დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, November 22, 2014

„ფერარი“ მატიაჩის შეცვლასაც აპირებს

Marlboro chief set to replace Ferrari boss Mattiacci
22 ნოემბერი
გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მალე „ფერარი“ თავის ფორმულა ერთის გუნდის შეფ მარკო მატიაჩისაც გაუშვებს, მის ადგილზე კი „მარლბოროს“ ევროპული შტოს ბრენდ მენეჯერ მაურიციო არივაბენე დაინიშნება. როგორც ცნობილია, მატიაჩიმ აპრილში შეცვალა სტეფანო დომენიკალი.

„რედ ბულს“ კვალიფიკაციის შედეგები გაუუქმეს

Red Bull disqualified from qualifying after front wings deemed illegal
22 ნოემბერი
ამ სეზონის ბოლო რბოლას, „რედ ბულის“ პილოტები პიტლეინიდან დაიწყებენ. საქმე ისაა, რომ სტიუარდებმა ხარების ავტომობილის წინა ფრთების კონსტრუქციაში ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა აღმოაჩინეს. კერძოდ, ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ წინა ფრთებში დრეკადი ელემენტებია გამოყენებული. ამის გამო, ორივე პილოტის შედეგი გაუქმდა, თუმცა მათ რბოლაში მონაწილეობის უფლება ექნებათ. მოკლედ, მათ ბოლო რიგში დადგომა უწევდათ, მაგრამ იმის გამო, რომ მანქანაზე ნაწილებია შესაცვლელი, სებასტიან ფეტელი და დანიელ რიკარდო სტარტს პიტლეინიდან აიღებენ.

პოული ისევ როსბერგისაა

Motor racing-Rosberg beats Hamilton to Abu Dhabi pole
22 ნოემბერი
ორმაგი ქულების რა გითხრათ, მაგრამ კვალიფიკაციის მოგებისთვის რომ ორი ქულა იწერებოდეს და უსწრაფესი წრისთვის და რბოლაში მეტი წრის ლიდერობისთვის - თითო ქულა, ნიკო როსბერგსა და ლუის ჰამილტონს შორის სხვაობა 17 ქულაზე ნაკლები იქნებოდა და შესაბამისად, ჩემპიონის ვინაობა აბუ დაბის დიდი პრიზის რბოლაში გაირკვეოდა. ორმაგ ქულებს ალბათ მომავალი სეზონიდან ისევ გააუქმებენ, კვალიფიკაციაში გამარჯვება კი როდის დაფასდება, ამის თქმა ძნელია. არადა, კარგი იქნებოდა...

Friday, November 21, 2014

„სუზუკის“ უნგრული ქარხანა ისევ ორ ცვლაში ამუშავდება

Suzuki plant in Hungary will return to double shifts ahead of Vitara launch
21 ნოემბერი
დეკემბრიდან „სუზუკი“ თავის უნგრულ ქარხანას ისევ ორცვლიან სამუშაო რეჟიმზე გადაიყვანს. კომპანიის მთავარ აღმასრულებელ რიოიჩი ოურას თქმით, იაპონური კომპანია იქ უახლესი „ვიტარას“ წარმოებას დაიწყებს და სანამ მას ბაზარზე გამოიტანს, საკმარისი მარაგის შექმნას აპირებს.

ლე მანის ლეგენდამ კარიერა დაასრულა

Motor racing-Nine-time Le Mans winner Kristensen to retire
21 ნოემბერი
ლე მანის 24-საათიანი რბოლის ყველაზე წარმტებულმა პილოტმა, ამ რბოლის ცხრაგზის გამარჯვებულმა, დანიელმა ტომ კრისტენსენმა აღარ მოისურვა მეათე გამარჯვებისთვის ბრძლა და კარიერა დაასრულა. არადა, ამ სეზონის დასაწყისში განაცხადა, რომ ლე მანზე მეათე გამარჯვებაც სურდა და ეს მიზანი მოტივაციას უძიერებდა.

