დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, March 23, 2013

„ბეემვე“ ახალ ჩინურ ქვე-ბრენდს ქმნის

BMW to Launch New Sub-Brand for China to Comply with Government Regulations
23 მარტი

„ბეემვე“ და მისი ჩინელი პარტნიორი „ბრილიანს ავტო“, სრულიად ახალ ქვე-ბრენდს აყალიბებენ, რომელიც მხოლოდ ადგილობრივ, ჩინურ ბაზარზე იმუშავებს. ჩინურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილები, რომლებიც ამ ბრენდით გაიყიდება, ბავარიული კომპანიის მე-3 სერიის წინა თაობის პლატფორმაზე აიგება. იმავე ინფორმაციით, ახალი ერთობლივი კომპანია უკვე რეგისტრირებულია და მისი სახელია „ჟი ნუო“, რაც ითარგმნება, როგორც დაპირება. ოღონდ, მთელ ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არც გერმანული კომპანია ადასტურებს და არც ჩინური.

„პირელი“ ამბობს, რომ საბურავები გამაღლდება და დავიწროვდება

Pirelli Says Tires of the Future Will Be Tall and Skinny
23 მარტი
ავტომწარმოებლები ყველა იმ კონსტრუქციული თავისებურების გამოყენებას ცდილობენ, რომელთა წყალობითაც, მათი ავტომობილი უფრო ეფექტურები გახდება. ერთ-ერთი ამ თავისებურებათაგან, საბურავების აგებულების რადიკალურად შეცვლაა. ანუ, სხვანაირი უნდა იყოს მათი ზომები და შესახედაობა. „პირელიში“ თვლიან, რომ ევროკავშირის რეგულაციების მნიშვნელოვანი გამკაცრების გამო, საბურავების მწარმოებლებს ახალი გზების ძებნა მოუწევთ იმისათვის, რომ საუკეთესო მაჩვენებლებს მიაღწიონ.

ლოები პაიკს პიკზე „პეჟოთი“ იასპარეზებს

Sebastien Loeb to contest 2013 Pikes Peak with Peugeot
23 მარტი

რალიდან ჯერ ბოლომდე არწამოსულ სებასტიან ლოებს რბოლები სწყურია. ლე მანის რბოლაში გამოსვლა სურდა, მაგრამ მისმა გუნდმა სპონსორები დროულად ვერ მოიზიდა და ამ სურვილის შესრულების გადადება მოუწევს. სამაგიეროდ, პაიკს პიკის აღმართზე ასპარეზობის საშუალება მიეცა, რბოლაში, რომელზეც რალის ბევრ მსოფლიო ჩემპიონი გამოსულა.

ფეტელი მალაიზიაშიც რბოლას პოულიდან დაიწყებს

Vettel secures pole at rain-hit Sepang
23 მარტი
ისევ ფეტელი, ისევ წვიმაში... რა იქნება რბოლაში, ამაზე კვალიფიკაციის მიხედვით მსჯელობა ძნელია. წინა ორ რიგში გადანაწილებული ორი „ფერარი“ წინ ბევრს არ გაუშვებს. რა თქმა უნდა, თუ მათზე სწრაფები არ არიან. რაიკონენი მეათეა... არა, მეშვიდე დრო ჰქონდა, მაგრამ კვალიფიკაციის მიწურულს, მასას გზაზე ცუდად გადაეღობა, რაც სტიუარდებმა არ მოუწონეს და სამი ადგილით ჩააჩოჩეს. ჰო, კიდევ, „მერსედესის“ ბიჭებიც აქვე არიან, მაგათგან კი ყველაფერი მოსალოდნელია.

Friday, March 22, 2013

„მაკლარენი“ ხელმისაწვდომ სუპერ ავტომობილს გამოუშვებს

McLaren is Working on an Entry Level Model Called P13
22 მარტი

„მაკლარენი“ სრულიად ახალ ავტომობილზე მუშაობს, რომელიც 12C-ზე დაბალ ნიშას დაიკავებს და ბრიტანული კომპანიის გამაში ყველაზე პრაქტიკული და ხელმისაწვდომი ავტომობილი იქნება. გამოცემა „მოტორ ტრენდის“ ინფორმაციით, ახალი ავტომობილის სახელად, P13 შეარჩიეს.

