Bianchi family statement: Jules now breathing
'unaided'
19 ნოემბერი
ჟიულ ბიანკის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა, რაც
საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ხელოვნური ხელოვნური კომიდან გამოეყვანათ, სუნთქვის
აპარატიდან მოეხსნათ და საფრანგეთში, ქალაქ ნიცას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში
გადაეყვანათ. იაპონიის დიდი პრიზის რბოლისას მომხდარი ავარიის შემდეგ, რომლის
დროსაც თავის მძიმე ტრავმა მიიღო, ბიანკიმ კომაში შვიდი კვირა გაატარა.
„ჟიული აღარაა ხელოვნურ კომაში და დამოუკიდებლად სუნთქავს.
თუმცა ჯერაც უგონოდაა. ძირითადი ფუნქციები შენარჩუნებული აქვს, თუმცა მისი
მდგომარეობა ჯერაც კლასიფიცირდება, როგორც კრიტიკული. ამჟამად მისი მკურნალობა
ახალ ფაზაში გადავიდა, რომლის დროსაც, მისი ტვინის მდგომარეობა და ფუნქციონირება
უნდა გაუმჯობესდეს“, - ნათქვამია ფრანგი პილოტის ოჯახის მიერ გამოქვეყნებულ
განცხადებაში.ოჯახი მოხარულია, რომ ბიანკი მკურნალობას სახლთან ახლოს გააგრძელებს და იმავდროულად, მადლიერია იაპონელი ექიმების, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად.
No comments:
Post a Comment