Motor racing-Hamilton edges Raikkonen in China
practice
10 აპრილი
„ფერარი“ ჩინეთშიც ფორმაშია. ორივე პრაქტიკაზე,
მისი ორივე პილოტი მოწინავე ოთხეულშია. ამჯერად, უფრო სწრაფი კიმი რაიკონენია, რომელიც
უსწრაფეს ლუის ჰამილტონს 0.443 წამით ჩამორჩა. ისე კი, მხოლოდ ამ ორმა შეძლო
შანჰაის ტრეკის წრის წუთსა და 38 წამზე ნაკლებში გავლა. რაც მთავარია, ნარბოლევს
მოქმედმა ჩემპიონმა აღიარა, მალაიზიაში „ფერარის“ გაელვება შემთხვევითი არ იყო და
ეს გუნდი ჩვენს რეალურ კონკურენტად გადაიქცაო.
„ფერარის“ ეტყობა, რომ ისეთივე სწრაფია, როგორც
მალაიზიაში, მაგრამ ვიმედოვნებ, ამჯერად ჩვენ უფრო სწრაფები ვიქნებით“, -
ბიბისისთან საუბრისას განაცხადა ჰამილტონმა, ვინც თავისი მანქანის მომზადების
დონით კმაყოფილია.
ბევრისთვის გასაკვირად, მესამე საუკეთესო დრო
აჩვენა დანიელ რიკარდომ, თუმცა აღიარა, რომ ამ ეტაპზე, „მერსედესის“ მთავარი კონკურენტი
ფერარია“ და არა „რედ ბული“. სხვათა შორის, ავსტრალიელს მუხრუჭების პრობლემების
გამო, მეორე პრაქტიკის დიდი ნაწილის გაცდენა მოუხდა, თუმცა მაინც ცხრილის მესამე
საფეხური დაიკავა.
ამჯერად მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა სებასტიან ფეტელი,
რომელმაც ერთხელ მანქანაც დაუტრიალდა. მისგან განსხვავებით, შეცდომა სწრაფ წრეზე
დაუშვა ნიკო როსბერგმა და ამის გამო, მხოლოდ მეხუთე დარჩა. გერმანელმა ნარბოლევს
განაცხადა, ერთ წრეზე (კვალიფიკაციაზე) ყველაზე სწრაფები ვიქნებით, რბოლაში გამოჩნდება,
ვის რა შეუძლიაო. სხვათა შორის, როსბერგი ბოლოს ლამის რაიკონენს შეეჯახა, როცა
ორივე სწრაფ წრეზე იყო.
ინციდენტი შეემთხვა ფელიპე მასას, ვინც სესია ავარიით
დაასრულა და მხოლოდ მე-17 დრო დააფიქსირა. მან მანქანაზე კონტროლი მე-14 მსოახვევში,
დამუხრუჭებისას დაკარგა და კედელს ოდნავ დაეჯახა. ბედად, ბრაზილიელი ტრავმას
გადაურჩა.
მეორე ინციდნტი მეორე სესიაზე მოხდა. სავარაუდოდ
ერთ-ერთმა მაყურებელმა ტრასაზე გააღწია და სტარტ-ფინიშის სწორზე გავიდა. სტუარდებმა
დროულად გააჩერეს რბოლა და დამრღვევს ტრასა დაატოვებინეს.
ჩინეთის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:39.033
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:39.574
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:40.157
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:40.661
5. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:41.012
6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:41.029
7. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:41.097
8. კარლოს საინს უმცროსი (ესპანთი, ტორო როსო) 1:41.112
9. ვალტერი ბოტასი (ფინთი, უილიამსი) 1:41.303
10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:41.304
11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:41.335
12. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:41.575
13. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:41.845
14. მარკუს ერიქსონი (შვედთი, ზაუბერი) 1:41.918
15. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანთი, ლოტუსი) 1:41.967
16. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:42.141
17. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:42.161
18. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდა) 1:42.184
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1:45.379
20. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 1:46.443
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:37.219
2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:37.662
3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:38.311
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:38.339
5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:38.399
6. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:38.737
7. ვალტერი ბოტასი (ფინთი, უილიამსი) 1:38.850
8. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:39.032
9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:39.142
10. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:39.275
11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:39.444
12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:39.743
13. მარკუს ერიქსონი (შვედთი, ზაუბერი) 1:39.751
14. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:39.894
15. კარლოს საინს უმცროსი (ესპანთი, ტორო როსო) 1:39.971
16. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდა) 1:40.151
17. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:40.423
18. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:40.868
19. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 1:42.973
20.
უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1:44.564
No comments:
Post a Comment