Ford to Introduce Stop-Start on All Major Volume
Vehicles
26 ნოემბერი
„ფორდ მოტორ კომპანიმ“ გამოაცხადა, რომ თავის ყველა
ავტომობილზე, რომლებსაც გლობალურ ბაზარზე, მასობრივად ჰყიდის, სტანდარტულ
ეკიპირებაში სისტემა სტოპ-სტარტს შეიტანს. ამის წყალობით, ამ ავტომობილების მიერ
საწვავის მოხმარების საშუალო მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება. ამგვარად,
ცისფერი ოვალი საწვავის ეკონომიის მხრივ, მსოფლიო ლიდერი გახდება.
„ფორდმა“ მის მიერ შემუშავებული სისტემა
სტოპ-სტარტი, „ფორდ ფიუჟნის“ (ფოტოზე) მყიდველს ახლახანს შესთავაზა. ოღონდ, ის ჯერ
მხოლოდ ოპციური შეთავაზებაა იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც 1.6-ლიტრიანი ეკობუსტ
ძრავითაა აღჭურვილი და ის 295 დოლარი ღირს. შემდეგი ავტომობილი, რომელზეც იმავე
სისტემის დაყენება შესაძლებელი იქნება, შემდეგი თაობის ქროსოვერი „ეჯია“, რომელიც წინასერიული
კონცეპტის სახით, ლოს ანჯელესის შოუზე წარადგინეს.
„ფორდი“
აცხადებს, რომ სისტემა სტოპ-სტარტს, ავტომობილის მფლობელისთვის, ხუთ წელიწადში
დაახლოებით 1 100 დოლარის დაზოგვა შეუძლია.
No comments:
Post a Comment