დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, June 9, 2013

„მერსედეს SLS AMG ელექტრიკ დრაივ“ ნურბურგრინგზე (ვიდეო)

Watch the Mercedes SLS AMG Electric Drive Silently Lap the 'Ring in 7:56.2
9 ივნისი
სამქიმიანთა ელექტრონული მონსტრის განავარდება მწვანე ჯოჯოხეთში, ელექტრომობილებისთვის ახალი რეკორდული დროით დასრულდა. 7 წუთი და 56.234 წამი ის დროა, რომელიც „მერსედეს SLS AMG ელექტრიკ დრაივმა“ ნურბურგრინგის ჩრდილოური მაყუჟის გასავლელად იმყოფინა. ამასთან, ეს არის პირველი ელექტრონული ავტომობილი, რომელმაც ეს ლეგენდარული წრე რვა წუთზე ნაკლებში გაიარა.

Saturday, June 8, 2013

„ფორდ ფიუჟნი“ 1.5-ლიტრიანი ეკობუსტით

Ford Fusion 1.5-liter EcoBoost Packs 178 HP
8 ივნისი
„ფორდი“ სულ უფრო ინტენსიურად იყენებს სერია ეკობუსტის ძრავებს, რომლებიც იმდენად ეფექტურია, რომ მცირელიტრაჟიანებიც კი, საშუალო ზომის მოდელებზეც უკვე ხშირად გვხვდება. მაგალითად, სედან „ფიუჟნზე“, რომელიც მალე 1.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ეკობუსტით აღიჭურვება.

რაიკონენი და რიკიარდო სტარტზე ორი ადგილით ჩამოაქვეითებენ

Raikkonen and Ricciardo given two-place grid drops
8 ივნისი
 კანადური დიდი პრიზის სტარტზე, კიმი რაიკონენი და დანიელ რიკიარდო ორ-ორი ადგილით უკან დაიწევენ. ამის მიზეზი, კვალიფიკაციის მეორე სეგმენტის განახლებისას, მათ მიერ პიტლეინიდან გამოსვლის წესის დარღვევა გახდა. კერძოდ, ისინი იმაზე ადრე გამოვიდნენ ტრასაზე, ვიდრე ამის უფლებას რეგლამენტი აძლევდა.

ორ წელიწადში 2000 ცალი “ავენტადორი“

After Two Years in Production, Lamborghini Builds 2,000th Aventador
8 ივნისი
მიუხედავად იმისა, რომ „ლამბორგინი ავენტადორი“ ძალიან ძვირი სუპერ ავტომობილია, მასზე მთელს მსოფლიოში მაინც სოლიდური მოთხოვნილებაა. სანტ’აგატა ბოლონეზეში ბაზირებულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ მე-2000 „ავენტადორი“ გამოუშვა. არადა, ჯერ მხოლოდ ორი წელია გასული მას შემდეგ, რაც ეს ავტომობილი ბაზარზე გამოჩნდა.

ფეტელმა როსბერგის საკვალიფიკაციო დომინაცია დაასრულა

Vettel on pole position for Canadian Grand Prix
8 ივნისი
თუმცა, რა ფეტელი და რის „მერსედესი“, კანადური კვალიფიკაციის ნამდვილ გმირად, თამამად შეგვიძლია ფ1-ის ფინელი ახალბედა ვალტერი ბოტასი მივიჩნიოთ. იმიტომ, რომ სებასტიან ფეტელისგან და ლუის ჰამილტონისგან პოულისთვის ბრძოლა აღარავის უკვირს. ბოტასს კი, თავისი „უილიამსით“, მესამე ადგილზე კი არა, კვალიფიკაციის მესამე სეგმენტშიც კი არავინ ელოდა. მითუმეტეს ისეთი წვიმიანი რბოლისას, როგორიც დღეს იყო.

„მერსედესს“ ჯარიმები ემუქრება

F1 penalties await Mercedes at June 20 tribunal
8 ივნისი
მონრეალის ტრეკის პადოკში ყველა „მერსედესის“ და „პირელის“ მიერ ჩატარებულ საიდუმლო ტესტებზე და ამის გამო მოსალოდნელ სანქციებზე ლაპარაკობს. FIA-ს ახალი საერთაშორისო ტრიბუნალი ამ საკითხზე 20 ივნისს იმსჯელებს. მოსმენაზე, რა თქმა უნდა, „მერსედესის“ და „პირელის“ წარმომადგენლებიც არიან დაბარებული.

Friday, June 7, 2013

„ოპელ ასტრა GTC“ ახალი ეკონომიური ტურბო ძრავით

Opel Astra GTC Gets New 1.6 SIDI Turbo Engine, Delivers 6.1 L/100 Km
7 ივნისი
„ოპელი“ თავის უახლეს, ბენზინის 1.6-ლიტრიან ტურბო (SIDI - ნიშნავს ნაპერწკლით აალება პირდაპირი შეფრქვევით) ძრავს თანდათან სულ უფრო მეტ მოდელზე იყენებს. ის ჯერ ხუთკარიან „ასტრაზე“ დააყენეს, შემდეგ კი უნივერსალზე, „კასკადაზე“ და „ზაფირაზე“ და ახლა უკვე GTC-ს ჯერიც დადგა.

„მიშლენს“ ფორმულა ერთში დაბრუნება სურს

Michelin considering F1 return
7 ივნისი
არაა გამორიცხული, რომ მომავალი სეზონიდან, ფორმულა ერთს ახალი რეგლამენტის გარდა, ახალი რეზინითაც მოუწიოთ ასპარეზობამ. „პირელისთან“ კონტრაქტის განახლების გაჭიანურების პარალელურად, სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება იტალიური კომპანიის შესაძლო შემცვლელთა შესახებ. მაგრამ ახლახანს, ფ1-ში დაბრუნებაზე უარი განაცხადა იაპონურმა „ბრიჯსტოუნმა“, რომელსაც მალე კორეულმა „ჰენკუკმაც“ მიბაძა.

