26 ოქტომბერი
რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკმა, წრიულ რბოლებში
საქართველოს ჩემპიონატის ბოლო, მე-7 ეტაპს უმასპინძლა. რბოლების ორგანიზატორთა
სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სეზონის დახურვას, არნახულად ბევრი მაყურებელი დაესწრო
(ამაზე მეტი მაყურებელი მხოლოდ ტრეკის გახსნას ჰყავდა). მთლიანად გაივსო ძირითადი
ტრიბუნა და მეორე ტრიბუნიდანაც რბოლებს უამრავი მაყურებელი ადევნებდა თვალს. და
რბოლების მონაწილეებმაც მათ შესანიშნავი სანახაობა მოუწყვეს.












