New Ford Edge Concept is a Couple of Steps Before
Production
20 ნოემბერი
ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე, „ფორდი“ მეორე თაობის საშუალო
ზომის უგზოობის „ეჯის“ კონცეპტუალურ ვერსიას წარადგენს, რომლის ფოტოები და მცირე
ინფორმაციაც შოუს გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა. ეს ავტომობილი გარეგნულად
ახლოსაა იმ ვერსიასთან, როგორიც ბაზარზე გამოვა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ „ეჯი“
ამიერიდან გლობალური მოდელი ხდება, რაც კომპანიის სტრატეგიის შედეგია.
იმისათვის, რომ ახალი „ეჯი“ უფრო ფართო აუდიტორიას
მოაწონოს, „ფორდმა“ ის უფრო სპორტულ და დახვეწილ ფორმაში გამოაწყო. რაც მთავარია, ახალი
ტექნოლოგიების გამოყენების წყალობით, ავტომობილი გაცილებით ეკონომიური გახდა.
გარდა ამისა, ის ბევრი დამხმარე სისტემითაა აღჭურვილი, რომელთა შორისაცაა ავტონომიური
პარკირების სისტემა, რომელიც ამჟამად ინტენსიური ტესტირებას გადის. კიდევ ერთი
სისტემაა ადაპტირებადი საჭე, რომელიც ცისფერი ოვალის განცხადებით, დაბალ სიჩქარეზე
ძალიან რბილდება.
ჯერჯერობით არაფერია ცნობილი ახალი „ეჯის“ ძრავების
გამაზე. თუმცა, ერთის რამის თქმა ახლავე შეიძლება - მასში აუცილებლად შევა სერია
ეკობუსტის აგრეგატები.
No comments:
Post a Comment