2 მაისი
აკიო ტოიოდა, მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის, „ტოიოტას“ მთავარი აღმასრულებელია და რბოლების ტრფიალი. მას არაერთი ავტომობილის ტესტებში მიუღია მონაწილეობა. მათ შორის ორჯერ, 2007 და 2009 წლებში, ნურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში. მაშინ „ტოიოტას“ ვიცე პრეზიდენტი იყო, ახლა კი კომპანიის შეფია. და აი, „ჯაპან ტაიმსი“ იუწყება, რომ აკიო ტოიოდა ნურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში იასპარეზებს.

ცნობისათვის, ოთხი წლის წინ, ტოიოდამ „ლექსუსის“
სუპერ ავტომობილ LF-A-თი იასპარეზა. მაშინ მისმა ეკიპაჟმა 87-ე ადგილი დაიკავა
(სულ რბოლაში 170 ეკიპაჟი მონაწილეობდა). „ჯაპან ტაიმსი“ არ აზუსტებს, ამჯერად რა
ავტომობილით იასპარეზებს კომპანიის შეფი. სავარაუდოდ, ეს იქნება სარბოლოდ
მომართული „ტოიოტა GT-86“.
No comments:
Post a Comment