Peugeot Reveals Final Livery of its 2008 DKR
Dakar Racer
17 ნოემბერი
დაკარის რალი მარათონის დაწყებამდე თვენახევრით
ადრე, „პეჟომ“ თავისი სარბოლო ბაგის ტიპის უკანა ამძრავიანი ავტომობილი, 2008 DKR-ი
საბრძოლო, სპონსორ „რედ ბულის“ ფორმაში გამოწყობილი წარმოადგინა. ეს ავტომობილი
აქამდე „უმად“, კარბონის კომპოზიტის მუქ ფერებში გადიოდა ტესტებს.
2008 DKR-ი ფრანგული კომპანიის ყველაზე პატარა და
ყველაზე პოპულარული ქროსოვერის ბაზაზეა შექმნილი, რომელიც მის განკარგულებაში
არსებული ყველაზე მძლავრი ძრავით აღჭურვა. ესაა 3.2-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი დიზელი,
რომელიც 350 ცხენის ძალას და 600 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავი ბაზაშია
განლაგებული. მასთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია დაკავშირებული.
ამ ავტომობილით, „პეჟო“ დაკარს 25-წლიანი პაუზის შემდეგ
უბრუნდება. კომპანია ამისათვის იმდენად სერიოზულად ემზადება, რომ ავტომობილი მაროკოში
ტესტებზე ათასობით კილომეტრი გაიარა. როგორც „პეჟოს“ მრბოლი, სახელოვანი ფრანგი სტეფან
პეტერანსელი ამბობს, ჩრდილოაფრიკულ უდაბნოში ტესტებისას, 2008 DKR-მა თავისი
საუკეთესო თვისებები გამოავლინა. ამაში კი მას ის გარემოება დაეხმარა, რომ მისი
საკიდარის სვლა 460 მილიმეტრს აღწევს და ავტომობილი უზარმაზარ, 37-დუიმიან
ბორბლებზე დგას, რომელიც „მიშლენის“ წარმოების საბურავებითაა შემოსილი.
პეტერანსელის გარდა, დაკარზე „პეჟო 2008 DKR-ით“ კლასიკურ
რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი კარლოს საინსი და ანდორელი/ფრანგი სირილ
დეპრე იასპარეზებენ.
No comments:
Post a Comment