„ალპინის“ სარბოლო ბედაური ლე მანისთვის

Alpine Reveals New Le Mans Racer After 35-Year Absence
22 მარტი
სახელი „ალპინი“ წლების განმავლობაში, ლე მანის 24-საათიან რბოლასთან იყო ასოცირებული. მაგრამ უკვე 35 წელია, რაც ფრანგული კომპანია სარტეს ტრეკზე აღარ გამოჩენილა. ამ პერიოდში ლე მანზე ძირითადად გერმანული პროტოტიპები (პორშე, მერსედესი, აუდი) დომინირებენ. და აი, „ალპინის“ დაბრუნების დროც დადგა. რა თქმა უნდა, მისი დაბრუნება კომპანია „რენოს“ წამოწყების შედეგია - ფრანგულ კომპანიას ამ სახელით, სპორტული ავტომობილების წარმოება აქვს დაგეგმილი.და ამ საქმეში მას ისეთი სერიოზული პარტნიორი ჰყავს, როგორიც „კატერჰემია“.

რაიკონენი ისევ სათავეშია

Raikkonen makes hay while the sun shines
22 მარტი
კიმი რაიკონენი ისევ წინაა. მართალია, მალაიზიის დიდი პრიზის პირველ პრაქტიკაზე ის მარკ ვებერს ჩამორჩა, მაგრამ მეორეზე ორის ჯამში საუკეთესო დრო დააფიქსირა და როგორც ჩანს, რბოლაშიც გამარჯვების მთავარი პრეტენდენტი იქნება, რადგან „რედ ბულის“ ბიჭები საბურავების ინტენსიური ცვეთით უკმაყოფილონი არიან. ამავე დროს, ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ „მერსედესმა“ მანქანა დახვეწა, მაგრამ სამქიმიანებისგან გამარჯვებისთვის ბრძლას ჯერ არავინ ელის.

Thursday, March 21, 2013

„ჰიუნდაის“ კონცეპტუალური HND-9 - შემდეგი „ჯენეზის კუპე“?

Hyundai's New HND-9 Concept with V6 Turbo Hints at Next Genesis Coupe
21 მარტი
ნიუ იორკის ავტო შოუ და სეულის მოტორ შოუ პრაქტიკულად ერთდროულად ჩატარდება. ამ ორიდან პირველი გაცილებით ავტორიტეტული და ხალხმრავალია, მაგრამ „ჰიუნდაიმ“ მაინც სეულის შოუ აირჩია იმისათვის, რომ ავტო სამყაროსთვის, თავისი ახალი კონცეპტუალური ავტომობილი, HND-9 გაეცნო. ოფიციალურ პრემიერამდე კი მისი ფოტო ტიზერები და მწირი ინფორმაცია გამოაქვეყნა.

„პოლარისი“ უჰაერო საბურავების გამოყენებას იწყებს

Polaris introducing flat-proof "airless" tires
21 მარტი
„რისაილენტ ტექნოლოჯიზის“ საბურავები "პოლარისის" კვადროციკლზე

ბაგის ტიპის ავტომობილებისა და კვადროციკლების მწარმოებელ ამერიკულ კომპანია „პოლარისს“, თავისი უგზოობის ავტომობილების უჰაერო საბურავებით აღჭურვა აქვს გადაწყვეტილი. ასეთი საბურავები არც გახვრეტით ზიანდება და სატრანსპორტო საშუალებას რიგი უპირატესობებითაც უზრუნველყოფს. მაგალითად, დიდ უსწორმასწორობაზე (ლოდებზე, მორებზე, ან მიწაყრილზე) გადავლისას, ნაკლებად გადასცემს საკიდარს დარტყმით ძალას. ამასთან, სასურველ მართვადობას უზრუნველყოფს და პნევმატურ საბურავებს ტვირთამწეობითაც კონკურენციას უწევს. იმის გამო, რომ უჰაერო საბურავი ძლიერ დრეკადია, ცუდ გზაზე სწრაფად სიარულისას, გამორიცხულია ბორბლის ძლიერი „ახტომა“, რაც ხშირად, მანქანის გადატრიალებას იწვევს ხოლმე. დაბოლოს, ასფალტზე ისინი პნევმატურ საბურავებზე ნაკლებად ხმაურიანია.

„რეინჯ როვერ ევოუკ ბლექ დიზაინ პაკ“

2013 Land Rover Evoque Black Design Pack
21 მარტი
ჟენევის მოტორ შუზე, „ლენდ როვერს“ დიდი სიახლეები არ ჰქონია და მხოლოდ არსებული მოდელების მოდიფიკაციები წარმოადგინა. მათ შორისაა პოპულარულ „რეინჯ როვერ ევოუკის“ ვერსია „ბლექ დიზაინ პაკ“, რომლის გაყიდვებსაც ბრიტანული კომპანია აპრილში დაიწყებს. ეს პაკეტი 160-ზე მეტ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი.

