დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, November 26, 2013

პერესი ალბათ „ფორს ინდიაში“ გადავა

Martin Whitmarsh relieved Sergio Perez set for Force India F1 seat
26 ნოემბერი
„მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში გახარებულია იმ ფაქტით, რომ სერხიო პერესის ფორმულა ერთში დარჩენის შანსი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან ის ახლოსაა „ფორს ინდიასთან“ კონტრაქტის გაფორმებასთან. როგორც ცნობილია, „მაკლარენმა“ პერესის ადგილზე დანიელი კევინ მაგნუსენი მიიწვია, თუმცა უიტმარშმა პირობა დადო, რომ მექსიკელს ფ1-ში დარჩენაში დაეხმარებოდა.

კარლოს ტავარესი „პეჟოს“ უხელმძღვანელებს

Carlos Tavares, Ex-Renault COO, to Become Peugeot CEO
26 ნოემბერი
„პეჟოს“ მალე ახალი მთავარი აღმასრულებელი ეყოლება, რომლის სახელიცაა კარლოს ტავარესი (ფოტოზე). ეს კაცი ახლახანს „რენომ“ მთავარი საოპერაციო მოხელის პოსტიდან დაითხოვა, რაც ნომენკლატურულად, კომპანიის მეორე უმაღლესი თანამდებობაა. შეგახსენებთ, რომ დათხოვნის მიზეზი ტავარესის განცხადება გახდა, რომელშიც მან რომელიმე დიდი საავტომობილო კომპანიის ხელმძღვანელობის სურვილი გამოთქვა.

„იაგუარ ლენდ როვერმა“ ჰელივუდში მემილიონე ავტომობილი გამოუშვა

JLR Celebrates 1 Million Vehicle Built at Halewood Factory
26 ნოემბერი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ ჰელივუდში მდებარე მისმა ქარხანამ მემილიონე ავტომობილი გამოუშვა. ეს ამ ქარხნის ამუშავებიდან 12 წლის შემდეგ მოხდა. 2001 წელს ამ ქარხანაში „იაგუარმა“ სედან X-ტაიპის წარმოება დაიწყო. მემილიონე ავტომობილი კი „ლენდ როვერის“ „რეინჯ როვერ ევოუკია“, რომელიც უნიკალური ეგზემპლარის სახით გამოუშვეს და მას კიბოს კვლევის კავშირის სასარგებლოდ გაიტანენ აუქციონზე.

„ფორდი“ სტოპ-სტარტს ყველა მასობრივ ავტომობილზე დააყენებს

Ford to Introduce Stop-Start on All Major Volume Vehicles
26 ნოემბერი
„ფორდ მოტორ კომპანიმ“ გამოაცხადა, რომ თავის ყველა ავტომობილზე, რომლებსაც გლობალურ ბაზარზე, მასობრივად ჰყიდის, სტანდარტულ ეკიპირებაში სისტემა სტოპ-სტარტს შეიტანს. ამის წყალობით, ამ ავტომობილების მიერ საწვავის მოხმარების საშუალო მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება. ამგვარად, ცისფერი ოვალი საწვავის ეკონომიის მხრივ, მსოფლიო ლიდერი გახდება.

Monday, November 25, 2013

სტუმრად დიდ ჩემპიონთან (ვიდეო)

ანუ „რედ ბულის“ მიერ ახდენილი სიზმარი
25 ნოემბერი
ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, ვინმეს რომ ეთქვა, სებასტიან ლოებთან ვიყავი, მასთან ფოტოები გადავიღე, მერე ვისადილე და რამე-რუმეებზეც ვისაუბრეთო, ვეტყოდი, კარგი სიზმარი გინახავს-თქო. მართლაც სიზმარს ჰგავს მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონთან ასეთი სიახლოვე. მაგრამ თურმე ხანდახან სიზმრებიც შეიძლება ახდეს... მეტადრე მაშინ, თუ ამას „რედ ბული“ მოისურვებს

Sunday, November 24, 2013

გაუჭირდებოდათ...

