Opel Astra GTC Gets New 1.6 SIDI Turbo Engine,
Delivers 6.1 L/100 Km
7 ივნისი
„ოპელი“ თავის უახლეს, ბენზინის 1.6-ლიტრიან ტურბო (SIDI - ნიშნავს ნაპერწკლით აალება პირდაპირი შეფრქვევით) ძრავს თანდათან სულ უფრო მეტ მოდელზე იყენებს. ის ჯერ ხუთკარიან „ასტრაზე“ დააყენეს, შემდეგ კი უნივერსალზე, „კასკადაზე“ და „ზაფირაზე“ და ახლა უკვე GTC-ს ჯერიც დადგა.
„ოპელი“ თავის უახლეს, ბენზინის 1.6-ლიტრიან ტურბო (SIDI - ნიშნავს ნაპერწკლით აალება პირდაპირი შეფრქვევით) ძრავს თანდათან სულ უფრო მეტ მოდელზე იყენებს. ის ჯერ ხუთკარიან „ასტრაზე“ დააყენეს, შემდეგ კი უნივერსალზე, „კასკადაზე“ და „ზაფირაზე“ და ახლა უკვე GTC-ს ჯერიც დადგა.
აგრეგატი 170 ცხენის ძალას და 260 ნიუტონმეტრს (1650-3200
ბრ/წთ დიაპაზონში) გამოიმუშავებს. მას აქვს ზეაჩქარების ფუნქცია, რომლის
წყალობითაც, მაბრუნი მომენტი წამიერად 280 ნიუტონმეტრამდე იზრდება. ეს თვისება
განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როდესაც გასწრების მანევრის შესრულებაა
საჭირო. მისი წყალობით, მანევრი უფრო დამაჯერებლად და უსაფრთხოდ სრულდება.
ახალი ძრავით, მასთან შეწყვილებული 6-საფეხურიანი
მექანიკური ტრანსმისიით და სისტემა სტოპ-სტარტით, „ასტრა GTC-ს“ 100 კილომეტრის
გასავლელად, მხოლოდ 6.1 ლიტრი საწვავი (მართვის ახალი ევროპული ციკლით) ჰყოფნის. ყოველი
კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში 143 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. ამგვარად,
ის 1.6-ლიტრიან წინამორბედზე დაახლოებით 15 პროცენტით ეკონომიურია.
ახალი ძრავით, „ასტრა GTC-ს“ ადგილიდან 100 კმ/სთ
სიჩქარის აკრეფა 8.6 წამში შეუძლია, 80-120 კმ/სთ-ს 9.3 წამში ავითარებს, მისი
მაქსიმალური სიჩქარე კი 219 კმ/სთ-ია.
„2016 წლამდე ჩვენ ძრავების სამ ახალ ოჯახს გაგაცნობთ
და მთლიანობაში, 13 ახალ ძრავსა და ბევრ ახალ ტრანსმისიას გამოვუშვებთ. 1.6 SIDI
ძღავი ამ პროგრამის დასაწყისია. თავისი შესანიშნავი მახასიათებლებით, ტურბო და
უშუალო შეფრქვევის სისტემით აღჭურვილი ძრავი კარგად მიესადაგება „ასტრა GTC-ს“
ხასიათს, რომელშიც დაკუნთული გარეგნობა დახვეწილ სტილთანაა შერწყმული. და ეს
ყველაფერი ტემპერამენტიანსა და იმავდროულად, ეკონომიურ ხასიათს კარგად ავსებს“, -
ამბობს „ოპელის“ მმართველი საბჭოს წევრი მაიკ აბლესონი, ვინც საინჟინრო საქმეებს
განაგებს.
ახალ
„ასტრა GTC 1.6 SIDI-ზე“ შესაძლებელია როგორც 6-საფეხურიანი მექანიკური, ასევე 6-საფეხურიანი
ავტომატური კოლოფის დაყენება. ამ უკანასკნელს აქვს ხელით გადართვის რეჟიმი, რისი
წყალობითაც, მექანიკური კოლოფივით მუშაობს. გერმანიაში ავტომობილის სასტარტო ფასი 23
850 ევროა.
No comments:
Post a Comment