Ford US Sales Up 18
Percent Last Month
1 მაისი
„ფორდ მოტორმა“ გამოაცხადა, რომ აპრილში მისი
ამერიკული გაყიდვები 18 პროცენტით (შარშანდელ აპრილთან შედარებით) არის გაზრდილი. აქედან,
21 პროცენტი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, 16 პროცენტი კი - პიკაპებსა და უგზოობის
ავტომობილებზე. 2007 წლის შემდეგ, ეს ცისფერი ოვალის საუკეთესო აპრილია.
გაყიდვების რეკორდული ზრდა აქვს საშუალო ზომის
სედან „ფიუჟნსა“ და კომპაქტურ ქროსოვერ „ისკეიპს“, რომელთა გაყიდვებიც
შედსაბამისად, 24 და 52 პროცენტით არის გაზრდილი. ამასთან, F-სერიის პიკაპების
გაყიდვებმა, 2006 წლის შემდგომ პერიოდში, რეკორდულ ზღვარს მიაღწია. ამერიკულმა
კომპანიამ კიდევ ერთ რეკორდს „ლინკოლნის“ ბიზნესში მიაღწია - აპრილში ლუქს კლასის
აღმასრულებლის სედან MKZ-ის რეკორდული გაყიდვა დაფიქსირდა - სულ 4000-ზე ოდნავ
მეტი MKZ-ია გაყიდული.
„არნახულად თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რათა სრულიად
ახალ, ეკონომიურ „ფიუჟნსა“ და „ისკეიპზე“ არსებული რეკორდული მოთხოვნის
დაკმაყოფილება შევძლოთ. გაყიდვების ზრდა განსაკუთრებით მაღალია სანაპირო
რეგიონებში. მშენებლობის ბიზნესის განვითარების ფონზე, იზრდება F-სერიის პიკაპების
გაყიდვებიც“, - ამბობს „ფორდის“ ვიცე პრეზიდენტი კენ ჩუბაი, ვინც ამერიკის ბაზარზე
გაყიდვებს, სერვისსა და მარკეტინგს უძღვება.
F-სერია ამერიკის ყველაზე პოპულარულ, პიკაპების ბაზარის
ბესტსელერია და მოწინავე პოზიციას ათწლეულებია (36 წელია), არავის უთმობს. ამ
სერიის ავტომობილების გაყიდვები, ზედიზედ 21-ე თვეა, რაც იზრდება. (შარშანდელ
აპრილთან შედარებით, მისი გაყიდვები 19 პროცენტით არის გაზრდილი.
No comments:
Post a Comment