დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, April 5, 2013

„მინი“ თავის გამას ალბათ შეამცირებს


Mini may have overexpanded, some models may not be replaced
5 აპრილი
საოცარია, მაგრამ „მინი“ თავისი სამოდელო გამის შეკვეცაზე ალაპარაკდა. არადა, ცოტა ხნის წინ, ბრიტანული კომპანია გვპირდებოდა, რომ მისი მოდლების რიცხვი ათამდე გაიზრდებოდა. ახლა კი, როდესაც ავტომობილების განახლების დრო დადგა, გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა, ზოგი მოდელი აღარც განახლდეს.

„ფორდმა“ „კუგას“ წარმოება გაზარდა


Ford Increases Kuga Production to Meet Higher Demand
5 აპრილი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ უგზოობის „კუგაზე“ ევროპაში გაზრდილი მოთხოვნის გამო, მის წარმოებას გაზრდის. ბოლო წლებში, ევროპაში უგზოობის ავტომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. მათ ძირითადად ოჯახის მქონე პირები ყიდულობენ. „ფორდ კუგაზე“ ყველაზე დიდი მოთხოვნა კი ბრიტანეთშია, სადაც ამერიკულ კომპანიას ამ ავტომობილზე 8000-ზე მეტი შეკვეთა აქვს მიღებული. ვალენსიას (ესპანეთი) ქარხანაში „კუგას“ წლიური წარმოება 10 000-ით გაიზრდება.

ფეტელის შეტევისას ვებერს საწვავის დაზოგვა უწევდა


Webber low on fuel during Vettel attack - report
5 აპრილი
ამ ინციდენტიდან ორი კვირა გავიდა, მაგრამ ის მაინც აქტუალურია. სებასტიან ფეტელმა ბოდიში მოუხადა გუნდს და თანაგუნდელს, თუმცა დღეს ყველა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გერმანელმა მარკ ვებერს ბრძოლაში გაასწრო და გუნდური მითითების (ეგრეთ წოდებული „მულტი 21“, რომელიც ნიშნავდა, რომ ფინიში პირველს ავსტრალიელს უნდა გადაეკვეთა, შემდეგ კი ფეტელს - მათი მანქანების ნუმერაციის შესაბამისად) შეუსრულებლობის მიუხედავად, ის ამ გამარჯვებას იმსახურებდა.

გენერლები ახალ, ეფექტურ ელექტრომობილზე მუშაობენ

GM Reportedly Working on EV With 200-Mile Range
5 აპრილი
„ჯენერალ მოტორსმა“ 1990-იან წლებში პირველმა დაიწყო ელექტრომობილებზე მუშაობა, თუმცა „მწვანე მოძრაობაში“ შემდეგ პირველობა სხვებს დაუთმო. მოგვიანებით კი ბაზარზე სერიული პლაგ-ინ ჰიბრიდული ელექტრომობილი „შევროლე ვოლტი“ გამოუშვა, რომელზეც ერთდროულად, დიდ იმედებსაც ამყარებდა და რომლის პერსპექტივასთან დაკავშირებითაც, მისსავე მარკეტოლოგებს საფუძვლიანი ეჭვი გააჩნდათ.

ფ1-ის ძრავების მწარმოებლებს დამატებითი ტესტების უფლება მისცეს

Engine makers to get extra January test - report
5 აპრილი

ფორმულა ერთის ძრავების მწარმოებლებმა, მომავალი სეზონის წინ, დამატებითი ტესტების ჩატარების უფლება მოიპოვეს. ამ ტესტების ჩატარების წინააღმდეგ რამდენიმე, სავარაუდოდ მცირებიუჯეტიანი გუნდი გამოდიოდა. მათი არგუმენტი ის იყო, რომ დამატებითი ტესტები ხარჯების ზრდას გამოიწვევს.

