Ferrari chief Arrivabene says Formula 1 must be
more affordable
2 აპრილი
„ფერარის“ შეფი მაურიციო არივაბენე დარწმუნებულია,
რომ ფორმულა ერთს მომავალში მხოლოდ გამოადგება, თუ ის უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
ოღონდ თვლის, რომ სარბოლო ავტომობილების სტანდარტიზაციის ხარჯზე ეს არ უნდა მოხდეს,
რადგან ეს მეტისმეტი იქნება.
ფორმულა ერთის სიძვირის თემა განსაკუთრებით
აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გასული სეზონის ბოლოს, ფინანსურმა პრობლემებმა „კატერჰემის“
და „მარუსიას“ გაკოტრება გამოიწვია. ამათგან „მარუსიას“ გადარჩენა მოხერხდა და
ამჟამად ის „მენორის“ სახელით ასპარეზობს. თუმცა, პრობლემები ამით არ დასრულებულა.
რამდენიმე გუნდმა, მათ შორის „ფორს ინდიამ“, ფ1-ის შეფ ბერნი ეკლსტოუნს, ავსტრალიური
რბოლის წინ, ფინანსური მხარდაჭერის თხოვნით მიმართა.
„ფორს ინდიას“ ხელმძღვანელის როლის შემსრულებელმა
ბობ ფერნლიმ არაერთხელ მოითხოვა ფასების შემცირებისთვის რეალური ნაბიჯების
გადადგმა, რაც დამოუკიდებელ (დიდი ავტომწარმოებლებისგან დამოუკიდებელ) გუნდებს გადარჩენის
საშუალებას მისცემს და სპორტს ახალი გუნდებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
რაც
შეეხება „ფერარის“, ის ერთ-ერთი უმდიდრესია, მაგრამ არივაბენე აღიარებს, რომ ამ
მიმართულებით, რაღაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს: „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,
რათა ფ1 უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. ვფიქრობ, სტანდარტიზაცია ერთ-ერთი ვარიანტია,
მაგრამ ასე ხდება ხოლმე - ზოგჯერ საქმე ექსტრემალური შემოთავაზებით იწყება. ზოგიერთი
ნაწილის სტანდარტიზაცია, ღირებულების შეკვეცის საინტერესო საშუალებაა, მაგრამ რა
თქმა უნდა, ის მთლიანად მანქანას არ უნდა შეეხოს. ეს ფ1-ია და არა სხვა სერია,
სადაც ყველა მანქანა ერთნაირად გამოიყურება და სადაც ამის გამო, სპექტაკლს ვერ ნახავთ“.
No comments:
Post a Comment