Motor racing-Vettel takes record ninth win in a row
24 ნოემბერი
ქართველი ფეოლა იტყოდა, გაგიჭირდებოდათო - სებასტიან ფეტელს და „რედ ბულს“ იგულისხმებდა. ფეოლა კი არა, ყველა ასე იტყოდა, ვინც ამ უძლეველი ტანდემის ზედზედ მეცხრე გამარჯვებას უცქირა. ამჯერად ტრიუმფი სან პაულუს ინტერლაგუშზე შედგა. ფეტელმა და წითელმა ხარებმა ისევ ზურგზე დადეს ყველა მეტოქე.

Thursday, November 21, 2013

ბატონი „ინტელიგენტ“ პერესს აქებს

Button says teams should sign 'intelligent' Perez
21 ნოემბერი
ჯენსონ ბატონი თავის აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელ სერხიო პერესს აქებს და ამობობს, რომ გუნდბმა, ვისაც ვაკანსიები ჯერაც აქვთ, ხელიდან არ უნდა გაუშვან ასეთი ჩამოყალიბებული და სწრაფი პილოტი. მან აღიარა, რომ ძალიან გაუკვირდა, როცა „მაკლარენის“ გადაწყვეტილება (მექსიკელის გაშვებაზე) შეიტყო. შეგახსენებთ, რომ პერესმა უოკინგელებთან მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო, მის ადგილს კი მომავალი სეზონიდან დანიელი კევინ მაგნუსენი დაიკავებს.

ტოკიოში „ნისან ბლეიდგლაიდერის“ პრემიერა შედგა

Wraps Come Off Nissan’s BladeGlider Concept in Tokyo, will be Produced
21 ნოემბერი
„ნისანის“ კონცეპტუალური კუპე „ბლეიდგლაიდერი“ ახალი სიტყვაა საავტომობილო ინდუსტრიაში. სარბოლო „დელტაუინგის“ მსგავსად, მას მოკლე წინა კვალი და ჩვეულებრივი უკანა კვალი აქვს. სარბოლ ტრეკზე ასეთმა აგებულებამ გაამართლა და იაპონურმა კომპანიამ გადაწყვიტა, ის საერთო სარგებლობის გზებზეც გამოეყვანა. სწორედ ასეა - ეს კონცეპტუალური პროექტი იმისთვის არ შექმნილა, რომ ტოკიოს მოტორ შოუზე ჩვენების შემდეგ კომპანიის სხვა კონცეპტების სადგომზე მიეჩქმალათ. „ნისანს“ მისი წარმოება აქვს გადაწყვეტილი. და ეს ინფორმაცია ტოკიოში გამოაქვეყნა.

„პორშე მაკანი“ - უგზოობის კომპაქტური სპორტული ავტომობილი

Porsche Debuts Macan, Calls It the Sports Car of Compact SUVs
21 ნოემბერი
„პორშე მაკანი“ წელს საავტომობილო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დებიუტანტია. ჯერ ერთი, მას დიდხანს მოუთმენლად ველოდით, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ეს „პორშეს“ ბიზნესის მორიგი „ამაჩქარებელია“, რომლის წყალობითაც, გერმანული კომპანია, თავისი ისტორიის თვისობრივად ახალ ეტაპს იწყებს - მასობრივი მწარმოებელი ხდება.

Wednesday, November 20, 2013

პერესი ინდიქარში გადასვლას არ გამორიცხავს

Sergio Perez open to 2014 IndyCar move after losing McLaren F1 seat
20 ნოემბერი
სერხიო პერესი მზადაა, მომავალი სეზონიდან ინდიქარ-ის სერიაში გადავიდეს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „მაკლარენიდან“ წამოსვლის შემდეგ, კონკურენტუნარიან გუნდში ადგილს ვერ იშოვნის. როგორც ცნობილია, ოუკინგელებმა მექსიკელის ადგილზე თავიანთი დანიელი პროტეჟე, კევინ მაგნუსენი აიყვანეს, რომელმაც ახლახანს ფორმულა რენო 3.5-ის ტიტული მოიპოვა.

