დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, May 4, 2013

„რენო ტვიზი“ ფორმულა ერთის ფრთებით და კერს-ით

Renault Puts F1 Wings and KERS on the Twizy, Makes It as Fast as the Mégane RS 265!
4 მაისი
„რენოსპორტი“ გიჟური პროექტებითაა ცნობილი. მაგრამ ეს პროექტი ყველაზე გამორჩეულია. მისი სახელია „ტვიზი რენო სპორტ F1“. ეს არის კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც გვიჩვენებს, რას მიიღებთ, თუ პატარა ელექტრომობილზე ფ1-ის ტექნოლოგიებს გამოიყენებთ. „რენოსპორტის“ სპეციალისტების გარდა, კონცეპტუალური ავტომობილის შექმნაზე, „რენოსპორტ ფ1-ის“ სპეციალისტებმაც იმუშავეს.

საბოლოო პროდუქტი სულაც არ ჰგავს საქალაქო პატარა ელექტრომობილს, რომელსაც თითზე ჩამოსათვლელი ცხენის ძალები ამოძრავებს. პირველ რიგში, თვალში საცემია სარბოლი ავტომობილის ბორბლები, როგორებზეც ფ1-ის ავტომობილები დგას. სარბოლი ბოლიდის მსგავსად, „ტვიზი რენო სპორტ F1“ ასევე აღჭურვილია წინა სპლიტერით, გვერდთა ჰაერის ამღებებით, უკანა ფრთით და დიფუზორით. უკანა ბამპერის მსგავს წარმონაქმნზე კი მოთავსებულია ეგრეთ წოდებული წვიმის მაშუქი, რომელიც წვიმიან ამინდში მანქანის ამოსაცნობად გამოიყენება.

 ერთი შეხედვით, „ტვიზი რენო სპორტ F1“ მხოლოდ საჩვენებელი ავტომობილია, გადაადგილების უნარის გარეშე. მაგრამ ასე სულაც არაა. ფრანგული კომპანიის სპეციალისტებმა, პატარაავტომობილი ფ1-ის კერს-ის სისტემით აღჭურვეს. კერს-ის დახმარებით, სტანდარტული „ტვიზის“ სიმძლავრე თითქმის ექვსჯერ გაიზარდა და თითქმის 100 ცხენის ძალას მიაღწია. ეს კი საკმარისია იმსიათვის, რომ კონცეპტუალურმა ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 6 წამში აკრიფოს. ამ ტემპერამენტით კი ის კონკურენციას თვით სარბოლ „მეგან რენსპორტ 265-საც“ კი გაუწევს.


„ტვიზი რენო სპორტ F1“ დგას გლუვ საბურავებზე, როგორებსაც ფორმულა „რენო 2.0-ის“ სარბოლ ავტომობილებზე იყენებენ. ფ1-ის ტიპისაა საჭის რგოლი, რომელიც ფორმულა „რენო 3.5-ის“ სარბოლი ავტომობილისგან აიღეს. ფორმულის ტიპისაა უკანა ხედვის სარკეებიც. კერს-ის ჩასატევად, ინჟინრებმა ამოიღეს სამოქალაქო „ტვიზის“ უკანა სავარძელი, რომელიც მძღოლის სავარძლის უკან მდებარეობს.
კერს-ი სამ ძირითად ელემენტს მოიცავს. ესენია ელექტრო ძრავი/გენერატორი, რომელიც პირდაპირ კარდანის ლილვთანაა დაკავშირებული, ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი და კერს-ის საკონტროლო ბლოკი. იმის წყალობით, რომ კერს-ი მუდმივად გამოიმუშავებს ენერგიას, მისი სიმძლავრე თითქმის ყოველთვის ჩართულია საქმეში და შესაბამისად, თუ საწყისი „ტვიზის“ სიმძლავრე მხოლოდ 17 ცხენის ძალაა, მოდერნიზაციის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 97 ცხენის ძალამდე გაიზარდა. ისევე როგორც ფ1-ის მანქანებში, კერსი-ს ავტომობილისთვის დამატებითი ძალის მინიჭება მხოლოდ 13 წამით შეუძლია. სამაგიეროდ, მაქსიმალური სიჩქარე ფ1-სგან შორსაა - მხოლოდ 109 კმ/სთ.
რა თქმა უნდა, „რენო“ ამ ავტომობილის სერიულ წარმოებას არ აპირებს. თუმცა, მათი სისტემა კერს-ით აღჭურვა სრულიად სასარგებლო საქმედ მოსჩანს. ამ სისტემის დახმარებით, ელექტრომობილი დამატებითი ენერგიის შეგროვებას გზაშივე მოახერხებს, რაც მის სვლის სიშორეს გაზრდის.

No comments:

Post a Comment