი
ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ „მაკლარენი“ მისი ბოლო გუნდი იქნება და იქიდან წამოსვლასთან ერთად, ფორმულა ერთში თავის კარიერასაც დაასრულებს. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ახლა 33 წლისაა. ფ1-ში მისი დებიუტი 2001 წელს შედგა. მაშინ მან „მინარდის“ (ახლანდელი ტორო როსო) ბოლიდით იასპარეზა. წლევანდელი სეზონი მისთვის ფ1-ში მეთხუთმეტეა. აქედან ერთი სეზონი (2002 წელს) მან „რენოს“ ტესტ პილოტის რანგში, რეზერვში გაატარა.

Wednesday, April 8, 2015

უგზოობის ლიმუზინი - „რეინჯ როვერ SVავტობაიოგრაფი“

2016 Range Rover SVAutobiography Brings Ultimate 4x4 Luxury to New York
8 აპრილი
ასეთ ავტომობილს რომ უგზოობისა უწოდო, ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს, მაგრამ რეალურად ასეა, რადგან „რეინჯ როვერს“, მითუმეტეს ახლანდელი თაობისას, არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ მისთვის გაუვლელი გზა არ არსებობს. თუმცა, მისი მთავარი ღირსება ყოველთვის იყო მდიდრული სალონი, როგორითაც ძირითადად, წარმომადგენლობითი სედანები თუ დაიკვეხნიან.

„ფორდი“ ახალ „ტორასს“ პირველად შანჰაიში წარადგენს

All-New Ford Taurus to Be Unveiled at the Shanghai Auto Show
5 აპრილი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ შანჰაის ავტო შოუზე, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ბაზრისთვის შვიდ ახალ ავტომობილს გამოფენს. მათ შორის იქნება უახლესი სედანი „ტორასი“, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ, ჩინელი მომხმარებლების მოთხოვნების გათვალისწინებით შეიმუშავა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ეს პოპულარული ავტომობილი პირველად შევა ცისქვეშეთის ბაზარზე.

Sunday, April 5, 2015

წრიული რბოლების სეზონი გაიხსნა

4 აპრილი
რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკზე სტარტი აიღო წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატმა, რომელიც ახალი სეზონიდან, ოთხ კლასში ტარდება. საერთო ჯამში, 60-მდე მონაწილემ მოიყარა თავი, რომლებმაც ოთხივე კლასში მაყურებელს საინტერესო სანახაობა შესთავაზა. განსაკუთრებით დაძაბული, ლეჯენდსის, ფორმულა ალფას და „ჰონდას“ მონო კლასის რბოლები გამოდგა, რომლებში გამარჯვებისთვისაც, სტარტიდან ფინიშამდე უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა.

Saturday, April 4, 2015

„ფერარის“ შეფს უფრო ხელმისაწვდომი ფორმულა 1 სურს

Ferrari chief Arrivabene says Formula 1 must be more affordable
2 აპრილი
„ფერარის“ შეფი მაურიციო არივაბენე დარწმუნებულია, რომ ფორმულა ერთს მომავალში მხოლოდ გამოადგება, თუ ის უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ოღონდ თვლის, რომ სარბოლო ავტომობილების სტანდარტიზაციის ხარჯზე ეს არ უნდა მოხდეს, რადგან ეს მეტისმეტი იქნება.

Thursday, April 2, 2015

„ფერარი“ „უილიამსზე“ გაცილებით სწრაფია

Williams duo admit Ferrari a lot quicker
2 აპრილი
„უილიამსის“ მრბოლები, ვალტერი ბოტასი და ფელიპე მასა აღიარებენ, რომ მათს გუნდს ბევრი მუშაობა მართებს იმისათვის, რომ „ფერარის“ დაწევა შეძლოს. ბევრი მოელოდა, რომ ამ სეზონში „უილიამსი“ „ფერარისთან“ ერთად ეცდებოდა „მერსედესის“ დაწევას, მალაიზიაში „სკუდერიას“ სებასტიან ფეტელმა გაიმარჯვა, რომელმაც „უილიამსელები“ 70 წამზე მეტით ჩამოიტოვა. უფრო მეტიც, ისინი კიმი რაიკონენმაც დაამარცხა, რომელსაც რბოლის დასაწყისში ბორბალი გაისკდა და ამაზე ბევრი დრო დაეკარგა.

