3 მაისი
„აუდი“ ლუქს კლასის უგზოობის ავტომობილის წარმოებას
გეგმავს, რომლითაც „ლენდ როვერის“ შესაბამისი კლასის „რეინჯ როვერ სპორტს“
კონკურენციას გაუწევს. ამ ინფორმაციას გერმანული კომპანიის კვლევისა და
განვითარების შეფი ვოლფგანგ დიურჰაიმერი
ავრცელებს. მისი თქმით, ახალი ავტომობილის სახელი Q8
იქნება და მისი გაყიდვები 2016 წელს დაიწყება.
რამდენად ძნელად დასაჯერებელიც უნდა იყოს, ახალი
ავტომობილი Q7-ზე გრძელი და დაბალი იქნება. „გავაკეთებთ თუ არა Q7-ზე დიდ
მანქანას? რა თქმა უნდა. „ბენტლიმ“ დაამტკიცა, რომ უფრო ძვირადღირებული უგზოობის
ავტომობილებისთვის, გამაში ადგილი გვაქვს“, - ბრიტანულ გამოცემა „ავტო ექსპრესთან“
საუბრისას განაცხადა დიურჰაიმერმა.
მისივე თქმით, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალ ბრენდებს
შორის კონკურენცია წახალისებულია, რადგან ეს პროდუქციის სწრაფ განვითარებას
იწვევს. აღმასრულებელი ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ „ბენტლი“ უგზოობის ავტომობილს
გამოუშვებს. უფრო მეტიც, ის ყველანაირად ცდილობს, რომ „ლამბორგინიმ“ „ურუსის“
წარმოება დაიწყოს - იტალიური კომპანია, გერმანულ ჯგუფში სწორედ „აუდის“ ექვემდებარება.
Q8-ს გარდა, ინგოლშტადტელები Q-ს სერიით სხვა ახალი
ავტომობილების გამოშვებასაც გეგმავენ. დიურჰაიმერი ამბობს, რომ მის კომპანიას,
ეგრეთ წოდებული საწყისი (ენტრი ლეველ) დონის უგზოობის ავტომობილიც ესაჭიროება.
ასეთს შეიძლება Q2 ან Q1 ეწოდოს. გერმანულ გამოცემა „აუტო ცაიტუნგის“ ინფორმაციით,
ასეთი ავტომობილი „ფოლკსვაგენის“ MQB პლატფორმას დაეყრდნობა, გარეგნულად კი კონცეპტუალურ
„ქროსლეინ კუპეს“ დაემსგავსება. ბაზარზე მისი კონკურენტები „მინის“ „ქანთრიმენი“
და „პეისმენი“ იქნებიან. გამოცემის ვარაუდით, უგზოობის პატარა ავტომობილის
წარმოება 2015 წელს უნდა დაიწყოს.
გარდა
ამისა, „აუდი“ სპორტულ ქროსოვერ Q6-საც გამოუშვებს. 2016 წელს დაიწყება და ის
გამაში Q5-სა და Q7-ს შორის არსებულ ნიშას შეავსებს. „აუდი Q6“ კონკურენციას „ბეემვე
X6-ს“
გაუწევს.
No comments:
Post a Comment