Motor racing-Hamilton takes pole hat-trick in
China
11 აპრილი
ვერცხლისფერი ისრების მდევართა შორის, ყველაზე
სწრაფი ისევ სებასტიან ფეტელია. პოულის დროს ის თითქმის წამით ჩამორჩა, მაგრამ
რბოლისას „ფერარი“ სულ სხვა დონის მანქანაა და გერმანული გუნდისთვის რეალურ
საფრთხეს წარმოადგენს, რასაც ჰამილტონიც აღიარებს, ვისთვისაც ეს პოული კარიერაში 41-ეა.
„მე ამ ყველაფრით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. გუნდმა
შესანიშნავად იმუშავა, რაც იმედს მისახავს. წინ ხანგრძლივი და გრძელი რბოლა
გველის. ისინი (ფერარი) ძალიან სწრაფები არიან. ადრეც ასე იყო. წინ დაძაბული რბოლა
გველის“, - ამბობს ჰამილტონი, ვისთვისაც ეს შანჰაის ტრეკზე მოპოვებული მეხუთე პოულ
პოზიციაა.
ფეტელსა და კიმი რაიკონნს შორის ორივე „უილიამსი“
ჩადგა. მათგან უფრო სწრაფი ფელიპე მასა იყო. მრბოლევს მან აღიარა, რომ „მერსედესამდე“
ერთი ნაბიჯი კი არა, „მთელი კოსმოსია“. რაიკონენი პრაქტიკებზე სწრაფი იყო, თუმცა
კვალიფიკაციის ყველაზე მთავარი, ბოლო წრე არ გამოუვიდა, რაც თავადვე აღიარა.
მხოლოდ
მე-7 დრო აქვს დანიელ რიკარდოს, რომელიც ამის მიუხედავად, მანქანის პროგრესით
კმაყოფილი დარჩა - მანქანა უკეთ სამართავია და ხანგრძლივ გამოსვლებზეც უფრო კარგ
სისწრაფეს ავლენსო. მას იმედი აქვს, რომ რბოლაში „უილიამსის“ პილოტებს ბრძოლას
გაუმართავს. ათეულში ვერც შეაღწია მისმა თანაგუნდელმა დანილ კვიატმა.
ჩინეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:35.782
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:35.824
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:36.687
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:36.954
5. ვალტერი ბოტასი (ფინთი, უილიამსი) 1:37.143
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:37.232
7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:37.540
8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:37.905
9. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:38.067
10. მარკუს ერიქსონი (შვედთი, ზაუბერი) 1:38.158
- - - - - - - - - -
11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:38.134
12. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:38.209
13. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:38.393
14. კარლოს საინს უმცროსი (ესპანთი, ტორო როსო) 1:38.538
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:39.290
- - - - - - - - - -
16. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:39.216
17. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:39.276
18. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:39.280
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1:42.091
20.
რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 1:42.842
No comments:
Post a Comment