Pirelli Says Tires of the Future Will Be Tall and
Skinny
თუ „პირელის“ პროგნოზი გამართლდა და ამ პროგნოზს
რეალური საფუძველი აქვს, გამოვა, რომ ავტომობილების საბურავები ისეთივე გახდება,
როგორებიც ავტომობილიზაციის ეპოქის დასაწყისში იყო. რა თქმა უნდა, ლაპარაკია
საბურავების ზომებზე და არა ხარისხზე. ამის მთავარი მიზეზი კი ის იქნება, რომ
საწვავის ხარჯის შესამცირებლად, საბურავის სიგანის და მასთან ერთად, გორვის წინააღმდეგობის
შემცირებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამასთან, წვრილი და მაღალი საბურავები, სველ
გზაზე არ აკვაპლანირებენ და შესაბამისად, უკეთესად ამუხრუჭებენ.
23 მარტი
ავტომწარმოებლები ყველა იმ კონსტრუქციული
თავისებურების გამოყენებას ცდილობენ, რომელთა წყალობითაც, მათი ავტომობილი უფრო
ეფექტურები გახდება. ერთ-ერთი ამ თავისებურებათაგან, საბურავების აგებულების რადიკალურად
შეცვლაა. ანუ, სხვანაირი უნდა იყოს მათი ზომები და შესახედაობა. „პირელიში“
თვლიან, რომ ევროკავშირის რეგულაციების მნიშვნელოვანი გამკაცრების გამო,
საბურავების მწარმოებლებს ახალი გზების ძებნა მოუწევთ იმისათვის, რომ საუკეთესო
მაჩვენებლებს მიაღწიონ.
თუ ამჟამად ბორბლების საშუალო დიამეტრი 16 დუიმია,
თანდათან 20 დუიმიზე მეტი გახდება. ეს კი მხოლოდ ახალი ტექნიკური მოთხოვნების გამო
მოხდება. თუ როგორ საბურავებზე გადავლენ მალე ავტომობილები, ამის ნიმუში „აუდიმ“
თავის კონცეპტუალური „ურბან კონცეპტის“ სახით გვიჩვენა. ეს ავტომობილი თავისი
გარეგნობით, 1920-იანი წლების ავტომობილების სტილშია შესრულებული.
მაგრამ „აუდიმ“ ვიწრო და მაღალი საბურავები
კონცეპტუალურ ავტომობილზე დააყენა და არა სერიულზე. საინტერესო უფრო ისაა, თუ
რომელი კომპანია გარისკავს ასეთი ბორბლებით აღჭურვილი ავტოს ბაზარზე გამოტანას.
გარისკავს იმიტომ, რომ ასეთ ბორბლებს მომხმარებლები ალმაცერად შეხედავენ. ლაპარაკი
არაა სპორტულ ავტომობილებზე, რომლებისთვისაც ასეთი ბორბლები სრულიად შეუფერებელი
იქნება. არც ისაა გამორიცხული, რომ უკან დაყენებული შეწყვილებული ბორბლებიც
ვიხილოთ...
No comments:
Post a Comment