Thursday, April 4, 2013

მარსამდე მხოლოდ ელექტროენერგიით


150 million combined electric miles equivalent of trip from Earth to Mars
4 აპრილი
„შევროლემ“ საკუთარ ვებგვერდზე საინტერესო სტატისტიკური გამოკვლევა ჩაატარა, რომელმაც დაადასტურა, რომ „შევროლე ვოლტის“ მფლობელები, თავიანთი პლაგ-ინ ჰიბრიდული ელექტრომობილის ექსპლუატაციისას, თითქმის ყოველთვის აღწევენ იმ კილომეტრაჟს, რომელიც ამ ავტომობილს აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ მიაკუთვნა. ეს არის 2.5 ლიტრი ბენზინი 100 კილომეტრზე.

„მერსედესი“ X-კლასს „მინისთან“ საკონკურენციოდ გამოუშვებს

Mercedes said to plan X-class range to rival BMW's Mini
4 აპრილი
გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „მერსედეს-ბენცს“ გადაწყვეტილი აქვს სუბკომპაქტური ავტომობილების სრული გამის წარმოება, რაშიც მას პარტნიორობას „რენო-ნისანის“ ალიანსი გაუწევს. ამ ეტაპზე, შტუტგარტში ასეთ ავტომობილებს X-კლასად მოიხსენიებენ. მათი ფასი 20 000 ევროზე ნაკლები უნდა იყოს და ისინი კონკურენციას „ბეემვეს“ „მინის“ და „აუდი A1-ს“ გაუწევენ. ახალი კლასი, სამქიმიანების გამაში, „სმარტსა“ და A-კლასს შორის ნიშას შეავსებს.

დი რესტას აზრით, პატარა გუნდებს სეზონის მეორე ნახევარში გაუჭირდებათ

Di Resta expects 2014 car design to hinder late 2013 development
4 აპრილი

პოლ დი რესტა ფიქრობს, რომ სეზონის მეორე ნახევარში, „ფორს ინდიას“ ძალიან გაუჭირდება თავის შესაძლებლობათა განაწილება იმისათვის, რომ ახლანდელი მანქანის განვითარებაც გააგრძელოს და მომავალი სეზონისთვის, სრულიად ახალი მანქანის შემუშავების პროცესიც დაიწყოს. და ამ მდგომარეობაში ყველა ის საჯინიბო აღმოჩნდება, რომლებსაც მცირე ბიუჯეტი აქვთ.

„ბეემვეს“ კონცეპტუალური X4 შაჰნაიში პრემიერის წინ

New BMW X4 Concept: First Official Photos Surface Online
4 აპრილი
„ბეემვე“ შანჰაის მოტორ შოუზე, პირველად გვიჩვენებს თავის უახლეს ავტომობილს, სპორტულ ქროსოვერ X4-ს, რომელიც რეალურად, წინასერიული ავტომობილი კი არის, მაგრამ მის კონცეპტუალურობას ხაზს გარეგნობაში ქრომირებული დეტალების სიმრავლე და ალუმინის უზარმაზარი ბორბლები უსვამს. ჩამოთვლილი წვრილმანების გარდა, ავტომობილის ექსტერიერი კონვეიერამდე ბევრი არაფრით შეიცვლება.

Wednesday, April 3, 2013

„პორშე პანამერა“ - განახლება და ახალი ვარიანტები

Porsche Panamera Facelift Gets New LWB, 410HP Turbo V6 and Plug-in Hybrid Variants
3 აპრილი
„პორშემ“ განახლებული „პანამერას“ ფოტოები და ტექნიკური მახასიათებლები ინტერნეტით გაავრცელა. კოსმეტიკური ცვლილებების გარდა, დიდი სიახლე, ავტომობილის გამაში პლაგ-ინ ჰიბრიდული და გრძელბაზიანი ვერსიების, ასევე ტურბო V6 ძრავით აღჭურვილი S და 4S ვერსიის დამატებაა. ამასთან, მყიდველს გრძელბაზიან „პანამერას“ ორი სააღმასრულებლო დონის სახით შესთავაზებენ.