კანადურ პრაქტიკებზე ალონსო უსწრაფესია

Alonso fastest in Canada practice
7 ივნისი
კანადა, მონრეალის ჟილ ვილნევის სახელობის ავტოდრომი, ფ1-ს წვიმით დახვდა. პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე, მრბოლებს სველ ტრასაზე მოუწიათ ასპარეზობამ, რაც მათს შედეგებზე აისახა კიდეც. ასეთ სიტუაციაში კი ყველაზე უკეთ ორიენტირება პოლ დი რესტამ შეძლო, ვინც საბოლოოდ, ცხრილს სათავეში მოექცა. თუმცა, მეორე პრაქტიკამ წვიმის გარეშე ჩაიარა და ასეთ „სამუშაო“ ვითარებაში, ყველას ფერნანდო ალონსომ აჯობა. რა თქმა უნდა, ორი პრაქტიკის ჯამშიც უსწრაფესი ესპანელი იყო.

„ასტონ მარტინი“ უნივერსალ „რეპიდის“ გამოუშვებას აპირებს

Aston Martin Rapide wagon headed for production?
7 ივნისი
ჟენევაში „ასტონ მარტინმა“ და „ბერტონემ“ კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად „ჯეტ 2+2“ წარადგინეს. ეს ავტომობილი ერთჯერადი კონცეპციაა, რომელიც „ბერტონემ“ შეკვეთით, ბრიტანული კომპანიის სედან „რეპიდის“ ბაზაზე დაამზადა. თუმცა აშკარაა, რომ სერიულ წარმოებაში მოხვედრის დიდი შანსიც აქვს.

ახალი „რეინჯ როვერ სპორტი“ პაიკს პიკის რეკორდსმენი გახდა

2014 Range Rover Sport Becomes Fastest Production Car on Pikes Peak
7 ივნისი
პაიკს პიკის წლევანდელი რბოლა მალე გაიმართება. და სანამ ამ სამთო ტრასაზე თანამედროვე შიდაწვისძრავიანი და ელექტრული მონსტრები გაინავარდებენ, „ლენდ როვერმა“ იქ თავის უახლეს „რეინჯ როვერ სპორტს“ სარეკლამო გარბენი მოუწყო. ამ გარბენის შედეგი კი უგზოობის სერიული ავტომობილების რეკორდია.

მე-12 თაობის „ტოიოტა კოროლა“

All-New 2014 Toyota Corolla Gains Fresh Looks, More Space and 7-Speed CVT
7 ივნისი
„ტოიოტამ“ თავისი ბესტსელერის, კომპაქტურ სედან „კოროლას“ მსოფლიო პრემიერა სანტა მონიკაში (აშშ, კალიფორნია) ჩაატარა. მზის სინათლემ პირველად იხილა ავტომობილი, რომლის წინამორბედიც, თავისი უღიმღამო გარეგნობის მიუხედავად, მთელს მსოფლიოში, მე-8 ყველაზე გაყიდვადი, „ტოიოტასთვის“ ყველაზე მნიშვნელოვან, ამერიკის ბაზარზე კი მეორე ყველაზე გაყიდვადი (პირველი იმავე ტოიოტას საშალო ზომის სედანი ქემრია) ავტომობილია.

Thursday, June 6, 2013

ასეთი იქნება „ჰიუნდაის“ ტესტ ცენტრი ნურბურგრინგზე

Hyundai Previews Nurburgring Test Center
6 ივნისი
„ჰიუნდაიმ“ გამოაქვეყნა ნურბურგრინგზე თავისი მომავალი ტესტ ცენტრის პროექტის ორი ფოტო. ცენტრი უკვე აგვისტოდან ამოქმედდება და ის დიდ როლს შეასრულებს კორეული კომპანიის ავტომობილების სრულყოფის საქმეში. ცენტრი ოთხსართულიანი იქნება, რომელშიც VIP კლიენტურისთვის დპრციალური პავილიონია გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, ცენტრს ექნება საოფისე და საინჟინრო სივრცე.

შიდასეზონური ტესტები მომავალ სეზონში დაბრუნდება

In-season testing to return in 2014
6 ივნისი
იტალიური გამოცემა „გაძეტა დელო სპორტი“ ირწმუნება, რომ მომავალი სეზონიდან ფორმულა ერთში შიდასეზონური ტესტები დაბრუნდება. არადა, მონაკოს დიდი პრიზის წინ, გერმანული „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ იტყობინებოდა, რომ FIA-მ უარყო „ფერარის“ შეთავაზება, რომელიც აეროდინამიკური ტესტების, სწორზე ტესტებისა და სარეკლამო ტესტების ნაცვლად, სამუშაო ტესტები დაბრუნებას ითვალისწინებდა.

კონცეპტუალური ავტომობილი „ბეემვეს“ ასწლოვანი იუბილესთვის

BMW 100th Anniversary Concept Rendered
5 ივნისი
სამი წელიც და „ბეემვეს“, რომელიც 1916 წელს ფრანც პოპმა დააარსა, საუკუნე შეუსრულდება. მაგრამ ზოგს მიაჩნია, რომ ბავარიული კომპანია, კარლ ფრიდრიხ რაპის დაარსებულია, რომელმაც სამი წლით ადრე ჩამოაყალიბა „რაპ მოტორენვერკე“, კომპანია, რომელიც საავიაციო ძრავებს აწარმოებდა, შემდგ კი „ბეემვედ“ გადაკეთდა.