დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, March 21, 2013

ფორმულა „ფორდი“ გუდვუდზე სუპერ ავტომობილებს შეეჯიბრება


Ford Lineup for 2013 Goodwood Festival of Speed Announced
21 მარტი
„ფორდმა“ის ავტომობილები შეარჩია, რომლებითც გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე წარსდგება. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ფორმულა „ფორდის“ კლასის სარბოლი ავტომობილია, რომელიც სერია ეკობუსტის 1.0-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი. შეგახსენებთ, რომ ამ ავტომობილს საგზაო ჰომოლოგაციაც აქვს მიღებული, რაც მას საერთო სარგებლობის გზებზე მოძრაობის უფლებას აძლევს.

ამ პატარა საგზაო ბოლიდის გუდვუდზე გამოჩენა იმითაცაა საინტერესო, რომ ის იქ აღმართზე რბოლაში, 600-ცხენისძალიან მონსტრებს შეეჯიბრება. და ამ პაექრობაში არც ფორას მიიღებს და არც სხვა შეღავათებს. ესენი მას არც დასჭირდბა - ამ ავტომობილის მახასიათებლები ისეთია, რომ მას ნებისმიერი სუპერ ავტომობილისთვის ტოლსწორი მეტოქეობა შეუძლია.
ფორმულა „ფორდის“ გარდა, ამერიკული კომპანიის ექსპოზიციაში ადგილს უახლესი „ფიესტა ST“ და უკვე კარგად დამკვიდრებული „ფოკუს ST“ დაიკავებენ. ორივე ავტომობილი მფლობელებს ტემპერამენტიანი მართვის გარდა, პრაქტიკულობას და ეკონომიურობასაც სთავაზობს. თანაც, ხელმისაწვდომ ფასად. გუდვუდში მათი გამოტანით, „ფორდი“ ამ ავტომობილებზე არსებული ისედაც სოლიდური (ფიესტა ST-ზე მარტო ბრიტანეთში, უკვე რამდენიმე ასეული შეკვეთა აქვს მიღებული) მოთხოვნის კიდევ უფრო გაზრდას იმედოვნებს.
ამ ავტომობილების გარდა, ამერიკული კომპანიის ექსპოზიციას ლეგენდარული GT40-იც დაამშვენებს.

No comments:

Post a Comment