გადამწყვეტი რბოლის წინ ჰამილტონი უკეთ გახურდა

UPDATE 1-Motor racing-Advantage Hamilton in Abu Dhabi practice
21 ნოემბერი
დიდი პრიზების ქარავანმა აბუ დაბიმდე მიაღწია. ჩემოპიონის სახელს სწორედ ემირატებში, ბოლო რბოლაში გავიგებთ, სადაც საკამათო ორმაგი ქულების წესის წყალობით, ნიკო როსბერგს ტიტულის მოპოვების რეალური შანსი ექნება. ქულების დათვლას ახლა აზრი არ აქვს, მაგრამ ერთი რამ მაინც უნდა ითქვას, რომ როსბერგს თავისი ყოფილი გუნდის, „უილიამსის“ იმედი შეიძლება ჰქონდეს.

Thursday, November 20, 2014

ახალი „მუსტანგი“ მსოფლიოს უმაღლეს ცათამბჯენზე

All-New Ford Mustang Conquers Burj Khalifa, World's Tallest Building
20 ნოემბერი
ახალი „მუსტანგი“ მწვერვალების დაპყრობას აგრძელებს. უფრო სწორედ, ცათამბჯენების. მან უკვე „მოიარა“ ნიუ იორკის სიმბოლო - ემპაიერ სტეიტ ბილდინგი, შემდეგი ვიზიტი კი მსოფლიოს უმაღლეს ცათამბჯენზე, დუბაის ბურჟ ხალიფაზე შეასრულა. და ეს ვიზიტი, „ფორდის“ ახალი, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დივიზიონის ინაუგურაციას დაემთხვა.

„ინფინიტის“ კონცეპტი მოტო-ტრიატლონისთვის

Infiniti Dreams Up SYNAPTIQ Concept for 2029
20 ნოემბერი
ლოს ანჯელესის წლვანდლ მოტორ შოუს გაუმართლა - „შევროლე ჩაპარალის“ გარდა, არანაკლებ შთამბეჭდავი და საოცარი კონცეპტუალური ნამუშევარი „ინფინიტიმაც“ წარადგინა. ოღონდ, არა კომპიუტერულ სიმულატორ „გრან ტურიზმო 6-სთვის“. იაპონური კომპანიის კონცეპცია, სახელად SYNAPTIQ, შოუს ტრადიციული კონკურსისთვისაა განკუთვნილი, რომელიც ამჯერად 2029 წლისთვის ადამიანებსა და ავტომობილებს შორის ურთიერთობის ხედვებს „აგროვებს“.

„შევროლე ჩაპარალ 2X VGT“ – უსაზღვრო ფანტაზიის ნაყოფი

Chevy's Chaparral 2X VGT is Real, In a Fictional Way…
20 ნოემბერი
ამ ავტომობილს რომ ნახავთ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ინჟინრების და დიზაინერების ფანტაზიას საზღვრები არ აქვს. თითქოს, „რედ ბულის“ გენიალური ტექნიკური დირექტორის, ედრიან ნიუის კონცეპტუალურ-ვირტუალური X1 ის ზღვარი იყო, რომელზე უკეთესსა და ეფექტურსაც ადამიანის გონება ძნელად თუ შესწვდებოდა. მაგრამ „შევროლეს“ ჯადოქრებმა დაამტკიცეს, რომ ასე არ არის და ამის დასტურად, ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე, ვიდეოთამაშ „გრან ტურიზმო 6-სთვის“ შექმნილი ავტომობილი-საოცრება, „ჩაპარალ 2X VGT“ წარადგინეს. თანაც, სრულმასშტაბიანი კონცეპტუალური მოდელის სახით...

Wednesday, November 19, 2014

ბიანკი უკეთაა

Bianchi family statement: Jules now breathing 'unaided'
19 ნოემბერი
ჟიულ ბიანკის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ხელოვნური ხელოვნური კომიდან გამოეყვანათ, სუნთქვის აპარატიდან მოეხსნათ და საფრანგეთში, ქალაქ ნიცას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაეყვანათ. იაპონიის დიდი პრიზის რბოლისას მომხდარი ავარიის შემდეგ, რომლის დროსაც თავის მძიმე ტრავმა მიიღო, ბიანკიმ კომაში შვიდი კვირა გაატარა.

Tuesday, November 18, 2014

გაიცანით - „შელბი GT350 მუსტანგი“

Ford unleashes extreme Shelby GT350 Mustang
18 ნოემბერი
25-წლიანი პაუზის შემდეგ, „ფორდმა“ ბაზარზე თავის პოპულარულ პონი ქარ „მუსტანგის“ ვერსია „შელბი GT350 მუსტანგი“ დააბრუნა. ეს ავტომობილი მეექვსე თაობის „მუსტანგის“ ტოპ ვერსიაა და ცისფერი ოვალის ისტორიაში, ყველაზე მძლავრი ატმოსფერული V8 ძრავითაა აღჭურვილი. ცისფერი ოვალის განმარტებით, ეს არის „ქუჩისთვის ლეგალური სატრეკო ავტომობილი“.

„ბენტლი“ და „ლამბორგინი“ შეიძლება უცხოეთშიც გამოუშვან

Bentley, Lamborghini consider foreign production
18 ნოემბერი
წარმოგიდგენიათ ისეთი „ბენტლი“, რომელიც ბრიტანეთში არაა დამზადებული? ან ისეთი „ლამბორგინი“, რომელიც იტალიის ფარგლებს გარეთ გამოუშვეს? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ მალე შეიძლება ორივე კომპანიამ, რომლებიც „ფოლკსვაგენის“ დიდ ოჯახში არიან მოქცეულნი, ეს ტრადიცია დაარღვიოს. სწორედ გერმანული ჯგუფის ხელმძღვანელობა განიხილავს ორივე კომპანიის წარმოების ექსპანსიის საკითხს.

ჰორნერი: „რენოს“ ძრავი „მერსედესთან“ 75 ცხენის ძალას აგებს

Horner says Renault 75hp down on Mercedes
18 ნოემბერი
იტალიურ გამოცემა „აუტოსპრინტთან“ საუბრისას, „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ განსხვავება „რენოს“ და „მერსედესის“ ძრავების სიმძლავრეებს შორის, 75 ცხენის ძალაა. და ძრავების სრულყოფის პროცესის „გაყინვის“ წესის გამო, არც „რენოს“ და არც მასავით ჩამორჩენილ “ფერარის“, დაწევის საშუალება არ აქვთ.

Monday, November 17, 2014

„იაგუარ ლენდ როვერი“ ძველ „დიფენდერს“ საკადრისად გააცილებს

Jaguar Land Rover plans more Special Operations vehicles
17 ნოემბერი
„იაგუარ ლენდ როვერი“ არამხოლოდ ახალი ავტომობილების შემუშავებით, ახალი ტექნოლოგიების შემუშავებით და სამოდელო გამის გაფართოებითაა დაკავებული, არამედ არსებული მოდელების ბაზაზე, სპეც ვერსიებსაც ინტენსიურად ამზადებს, რაც მას დამატებითი მყიდველის მოზიდვის საშუალებას აძლევს. სწორედ ამისათვის შეიქმნა შიდასაქარხნო სატუნინგო შტო „სპეშლ ოპერეიშნზ“, რომელმაც ახლახანს თავისი პირველი პროდუქტი - „რეინჯ როვერ სპორტ SVR-ი“ გაგვაცნო.

„ფერარის“ დამოუკიდებლობის ფასი 2.8 მილიარდი დოლარია

Ferrari to pay Fiat Chrysler $2.8B prior to spinoff
17 ნოემბერი
„ფიატ კრაისლერ ავტომობილსმა“ თავისი მარგალიტის - „ფერარის“ აქციონერება გადაწყვიტა. ოღონდ, სანამ მის აქციებს ბირჟაზე გამოიტანს, ჯერ საკუთარი ჯგუფისგან განაცალკევებს. ამისათვის კი მარანელოელებს იტალიურ-ამერიკული ჯგუფისთვის, გამოსასყიდის სახით, 2.8 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევთ. და ეს სახელოვანი იტალიური კომპანიის დამოუკიდებლობის საფასური იქნება.