დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, March 30, 2015

ალონსო „მაკლარენის“ სისწრაფემ „სასიამოვნოდ გააკვირვა“

Fernando Alonso: McLaren F1 car's Malaysian GP pace 'nice surprise'
30 მარტი
„მაკლარენისთვის“ და მისი პილოტებისთვის ახალი სეზონი ძალიან რთულად დაიწყო. ხუმრობა ხომ არაა - გუნდი, რომელიც ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის ხოლმე, ამჯერად აუტსაიდერთა შორისაა. და ეს მხოლოდ „ჰონდას“ „უმი“ ძრავის ბრალი არაა, უოკინგელებმა ბოლიდის სრულყოფა ვერ მოასწრეს.
პრობლემური იყო მალაიზიის დიდი პრიზიც, რომელიც ვერც ფერნანდო ალონსომ დაასრულა და ვერც ჯენსონ ბატონმა. თუმცა ორივე აღიარებს, რომ მანქანა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ტესტებზე და ავსტრალიის რბოლისას იყო. ალონსო კი სისწრაფითაც სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა. არადა, ვერცერთმა მათგანმა კვალიფიკაციის პირველი ბარიერიც კი ვერ გადალახა.
ალონსოსთვის სეპანგის რბოლა 21-ე წრეზე დასრულდა, რისი მიზეზიც ERS-ის გაგრილების სისტემის დაზიანება გახდა. მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, ესპანელმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა რბოლის მეტი წილი, სერხიო პერესის „ფორს ინდიას“ უკან, ანუ პელოტონის შუაგულში გაატარა, რაც იმის შედეგიც იყო, რომ ტრასაზე პეისკარის ყოფნისას, ბევრმა პიტსტოპის შესრულება გადაწყვიტა.
„რბოლისას მანქანა იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე ველოდი. მისმა სისწრაფემ გამაოცა. პელოტონის ტემპს არჩამოვრჩი და პიტსტოპამდე „რედ ბულებსაც“ დავეწიე. იმედი მაქვს, რომ ჩინეთში წინ მორიგი ნაბიჯით წავიწევთ. რთული წინასასეზონო ტესტების შემდეგ, ახლანდელი პრობლემები, რომლებიც მანქანის საიმედობას უკავშირდება, ნორმალურია. ასეთ პრობლემებს სწორედ სეზონისთვის მზადების პროცესში ვაწყდებით და ვაგვარებთ. ახლა კი ამის გაკეთება პირველ რბოლებზე გვიწევს“, - ამბობს ალონსო და თვლის, რომ მალაიზიაში მას და გუნდს პოზიტიური უიკენდი ჰქონდათ.
„ჩემი აზრით, ძალიან პოზიტიური უქმეები გვქონდა. თავისუფალ პრაქტიკებზე პრობლემა არ გვქონია, რამაც მანქანის მომართვის სხვადასვა ვარიანტის ცდის საშუალება მომცა. კვალიფიკაცია ჩვენთვის მოკლე გამოვიდა. რბოლაში კი წავაწყდით პრობლემას, რომელსაც მოვაგვარებთ და ალბათ აღარ განმეორდება. საკმაოდ კარგი იყო ჩვენი სისწრაფე. ჩვენ ჯგუფთან ერთად რბოლა შევძელით და პიტსტოპის შესრულებამდე, „რედ ბულსაც“ დავეწიეთ, ეს კი სასიამოვნო სიურპრიზი იყო“, - დასძენს ალონსო.

No comments:

Post a Comment