Ford unleashes extreme Shelby GT350 Mustang
18 ნოემბერი
25-წლიანი პაუზის შემდეგ, „ფორდმა“ ბაზარზე თავის
პოპულარულ პონი ქარ „მუსტანგის“ ვერსია „შელბი GT350 მუსტანგი“ დააბრუნა. ეს
ავტომობილი მეექვსე თაობის „მუსტანგის“ ტოპ ვერსიაა და ცისფერი ოვალის ისტორიაში,
ყველაზე მძლავრი ატმოსფერული V8 ძრავითაა აღჭურვილი. ცისფერი ოვალის განმარტებით,
ეს არის „ქუჩისთვის ლეგალური სატრეკო ავტომობილი“.
„შელბი GT350 მუსტანგი“ აღჭურვილია 5.2-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 500 ცხენის ძალაზე მეტს და 542 ნიუტონმეტრზე მეტს ავითარებს. ეს ძრავი იმითაა გამორჩეული, რომ მასზე პირველად გამოიყენეს ეგრეთ წოდებული ბრტყელი მუხლა ლილვი. საერთოდ, V8 ძრავებში მუხლა ლილვის კონსტრუქცია ისეთია, რომ მათზე მრუდმხარა ბარბაცა წყვილები ყოველ 90 გრადუსში მდებარეობს. მაგრამ ამჯერად ინჟინრებმა ისეთი მუხლა ლილვი შექმნეს, რომელზეც მრუდმხარა ბარბაცა წყვილები ყოველ 180 გრადუსში განლაგდა.
უნდა ითქვას, რომ ასეთი კონსტრუქციის მქონე მუხლა
ლილვებს ჩვეულებრივ, სარბოლო ძრავებზე იყენებენ. ასეთი კონსტრუქციის უპირატესობა
ისაა, რომ ცილინდრები ერთმანეთს გამონაბოლქვის წნევით არ უწევენ წინააღმდეგობას.
შესაბამისად, ნაკლებია სიმძლავრის დანაკარგები და მაღალია მარგი ქმედების
კოეფიციენტი.
ძრავთან წყვილში 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა
კოლოფი მუშაობს, რომელიც სიმსუბუქით გამოირჩევა. წამყვან უკანა ბორბლებს შორის მომენტს
კი „ტორსენის“ გაზრდილი ხახუნის დიფერენციალი ანაწილებს, რომელიც „ფორდის“
ინჟინრებმა სრულყვეს. მისი წყალობით, ავტომობილი მოსახვევში და სწორ გზებზე კარგი
ჩაჭიდებით გამოირჩევა.
„შელბი GT350 მუსტანგი“ პლატფორმის ძალიან მტკიცე
წინა ნაწილითაც გამოირჩევა. სანდარტულ „მუსტანგსაც“ ისედაც ბრენდის ისტორიაში ყველაზე
მტკიცე წინა ნაწილი აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ის კარბონის ბოჭკოვანი კომპოზიტით
გააძლიერეს. უფრო მეტიც, მყიდველს ოპციის სახით, წინა ამორტიზატორებს შორის გამაძლიერებელი
ტაფელის დაყენებასაც შესთავაზებენ.
გაგანიერდა წინა ბორბლების კვალი, რაც ავტომობილს
მოსახვევების უკეთ გავლის საშუალებას აძლევს და სწორზე მდგრადობას მატებს. „მუსტანგ
GT-სთან“ შედარებით, შემცირდა კლირენსიც და მასთან ერთად, ავტომობილის სიმძიმის
ცენტრმა დაბლა დაიწია. შეიცვალა მუხრუჭები, რომლებზეც შეწყვილებული, გამჭოლი
გასაგრილებელი ნახვრეტებიანი, ფოლადის დისკოები დააყენეს. წინა ბორბლებზე „ბრემბოს“
ექვსცილინდრიანი მექანიზმები და 394-მილიმეტრიანი დისკოები დგას, უკანებზე კი - „ბრემბოსავე“
ოთხცილინდრიანი მექანიზმები და 380-მილიმეტრიანი დისკოები.
