Sergio Perez open to 2014 IndyCar move after
losing McLaren F1 seat
20 ნოემბერი
სერხიო პერესი მზადაა, მომავალი სეზონიდან ინდიქარ-ის
სერიაში გადავიდეს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „მაკლარენიდან“ წამოსვლის
შემდეგ, კონკურენტუნარიან გუნდში ადგილს ვერ იშოვნის. როგორც ცნობილია,
ოუკინგელებმა მექსიკელის ადგილზე თავიანთი დანიელი პროტეჟე, კევინ მაგნუსენი
აიყვანეს, რომელმაც ახლახანს ფორმულა რენო 3.5-ის ტიტული მოიპოვა.
ყველაფერი ძალიან გვიან მოხდა იმისათვის, რომ
პერესს სხვა ძლიერ გუნდთან მოლაპარაკება დაეწყო. ახლა კი ისღა დარჩენია, ბედი ოკეანის
მეორე მხარეს ეძიოს, სადაც ახლახანს, ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ „ჩიპ განასი
რეისინგში“ გაჩნდა ვაკანსია. როგორც ცნობილია, ჰიუსტონში განცდილი უმძიმესი
კატასტროფის შემდეგ, კარიერა დარიო ფრანკიტიმ დაასრულა და არაა გამორიცხული, რომ განასიმ
მის ადგილზე სწორედ პერესი მიიწვიოს.
ეს იდეა თავად მექსიკელსაც მოსწონს, რომელმაც
კითხვაზე, დასთანხმდება თუ არა განასის მიწვევას, შემდეგი განაცხადა: „დიახ, ამჟამად
ჩვენ არანაირი კონტაქტი არ გვაქვს, რადგან ჯერ მხოლოდ ფ1-ზე ვფიქრობ. 23 წლის ვარ
და ფ1-ში ბევრის მიღწევა შემიძლია. მაგრამ თუ აქ ჩემს მომავალს ვერ ავაწყობ და
შესაფერის ადგილს ვერ ვიშოვნი, მაშინ სხვა ვარიანტსაც განვიხილავ. ეს (განასის) ვარიანტი
კი ჩემთვის მისაღები იქნება“.
მექსიკელი დასძენს, რომ მართალია, პრიორიტეტული
ფ1-ში დარჩენაა, მაგრამ ისიც ესმის, რომ სხვა ვარიანტებიც უნდა განიხილოს: „ჯერ არ
ვიცი, საით წავალ. იმედი მაქვს, ფ1-ში შესაფერის ადგილს ვიშოვნი. სწორედ ესაა ჩემი
მოტივაციის წყარო. თუ არა, მაშინ სხვა ვარიანტების ჯერიც დადგება. მე მიყვარს
ავტოსპორტი, თუმცა ფ1-ში ბევრი ისეთი რამაა, რაც არ მომწონს. ასე რომ, აქ იმისთვის
არ დავრჩები, რომ ვიყო და ვერაფერს მივაღწიო. ძალიან მინდა კონკურენტუნარიან გუნდში
მოხვედრა, რათა ჩემი ნიჭის გამოვლენის საშუალება მომეცეს და ჩემპიონობისთვის
ბრძოლა შევძლო. სწორედ ესაა ჩემი მიზანი“.
No comments:
Post a Comment