ფორმულა „ფორდი“ გუდვუდზე სუპერ ავტომობილებს შეეჯიბრება


Ford Lineup for 2013 Goodwood Festival of Speed Announced
21 მარტი
„ფორდმა“ის ავტომობილები შეარჩია, რომლებითც გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე წარსდგება. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ფორმულა „ფორდის“ კლასის სარბოლი ავტომობილია, რომელიც სერია ეკობუსტის 1.0-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი. შეგახსენებთ, რომ ამ ავტომობილს საგზაო ჰომოლოგაციაც აქვს მიღებული, რაც მას საერთო სარგებლობის გზებზე მოძრაობის უფლებას აძლევს.

Wednesday, March 20, 2013

„ჰიუნდაი“ ნიუ იორკის შოუზე განახლებულ „ეკუსს“ წარადგენს


Hyundai Teases 2014 Equus Sedan Ahead of NY Debut
20 მარტი
მორიგი დიდი საავტომობილო გამოფენა მალე ნიუ იორკში გაიხსნება. რა თქმა უნდა, ის ისეთივე მასშტაბური არაა, როგორიც ჟენევური რანდევუ, მაგრამ ავტომწარმოებლებს სიახლეები ამ შოუსთვისაც აქვთ შემონახული. განსაკუთრებით ეს იმ ავტომობილებს ეხება, რომლებიც პირველ რიგში, ამერიკული ბაზრისთვისაა განკუთვნილი.

„ბეემვე“ სერიულ i3-ს ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაგვაცნობს

Frankfurt Motor Show to Host Production BMW i3 Unveiling
20 მარტი
ეს დროც ახლოვდება - მალე „ბეემვე“ ოფიციალურად გახდება ელექტრომობილების მწარმოებელი. ბავარიული კომპანია, ფრანკფურტის მოტორ შოუზე, თავისი პირველი ელექტრომობილის, ჰეჩბეკ i3-ის მსოფლიო პრემიერას ჩაატარებს. წინასწარი მონაცემებით, რომლებიც პრემიერის წინ დაზუსტდება, მხოლოდ ელემენტების ბლოკში დაგროვებული ენერგიის ხარჯზე, ავტომობილის სვლის სიშორე 160 კილომეტრს მიაღწევს, ჰიბრიდული სისტემის დამატებით კი ეს მანძილი 290 კილომეტრამდე გაიზრდება.

„მაზერატი“ „ლაფერარის“ საკუთარ ვერსიას გამოუშვებს


Maserati plots new supercar based on LaFerrari
20 მარტი
ბრიტანულ ჟურნალ „ქარ-ის“ ინფორმაციით, „მაზერატი“ თავის სუპერ ავტომობილ MC12-ს, რომელსაც უკვე 8 წელია აწარმოებს, ორ წელიწადში შეცვლის. ახალი ავტომობილი კი „ფერარის“ უახლესი „ლაფერარის“ ბაზაზე დამზადდება. ოღონდ, მისგან განსხვავებით, ახალი „მაზერატი“ ჰიბრიდული აგრეგატით არ აღიჭურვება. „მაზერატის“ სუპერ ავტომობილი „ლაფერარისგან“ შასის, საკიდარს და ელექტრონიკას მიიღებს. თუმცა, ეს ორი ავტომობილი გარეგნულად განსხვავებული იქნება.

„ჯილეტი“ შეიძლება „მაკლარენის“ ტიტულოვანი სპონსორი გახდეს


Gillette could be new McLaren title sponsor - report
20 მარტი
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „მაკლარენთან“ პარტნიორობას, მისი სატიტულო სპონსორი, სატელეკომუნიკაციო გიგანტი „ვოდაფონი“ წყვეტს, პრესაში გაჩნდა ვერსიები მისი შემცვლელების შესახებ. მათგან ერთია მექსიკური სატელეკომუნიკაციო კომპანია „ტელმექსი“, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, მექსიკელ კარლოს სლიმს ეკუთვნის. „მაკლარენით“ მისი დაინტერესება რეალურად ჩანს, რადგან „ტელმექსი“ და სლიმი ბრიტანული საჯინიბოს მექსიკელ ახალწვეულ სერხიო პერესის მხარდამჭერები არიან.