დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, March 30, 2015

ყველაზე მდიდრული „რეინჯ როვერი“

2016 Range Rover SVAutobiography Is the Most Luxurious Range Rover Ever Made
30 მარტი
„იაგუარ ლენდ როვერის“ დივიზიონმა „სპეშლ ვიიქლ ოპერეიშნზმა“ (SVO), „რეინჯ როვერის“ კიდევ ერთი მდიდრული ვერსია, „SVავტობაიოგრაფი“ (SVAutobiography) შეიმუშავა. ის ვერსია „ავტობაიოგრაფი ბლექს“ შეცვლის. ახალი ვერსიის მსოფლიო პრემიერა მალე ნიუ იორკის ავტო შოუზე გაიმართება, მანამდე კი ბრიტანულმა კომპანიამ მისი ფოტოები და მოკლე აღწერილობა გამოაქვეყნა.
ავტომობილი აღჭურვილია 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, 550 ცხენის ძალას და 680 ნიუტონმეტრს ავითარებს. ძრავს მოდერნიზაცია სპეციალურად ამ ავტომობილისთვის ჩაუტარდა და მისი სიმძლავრე, „რეინჯ როვერ სპორტ SVR-ს“ ძრავის სიმძლავრეს გაუტოლდა. ამგვარად, ვერსია „SVავტობაიოგრაფი“, „რეინჯ როვერის“ ისტორიაში ყველაზე მძლავრი ავტომობილია. ძრავთან წყვილში ZF-ის წარმოების 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი მუშაობს.
ვერსია „SVავტობაიოგრაფი“ ორ ფერში შეიღებება. ამასთან, ავტომობილის ზედა ნაწილი მხოლოდ „სანტორინი ბლექ“ (სანტორინს შავი) ფერით შეიღებება, ქვედა ნაწილისთვის კი ცხრა ფერია გათვალისწინებული. ზე-მდიდრული ვერსია გამოვა როგორც სტანდარტული, ასევე გრძელი ბაზითაც. ინტერიერი ძვირფასი ტყავითაა გაწყობილი და მასში აქცენტი მდიდრულ გაფორმებასა და კომფორტზეა გამახვილებული.
ინტერიერში გადასართველები ალუმინისგანაა დამზადებული. მათ შორისაა სისტემა სტარტ-სტოპის ჩამრთველი, პედლები და სხვა დეტალები. ერთნაირადაა შესრულებული წინა და უკანა ცენტრალური კონსოლები, რომლებზეც ძრითადად ინფოტაინმენტ სისტემის მართვის პანელები განლაგდა. უკანა სავარძლები ლუქსის კლასისაა. მათ „ემსახურება“ მინი მაცივარი და თითოეულ სავარძელს თავისი დასაკეცი მაგიდაც აქვს. ორივე სავარძელს ფეხის მოსასვენებელიც აქვს, წინა სავარძლების უკანა მხარეს კი დიდი ზომის ეკრანები განლაგდა.
საბაგრლს აქვს გამოსაწევი ძრი, რომელიც ბარგის ჩატვირთვას აადვილებს. ასევე შესაძლებელია საბარგლში სპეცალური კვანძის მოთავსება, რომელიც ორი მსუბუქი სავარძლითაა აღჭურვილი. ამ კვანძის გაშლა, ღია უკანა კარის შემთხვევაშია შესაძლებელი და მასზე სავარძლები, მოძრაობის საპირისპირო მხარეს „უცქერს“.
„რეინჯ როვერ SVავტობაიოგრაფის“ გაყიდვები ზაფხულში დაიწყება.

No comments:

Post a Comment