„მერსედესის“ კონცეპტუალური GLA 45 AMG ლოს ანჯელესში

Mercedes' Concept GLA 45 AMG Chooses LA Show for World Debut
20 ნოემბერი
ჩრდილოეთ ამერიკაში ჰეჩბეკის ტიპის ავტომობილები პოპულარობით ვერ სარგებლობს. სამაგიეროდ, იქ მოსწონთ ჰეჩბეკის მსგავსი ავტომობილები, რომლებიც მაღალზე დგას - ქროსოვერები. ამის გათვალისწინებით, „მერსედესმა“ დაამზადა კონცეპტუალური GLA ქროსოვერი, რომელსაც დადაბლებული კლირენსი აქვს და რომლის ძარაც, აეროდინამიკური ელემენტებითაა დახუნძლული. ამასთან, ის A45 AMG-ს 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 355 ცხენის ძალას და 450 ნიუტონმეტრს ავითარებს.

„ჰონდა“ კონცეპტუალურ მინი როდსტერ S660-ს გამოუშვებს

Honda Feels the Beat with New Production-Intent S660 Roadster Concept
20 ნოემბერი
„ჰონდა“ ტოკიოს მოტორ შოუს ალბათ ყველაზე აქტიური მონაწილეა - იქ ყველაზე მეტი სიახლე სწორედ მას აქვს წარდგენილი. ამ სიახლეთაგან ერთ-ერთი კი პატარა როდსტერი S660-­ია, რომელიც მალე იაპონურ ბაზარზე გამოჩნდება. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ სხვა ქვეყნებშიც შეიტანონ.

„რედ ბული“ პიტსტოპების რეკორდსმენიც გახდა

Red Bull's 1.9-second pitstop F1's fastest ever recorded
20 ნოემბერი
ზედიზედ მეოთხე ტიტულები როგორც პილოტების, ისე გუნდების ჩათვლაში, ზედიზედ მოპოვებული რვა გამარჯვება, პოულები, უსწრაფესი წრეები, ვადამდე მოპოვებული ჩემპიონობა - ეს ყველაფერი ამ სეზონში „რედ ბულის“ და მისი გერმანელი ფავორიტის, სებასტიან ფეტელის მიღწევაა. ამერიკაში ამ ყველაფერს კიდევ ერთი - უსწრაფესი პიტსტოპი დაემატა, ოღონდ ის მარკ ვებერის და მისი მომსახურე პერსონალის დამსახურებაა.

ახალი „მუსტანგის“ პრემიერა მსოფლიოს ექვს ქალაქში გაიმართება

2015 Ford Mustang Debut to Take Place in Six Cities Around the World
20 ნოემბერი
„ფორდმა“ რომ ახალი „მუსტანგის“ მსოფლიო პრემიერა 5 დეკემბერს დაინიშნა, ეს უკვე გაცნობეთ. დრეს ცისფერმა ოვალმა ამ ავტომობილის პრემიერასთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გაგვანდო - პრემიერა ერთდროულად მსოფლიოს ექვს ქალაქში გაიმართება.

კენ ოკუიამას ახალი სპორტსმენი - „კოდ9“

Ken Okuyama Design's Kode9 is Japan's Answer to the Elise
20 ნოემბერი
კენ ოკუიამა საავტომობილო ინდუსტრიაში ცნობილი დიზაინერია. შესაძლოა, მისი სახელი ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ პროექტები, რომლებსაც „პინინფარინაში“ მუშაობისას კურირებდა, ფართო მასებისთვის ცნობილია. ესენია „ფერარი 599“, „მიცუბიში კოლტ CZC“, „მაზერატი ბერდქეიჯი“, „ფერარი P4/5“ და რა თქმა უნდა, „ფერარი ენცო“. 2006 წლიდან იაპონელი დიზაინერი საკუთარ კომპანიას უძღვება, რომელიც მის სახელს ატარებს.