F1 penalties await Mercedes at June 20 tribunal
8 ივნისი
მონრეალის ტრეკის პადოკში ყველა „მერსედესის“ და „პირელის“
მიერ ჩატარებულ საიდუმლო ტესტებზე და ამის გამო მოსალოდნელ სანქციებზე ლაპარაკობს.
FIA-ს ახალი საერთაშორისო ტრიბუნალი ამ საკითხზე 20 ივნისს იმსჯელებს. მოსმენაზე,
რა თქმა უნდა, „მერსედესის“ და „პირელის“ წარმომადგენლებიც არიან დაბარებული.
„პირელის“ დაცვა ამბობს, რომ FIA-სთან არსებული
კონტრაქტით, საბურავების ტესტირების უფლება აქვს. რა თქმა უნდა, ტესტირებისას
რეგლამენტის ზედმიწევნით შესრულებაა მოთხოვნილი. ამაზე „ზაუბერის“ შეფი მონიშა კალტენბორნი
ამბობს, რომ საკონტრაქტო პირობები რეგლამენტზე მაღლა ვერ დადგება.
ესპანური „მარკა“ იტყობინება, რომ სამქიმიანებს
ჯარიმის სახით 5-10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. „რედ ბულის“ სპორტული მრჩეველი
ჰელმუტ მარკო ამბობს, რომ მარტო ფულადი ჯარიმა არ კმარა და საჭიროა, „მერსედესს“
ქულებიც ჩამოერთვას. ალბათ იმ ქულებზეა ლაპარაკი, რომლებიც გუნდმა მონაკოში, საიდუმლო
ტესტების შემდეგ მოიპოვა.
საინტერესოა, რომ გერმანული გუნდი ირწმუნებოდა,
თითქოს ტესტების უფლება თვით FIA-ს ტექნიკურ დირექტორ ჩარლი უაიტინგისგან მიიღო.
მაგრამ როგორც ირკვევა, უაიტინგის წერილში ისიც ეწერა, რომ ტესტების ჩატარების
უფლებას იმ პირობით გასცემდა, თუ ამის შესახებ, სხვა გუნდებსაც ეცოდინებოდათ.
მონრეალში სამქიმიანბის ეშეფმა როს ბრაუნმა აღიარა,
რომ ტესტების გადაწყვეტილება მხოლოდ მან მიიღო. იმვე პრესკონფერენციას „პირელის“ მოტორსპორტის
დირექტორი პოლ ჰემბრიც უნდა დასწრებოდა, მაგრამ ადვოკატთა რჩევით, ის
ჟურნალისტებთან ურთიერთობას მოერიდა. ბრაუნმა არ უპასუხა კითხვებს იმაზე, იცოდნენ
თუ არა ტესტების შესახებ ნიკი ლაუდამ და ტოტო ვოლფმა. ამასთან, ის ირწმუნება, რომ
მის გუნდს ტესტების ჩატარების სრული უფლება ჰქონდა.
არსებობს კითხვა - რატომ ეხურათ ლუის ჰამილტონს და
ნიკო როსბერგს შავი ფერის ჩაფხუტები, რაც გასაიდუმლოების ეჭვს აღძრავს? ვოლფი
ამაზე პასუხობს, რომ ამის მიზეზი, საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩენის სურვილი
იყო, რადგან გუნდს ტრასაზე არც დაცვა ჰყოლია და არც პრეს ატაშეები, რომლებიც
საზოგადოებასთან ურთიერთობებს უძღვებიან. არადა, იყო იმის რეალური საშიშროება, რომ
ამ ამბის გაგების შემდეგ, ტრასას ფანები მოაწყდებოდნენ. ტესტების საიდუმლოდ
ჩატარება რომ გვდომოდა, ჩვენს მექანიკოსებს გუნდის უნიფორმებს არ ჩავაცმევდითო -
ირწმუნება ვოლფი.
როგორც
ირკვევა, ტესტების შესახებ, პირველად უაიტინგს მრბოლთა ასოციაციის დირექტორებთან -
ჯენსონ ბატონთან, სებასტიან ფეტელთან და პედრო დე ლა როსასთან უთქვამს. რა თქმა
უნდა, ამათ ამბავი თავიანთ გუნდებს შეატყობინეს, რომლებმაც რეაგირება მონაკოში ჩასვლისთანავე
მოახდინეს.
No comments:
Post a Comment