დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, May 1, 2013

„როლს როისი“ ღია „ვრეიტსაც“ გამოუშვებს


Rolls-Royce CEO Confirms Convertible Wraith, Dismisses SUV Rumors
1 მაისი

„როლს სროისი“ მთავარმა აღმასრულებელმა ტორსტენ მიულერ-ოტვოსმა განაცხადა, რომ მისი კომპანია კუპე „ვრეიტის“ ღია ვერსის გამოშვებასაც აპირებს. თუმცა, მანვე უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ბრიტანული კომპანია უგზოობის ავტომობილის გამოშვებასაც გეგმავს. ამასთან, მიულერ-ოტვოსი დასძენს, რომ ღია „ვრეიტის“ წარმოების დაწყებას დაახლოებით ორი წელი მაინც დასჭირდება.

„შემიძლია ვთქვა, რომ „ვრეიტის“ დიზაინი, თავმოხდილი კუპესთვის შესაფერისია. ვფიქრობ, ეს ჩვენი შემდეგი ავტომობილი იქნება. ოღონდ, ამ ეტაპზე შემიძია გითხრათ, რომ მას მხოლოდ ექსკლუზიური შეკვეთებით გამოვუშვებთ და ძალიან შეზღუდული რაოდენობით დავამზადებთ. ამასთან, ჩვენ არანაირი გეგმა არ გვაქვს უგზოობის ავტომობილთან დაკავშირებით“, - გამოცემა „ავტო ექსპრესთან“ საუბრისას განაცხადა მიულერ-ოტვოსმა.

კომპანიის შეფი ასევე „ფანტომის“ მომავალსაც შეეხო. მან თქვა, რომ „როლს როისი“ ამ ავტომობილის შეცვლას განიხილავს. შეგახსენებთ, რომ „ფანტომის“ გაყიდვები ათი წლის წინ დაიწყო, მისი შემცვლელი კი სამ წელზე ადრე ვერ გამოვა. მიულერ-ოტვოსმა ასევე თქვა, რომ მისი კომპანიის საწარმო ისევ გუდვუდში დარჩება, სადაც ამჟამად წლიურად დაახლოებით 3000 ავტომობილს აწარმოებენ, „ვრეიტის“ წარმოების დაწყების შემდეგ კი წარმოების მოცულობა 4700-ს მიაღწევს.
კომპანიის შეფმა ასევე არ გამორიცხა შემდეგი თაობის „ფანტომის“ პლაგ-ინ ჰიბრიდული ძალური დანადგარით აღჭურვა. მისი თქმით, მთავარი მოთხოვნა ამისათვის იქნება ის, რომ ავტომობილს ერთი დამუხტვით, სვლის საკმარისი სიშორე ჰქონდეს და ქალაქში მხოლოდ ელექტრო ენერგიის ხარჯზე გადაადგილება შეეძლოს.

No comments:

Post a Comment