Ferrari can "push on" after Vettel’s first
victory
29 მარტი
„ფერარის“
მიერ ბოლო ორ წელიწადში მოპოვებული პირველი გამარჯვება, იტალიური გუნდისთვის ნამდვილი
კატალიზატორი შეიძლება გახდეს, რაც მას „მერსედსთან“ ტოლსწორად პაექრობის
საშუალებას მისცემს, როგორც ეს მალაიზიის დიდ პრიზზე მოხდა. მარანელოელთა ტექნიკური
დირექტორი ჯეიმს ელისონი ამბობს, - აქედან მოყოლებული, უფრო მივაწვებითო.
სკუდერიას
ახალ შეფ მაურიციო არივაბენეს თქმით, ფეტელის გამარჯვებაში, მთელი გუნდის დაუღალავი
და მძიმე შრომა აისახა: „ძალიან მიხარია, რომ ასე ადრე შევძელით გამარჯვება. მარანელოში
ისე ვმუშაობთ, რომ მე არ მჯერა ერთი კაცის შოუსი. ჩვენ გუნდი ვართ და ჩვენ ძალიან
ბედნიერები ვართ. ადრე პირობა დავდე, რომ სეზონში ორ გამარჯვებას მივაღწევდით.
მათგან ერთი უკვე შევძელით. ასე ადრე გამარჯვება, ამ პრობის შესრულების საქმეში
უპირატესობას გვანიჭებს? ხანდახან ასეთი რამ შეიძლება არასახარბიელო იყოს, მაგრამ
ახლა ამაზე ვერ ვიფიქრებთ. ძალიან მიხარია, რომ ბიჭებმა ეს შეძლეს“.ფეტელის გამარჯვება, ელისონისთვისაც, როგორც „ფერარის“ წევრისთვის, ასევე პირველია. იტალიურ გუნდში ის „ლოტუსიდან“ გადავიდა. „ასეთი დღეები განსაკუთრებულია. მე ვიცნობ მარანელოელ ბიჭებს, რომლებმაც ამ გამარჯვებისთვის ბევრი იშრომეს. ისინი ახლა თავიანთ ნომრებში ზეიმობენ. ეს განსაკუთრებული დღეა ჩვენთვის. ვამაყობ ჩვენი გუნდის გამო. მთელი იტალია მოუთმენლად ელოდა ამ დღეს. ამ გამარჯვებაში იმდენი შრომაა ჩაქსოვილი. აქედან მოყოლებული, ჩვენ უფრო მივაწვებით და უფრო კონკურენტუნარიანები გავხდებით. გუნდს პილოტისგან სისწრაფე სჭირდება და ამ მხრივ, კიმიც გამორჩეულია. როცა ასეთები ჩივიან, მაშინვე ხვდები, რომ ეს მანქანის ბრალი. დღეს სებასტიანმა შესანიშნავად იასპარეზა. მან სველ კვალიფიკაციაზე მანქანა აცეკვა და ამით იმის შანსი მოგვცა, რაც დღეს ყველამ ერთად გავაკეთეთ“.
No comments:
Post a Comment