„მაკლარენმა“ ამერიკაში P1 თითქმის სულ გაყიდა

McLaren P1 Almost Sold Out in US
3 აპრილი

ნიუ იორკის ავტო შოუზე, „მაკლარენის“ ჩრდილოამერიკული შტოს დირექტორმა ენტონი ჯოზეფმა განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ თითქმის მთლიანად გაყიდა უახლეს ჰიპერ ავტომობილ P1-ის ის პაკეტი, რომელიც ამერიკის ბაზრისთვის იყო გამოყოფილი. „ჩვენ უკვე ჩვენთვის გამოყოფილი მანქანების 75 პროცენტი გავყიდეთ და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ივნისის ბოლოს შეკვეთების მიღებას შევწყვეტთ“, - განაცხადა ჯოზეფმა, ვისაც არ დაუზუსტებია, თუ რამდნი P1 იყო გამოყოფილი ამერიკისთვის.

„ფორდი“ ახალ „მონდეოს“ ესპანეთში გამოუშვებს

Ford Mondeo Goes On sale in China as Europe Awaits Start of Spanish Production
3 აპრილი
თავის დროზე, „ფორდმა“ საშუალო ზომის სედანი „მონდეო“ ევროპული ბაზრისთვის შექმნა. მანქანამ თავიდანვე მოიპოვა პოპულარობა, თუმცა მისი პირველი ორი თაობა, ზოგ რამეში საკმაოდ უღიმღამოც იყო. მაგალითად, დიზაინის და დინამიკის მხრივ. მესამე თაობიდან კი გაუმჯობესება აშკარად დაეტყო. ამჟამად, ამერიკული კომპანია ევროპაში მეოთხე თაობის „მონდეოს“ ჰყიდის, რომელიც ზოგ ბაზარზე, მაგალითად ჩინეთსა და ამერიკაში (აშშ-ში მას ფიუჟნის სახელით იცნბენ), უკვე მეხუთე თაობამაც კი შეცვალა.

პიტსტოპი 2.05 წამში!

Infiniti Red Bull Racing sets new pitstop world record
3 აპრილი
მალაიზიის დიდ პრიზზე, გამარჯვების და სკანდალის გარდა, „რედ ბულმა“ პიტსტოპზე წარმოუდგენელი სისწრაფითაც გამოიჩინა თავი - მისმა მექანიკოსებმა მარკ ვებერს მეორე პიტსტოპზე ოთხივე ბორბალი სულ რაღაც, 2.05 წამში შეუცვალეს!

Tuesday, April 2, 2013

„ფორდს“ მარტში შესანიშნავი გაყიდვები ჰქონდა

Ford Announces Strong US Sales in March Due to Fusion, Escape
2 აპრილი
მარტში ამერიკის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია „ფორდი“ იყო, რომელმაც გაყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდა. ამაში კი ისეთი პოპულარული მოდელები დაეხმარა, როგორებიცაა საშუალო ზომის სედანი „ფიუჟნი“ ქროსოვერი „ისკეიპი“ და ყოველთვის პოლულარული F-სერიის პიკაპი. საერთო ჯამში, მარტო ამერიკაში „ფორდმა“ 235 643 ავტომობილი გაჰყიდა, რაც შარშანდელი მარტის გაყიდვებზე 5.7 პროცენტით მეტია.

„ფორცეს“ წყალბადზე მომუშავე სარბოლი ბოლიდი

Forze team unveils new hydrogen-powered racer
2 აპრილი
თანამედროვე ავტოინუსტრიაში და ავტოსპორტში, ენერგიის წყაროდ ორგანულ საწვავს იყენებენ. პარალელურად, ავტოინდუსტრია თანდათან იშინაურებს ელექტრო ენერგიას და როგორც ჩანს, ეს პროცესი მალე ავტოსპორტზეც გადავა. მაგრამ არსებობს პრობლემა, რომელიც ელექტრომობილებს რბოლებში მონაწილეობას ხელს უშლის - ელემენტების ბლოკი, სადაც ელექტრო ენერგია გროვდბა, მალე იცლება და დიდი მანძილის გავლის საშუალებას არ იძლევა. შიდაწვის ძრავებს კი, ისევე როგორც ერთ დროს თამბაქოს, რეგულატორები სულ უფრო მეტად ავიწროებენ.