Ferrari to pay Fiat Chrysler $2.8B prior to
spinoff
17 ნოემბერი
„ფიატ კრაისლერ ავტომობილსმა“ თავისი მარგალიტის -
„ფერარის“ აქციონერება გადაწყვიტა. ოღონდ, სანამ მის აქციებს ბირჟაზე გამოიტანს,
ჯერ საკუთარი ჯგუფისგან განაცალკევებს. ამისათვის კი მარანელოელებს
იტალიურ-ამერიკული ჯგუფისთვის, გამოსასყიდის სახით, 2.8 მილიარდი დოლარის გადახდა
მოუწევთ. და ეს სახელოვანი იტალიური კომპანიის დამოუკიდებლობის საფასური იქნება.
თუმცა, ეს დამოუკიდებლობა მაინც არ იქნება სრულფასოვანი.
„ფერარი“ აღარ იქნება „ფიატ კრაისლერის“ ჯგუფის წევრი, თუმცა მის აქციების 80 პროცენტს
სწორედ ჯგუფში შემავალი კომპანიების აქციონერები გადაინაწილებენ. მხოლოდ 10 პროცენტი
გაიყიდება ამერიკის და შესაძლოა, ევროპის საფონდო ბირჟებზე, 10 პროცენტი კი „ფერარის“
თანა-თავმჯდომარეს და დიდი ენცო ფერარის შთამომავალ პიერო ფერარის დარჩება.
2.8 მილიარდ დოლარს (2.25 მილიარდ ევროს) „ფიატ
კრაისლერი“ ტრანსაქციების სახით და სადისტრიბუციო ქსელიდან მიიღებს. გარდა ამისა,
ჯგუფი 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების კონვერტირებად ობლიგაციებსაც გამოუშვებს.
ამგვარად მიღებულ 5.3 მილიარდ დოლარს კი მიმდინარე კრედიტების დასაფარად და საწარმოო
პროგრამის განვითარებისთვის გამოიყენებს.
„ფიატ კრაისლერის“ მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე
მიზნად, ჯგუფში შემავალი კომპანიების სამოდელო გამის გაფართოებას ისახავს. ამის
ხარჯზე უნდა გაიზარდოს გაყიდვები და ამ მაჩვენებლით, ჯგუფი მსოფლიოს მოწინავე ავტომწარმოებელთა
სიაში შესვლას აპირებს. უფრო კონკრეტულად კი, გაყიდვების მოცულობით, „ტოიოტას“, „ჯენერალ
მოტორსს“ და „ფოლკსვაგენს“ უნდა დაეწიოს. ცნობისათვის, ამჟამად „ფიატ კრაისლერი“
გაყიდვების მხრივ, მსოფლიოში მეშვიდე ავტოკომპანიაა.
No comments:
Post a Comment