„ფორდ GT-ზე“ რიგი დადგა

Ford grappling with premature demands for $400k GT supercar
2 აპრილი
როცა „ფორდმა“ თავისი ახალი სუპერ ავტომობილი GT დეტროიტის მოტორ შოუზე პირველად წარადგინა, მისი ფასი არ გამოუქვეყნებია. ფასი არც ახლაა დაზუსტებული. მხოლოდ მინიშნებითაა ნათქვამი, რომ 400 000 დოლარის ფარგლებში ეღირება. ბევრმა ისიც კი თქვა, ამ ფასად „ლამბორგინის“ ყიდვა შეიძლება და GT-ში მაგ თანხას ვინ გაიმეტებსო. მაგრამ პირიქით კი ხდება!

Wednesday, April 1, 2015

„ტურინელი მხეცი“ გუდვუდში

28-Liter Fiat "Beast of Turin" Roars Back to Life at Goodwood
1 აპრილი
„ფიატი“ ცნობილია, როგორც მცირელიტრაჟიანი ავტომობილების მწარმოებელი. მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ იტალიურმა კომპანიამ 1911 წელს დაამზადა ავტომობილი, სახელად „ფიატ S76“, რომელმაც მალევე მოიპოვა თავისი დროის უსწრაფესი ავტომობილის წოდება. ეს წოდება კი მას ოთხცილინდრიანმა, 28.5-ლიტრიანმა (!), 300-ცხენისძალიანმა ძრავმა მოაპოვებინა.

„მაკლარენი“ ორივე დაზიანებულ აგრეგატს ჩინეთში გამოიყენებს

McLaren to re-use Sepang engines in China
1 აპრილი
„მაკლარენის“ შეფი რონ დენისი ამბობს, რომ მისი გუნდი იმ ძრავების ჩინეთში გამოყენებას აპირებს, რომელთა გამოც, ფერნანდო ალონსომ და ჯენსონ ბატონმა სეპანგის რბოლის დასრულება ვერ შეძლეს. ესპანელის მანქანაზე სისტემა ERS-ის გაგრილების კვანძი დაზიანდა, ბრიტანელის შემთხვევაში კი მწყობრიდან ტურბო კომპრესორი გამოვიდა.

მონცას ფ1-ის შესანარჩუნებელი გეგმა აქვს

Monza reveals plans to secure new F1 deal
1 აპრილი
მონცას ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ფორმულა ერთთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს და მინიმუმ 2020 წლის ჩათვლით უმასპინძლებს იტალიის დიდ პრიზს. ავტოდრომს, რომელიც 1950 წლიდან მოყოლებული, ერთის გარდა (გამონაკლისი იყო 1980 წელს, როცა რბოლა იმოლას ტრეკზე ჩატარდა), ყოველ სეზონში ღებულობდა იტალიის ეტაპს, ფ1-თან კონტრაქტი მომავალ სეზონში დაუმთავრდება.

Monday, March 30, 2015

ყველაზე მდიდრული „რეინჯ როვერი“

2016 Range Rover SVAutobiography Is the Most Luxurious Range Rover Ever Made
30 მარტი
„იაგუარ ლენდ როვერის“ დივიზიონმა „სპეშლ ვიიქლ ოპერეიშნზმა“ (SVO), „რეინჯ როვერის“ კიდევ ერთი მდიდრული ვერსია, „SVავტობაიოგრაფი“ (SVAutobiography) შეიმუშავა. ის ვერსია „ავტობაიოგრაფი ბლექს“ შეცვლის. ახალი ვერსიის მსოფლიო პრემიერა მალე ნიუ იორკის ავტო შოუზე გაიმართება, მანამდე კი ბრიტანულმა კომპანიამ მისი ფოტოები და მოკლე აღწერილობა გამოაქვეყნა.

„ფორდის“ სიჩქარის საზრიანი შემზღუდველი

Ford's New Intelligent Speed Limiter Tech Will Either Help or Annoy You
30 მარტი
„ფორდმა“ ახალი, ნახევრად ავტომატური მოწყობილობა შეიმუშავა, რომელიც მძღოლს ბევრი არასასურველი სიტუაციისგან დაიხსნის. მოწყობილობას „სიჩქარის საზრიანი შემზღუდველი“ ეწოდება. ის სპეციალური კამერის დახმარებით, სიჩქარის შეზღუდვის საგზაო ნიშნებს კითხულობს და ავტომატურად ანელებს ავტომობილს, რითაც მის მფლობელს საჯარიმო ჩეკების მიღებისგან დაიცავს.