McLaren to re-use Sepang engines in China
1 აპრილი
„მაკლარენის“ შეფი რონ დენისი ამბობს, რომ მისი
გუნდი იმ ძრავების ჩინეთში გამოყენებას აპირებს, რომელთა გამოც, ფერნანდო ალონსომ
და ჯენსონ ბატონმა სეპანგის რბოლის დასრულება ვერ შეძლეს. ესპანელის მანქანაზე
სისტემა ERS-ის გაგრილების კვანძი დაზიანდა, ბრიტანელის შემთხვევაში კი მწყობრიდან
ტურბო კომპრესორი გამოვიდა.
მაგრამ დენისი ამბობს, რომ ჩინური ეტაპისთვის, აგრეგატები
გამოსაცვლელი არ იქნება. მათზე დაზიანებულ დეტალებს შეცვლიან, ის ძალური კვანძები კი,
რომელთა შეცვლაც ტექნიკური რეგლამენტითაა შეზღუდული, კვლავ ხელუხლებელი დარჩება:
„რბოლიდან გამოთიშვის მიზეზი, ორივე შემთხვევაში,
რაღაცით ერთმანეთთან დაკავშირებული, ოღონდ არა იდენტური იყო. მთავარი აგრეგატები
არ დაზიანებულა, რადგან ჩვენ გავჩერდით. ჩვენ მათ შემდგომ ეტაპზეც გამოვიყენებთ,
ოღონდ მათზე გარკვეულ კომპონენტებს შევცვლით“.
დენისი თავისი გუნდის მალაიზიაში გამოსვლას დადებითად
აფასებს: „ჩვენი ორივე მრბოლი ძალიან კმაყოფილია სწრაფ მოსახვევებში მანქანის მდგრადობით
და მუხრუჭების მახასიათებლებით. საერთოდ, მალაიზიაში ბევრი პოზიტივი გვქონდა. ჩემი
აზრით, ტრასის გარკვეულ მონაკვეთებზე საკმაოდ ძიერები ვიყავით. ისევე როგორც „ჰონდა“,
ჩვენც კმაყოფილები არ ვართ ძრავით, მაგრამ ამ ნაკლის გამოსწორებაც შეგვიძლია“.
და
დენისი არ ნანობს, რომ „მაკლარენი“ „ჰონდას“ პარტნიორი გახდა. მისი თქმით, ყველა
პრობლემის მოგვარება, მხოლოდ დროის ამბავია: „რა თქმა უნდა, ჩვენ რბოლებში
გამარჯვებას ვაპირებთ. ამ ეტაპზე, ჩვენ დიდი გამოწვევის წინაშე ვართ, მაგრამ „ჰონდასთან“
ერთად, ბევრს ვმუშაობთ და მოწინავეთა შორის უფრო ადრე ვიქნებით, ვიდრე ბევრი
ფიქრობს. მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწევთ. ევროპაში ეს უფრო თვალსაჩინო გახდება“.
No comments:
Post a Comment