5 მაისი
უკვე რამდენიმე წელია, ამერიკული კომპანია SSC ჰიპერ
ავტომობილ „ტუატარაზე“ მუშაობს და აქამდე მის შესახებ ინფორმაციას მაქსიმალურად
ასაიდუმლოებდა. თუმცა, ახლახანს საიდუმლოებას ფარდა გამოცემა „გიზმაგმა“ ახადა,
რომელმაც „გვახარა“, რომ მალე ჯიბესქელ მოკვდავებს, ამ ავტომობილის შეძენის
საშუალება მიეცემათ. რაც მთავარია, გავრცელებული ინფორმაცია ირწმუნება, რომ „ტუატარა“
მსოფლიოს უსწრაფესი ავტომობილი გახდება.














