Watch the Mercedes SLS AMG Electric Drive
Silently Lap the 'Ring in 7:56.2
9 ივნისი
სამქიმიანთა ელექტრონული მონსტრის განავარდება მწვანე
ჯოჯოხეთში, ელექტრომობილებისთვის ახალი რეკორდული დროით დასრულდა. 7 წუთი და 56.234
წამი ის დროა, რომელიც „მერსედეს SLS AMG ელექტრიკ დრაივმა“ ნურბურგრინგის ჩრდილოური
მაყუჟის გასავლელად იმყოფინა. ამასთან, ეს არის პირველი ელექტრონული ავტომობილი,
რომელმაც ეს ლეგენდარული წრე რვა წუთზე ნაკლებში გაიარა.
„პირველი მწარმოებელი, რომლის სერიულმა ელექტრულმა მანქანამაც
ჩრდილოური მაყუჟი რვა წუთზე ნაკლებში გაიარა, „მერსედეს-AMG-ა“.
ეს რეკორდული გარბენი, სიახლეებისკენ ჩვენი ლტოლვის კიდევ ერთი გამოვლინებაა“, -
ამბობს „მერსედეს-AMG-ს“ თავმჯდომარე ოლა კალენიუსი.
„მერსედესი“ აცხადებს, რომ ავტომობილი, რომელმაც ნურბურგრინგის
ჩრდილოურ მაყუჟზე, სერიული ელექტრომობილების რეკორდი გააუმჯობესა, სერიულ
ავტომობილებს მიეკუთვნება, რადგან მისი გაყიდვები ამ თვის ბოლოს დაიწყება. გერმანიაში
ავტომობილის ფასი 416 500 ევროა. ჯერჯერობით, მისი გაყიდვა მხოლოდ ევროპულ ბაზარზე
იგეგმება.
„მერსედეს SLS AMG ელექტრიკ დრაივი“ სრულამძრავიანი
ავტომობილია. მის ბორბლებს მამოძრავებელი ძალით ოთხი ელექტროძრავი ანიჭებს, რომლებიც
თავ-თავის ბორბალს ემსახურება. მათი ჯამური სიმძლავრე 751 ცხენის ძალა,
მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 1000 ნიუტონმეტრია. ავტომობილს ადგილიდან 100
კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 3.9 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი ელექტრონიკით,
250 კმ/სთ ნიშნულზეა შეზღუდული.
როგორც ყველა ელექტრომობილს, „მერსედეს SLS AMG
ელექტრიკ დრაივზეც“, ძრავები მაქსიმალურ მომენტს პირველივე ბრუნზე გამოიმუშავებენ,
რაც განპირობებს კიდეც ავტომობილის ძალიან სწრაფ აჩქაარებას. რაც შეეხება
მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვას, ამის მიზანი ენერგიის ეკონომიაა, რადგან უფრო
დატვირთვის შემთხვევაში, ელემენტების ბლოკში ენერგია ძალიან სწრაფად გამოილევა.
ვიდეო
No comments:
Post a Comment