ახალი „შელბი GT350 მუსტანგი“ ალუმინის 19-დუიმიან
ბორბლებზე დააყენეს, რომელთაგან წინების სიგანე 266 მილიმეტრია, უკანებისა კი - 279
მილიმეტრი. ბორბლები „მიშლენის“ მიერ სპეციალურად ამ ავტომობილისთვის დამზადებული
მარკის საბურავებითაა შემოსილი. ამ საბურავებს გვერდითა ნაწილის და პროტექტორის სპეცალურად
შემუშავებული კონსტრუქცია აქვს. გარდა ამისა, ფრანგულმა კომპანიამ რეზინის შემადგენლობაც
სპეციალურად შეიმუშავა. საკიდარში გამოყენებულია ადაპტირებადი ამორტიზატორები
(მაგნირაიდ), რომელიც საგზაო პირობების და არჩეული რეჟიმის შესაბამისად, ყოველ 10
მილიმწამში იცვლის მახასიათებლებს. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევაა, როცა „ფორდმა“
ასეთი ამორტიზატორები გამოიყენა.
გაუმჯობესდა ავტომობილის აეროდინამიკა. მის წინა ნაწილს
დაემატა სპლიტერი და ვერტიკალური ელემენტები, რომლებიც რადიატორის ცხაურზეც ადის
და ბამპერით შუაზეა გაყოფილი. სპლიტერს შუაში Shelby აწერია. დაიხვეწა უკანა დიფუზორი.
შეიცვალა კაპოტი, რომელიც ალიმინისგან დამზადდა და უფრო დამრეცი ფორმა მიიღო.
კაპოტს ცენტრში აქვს დიდი ზომის ჰაერის გამომშვები, საიდანაც რადატორზე გამავალი, გახურებული
ჰაერის ნაკადი გამოდის. გარდა ამისა, მის სტრუქტურას აეროდინამიკური დანიშნულებაც
აქვს - ზორბა კაპოტის ქვეშ წარმოქმნილ ამწევ ძალას ამცირებს.
გაუმჯობესდა ავტომობილის აეროდინამიკა. მის წინა ნაწილს დაემატა სპლიტერი და ვერტიკალური ელემენტები, რომლებიც რადიატორის ცხაურზეც ადის და ბამპერით შუაზეა გაყოფილი. სპლიტერს შუაში Shelby აწერია. დაიხვეწა უკანა დიფუზორი. შეიცვალა კაპოტი, რომელიც ალიმინისგან დამზადდა და უფრო დამრეცი ფორმა მიიღო. კაპოტს ცენტრში აქვს დიდი ზომის ჰაერის გამომშვები, საიდანაც რადატორზე გამავალი, გახურებული ჰაერის ნაკადი გამოდის. გარდა ამისა, მის სტრუქტურას აეროდინამიკური დანიშნულებაც აქვს - ზორბა კაპოტის ქვეშ წარმოქმნილ ამწევ ძალას ამცირებს. მცირე სპოილერი მოთავსდა საბარგულის კიდეში.
გაუმჯობესდა ავტომობილის აეროდინამიკა. მის წინა ნაწილს დაემატა სპლიტერი და ვერტიკალური ელემენტები, რომლებიც რადიატორის ცხაურზეც ადის და ბამპერით შუაზეა გაყოფილი. სპლიტერს შუაში Shelby აწერია. დაიხვეწა უკანა დიფუზორი. შეიცვალა კაპოტი, რომელიც ალიმინისგან დამზადდა და უფრო დამრეცი ფორმა მიიღო. კაპოტს ცენტრში აქვს დიდი ზომის ჰაერის გამომშვები, საიდანაც რადატორზე გამავალი, გახურებული ჰაერის ნაკადი გამოდის. გარდა ამისა, მის სტრუქტურას აეროდინამიკური დანიშნულებაც აქვს - ზორბა კაპოტის ქვეშ წარმოქმნილ ამწევ ძალას ამცირებს. მცირე სპოილერი მოთავსდა საბარგულის კიდეში.
სიახლეა სალონშიც, სადაც „რეკაროს“ წარმოების
სპორტული სავარძლები განლაგდა. შეიცვალა საჭის რგოლიც, რომელსაც ქვედა ნაწილი ოდნავ
ბრტყელი აქვს. შემცირებულია ქრომირებული დეტალების რიცხვი - მათგან არეკლილ მზის
სხივს პილოტისთვის ხელის შეშლა შეუძლია. პილოტის განკარგლებაში მართვის ხუთი
რეჟიმია, რომელთა შესაბამისადაც იცვლება სტაბილიზაციის სისტემის, ABS სისტემის,
საჭის გამაძლიერებლის მუშაობის პარამეტრები, აქსელერატორის გადაადგილებაზე ძრავის რეაქცია
და დაკიდების სისტემის მახასიათებლები.
No comments:
Post a Comment