დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, March 22, 2013

„მაკლარენი“ ხელმისაწვდომ სუპერ ავტომობილს გამოუშვებს

McLaren is Working on an Entry Level Model Called P13
22 მარტი

„მაკლარენი“ სრულიად ახალ ავტომობილზე მუშაობს, რომელიც 12C-ზე დაბალ ნიშას დაიკავებს და ბრიტანული კომპანიის გამაში ყველაზე პრაქტიკული და ხელმისაწვდომი ავტომობილი იქნება. გამოცემა „მოტორ ტრენდის“ ინფორმაციით, ახალი ავტომობილის სახელად, P13 შეარჩიეს.

„მოტორ ტრენდის“ მიერ გამოქვეყნებულ ნიუსში ნათქვამია, რომ ახალი ავტომობილიც ორადგილიანი უნდა იყოს, მაგრამ მასში საბარგულისთვისაც მოიძებნება ადგილი. ის კომპანიის ფლაგმან P1-ის სტილში შესრულდება და ის აქტიური აეროდინამიკური ელემენტებით აღიჭურვება.
„მაკლარენი“ ჯერ ძრავზე არაფერს ამბობს, თუმცა სავარაუდოდ, ავტომობილს მბიძგველ ძალას ისევ ის 3.8-ლიტრიანი V8 მიანიჭებს, რომელსაც P1-სა და 12C-ზე იყენებენ. ოღონდ, მისი ახალი ვერსიის სიმძლავრე ნაკლები იქნება. რაც შეეხება ფასს, ის 200 000-ზე გაცილებით ნაკლები უნდა იყოს.
თუ გავიხსენებთ, რომ „მაკლარენი“ ყოველწლიურად ერთ ახალ ავტომობლს გვპირდება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ P13 ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment